მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2010-05-07
უშანგი ჩხეიძეს ძეგლი დაუდგეს
მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ცნობილი ქართველი ხელოვანის უშანგი ჩხეიძის საფლავზე ძეგლი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
ქართველი მსახიობი და საქართველოს სახალხო არტისტი უშანგი ჩხეიძე ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში დაიბადა. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, თუმცა, პარალელურად რეჟისორ გ. ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში მეცადინეობდა. უშანგი ჩხეიძე თავდაპირველად მონაწილეობდა მუშათა თეატრების (ავჭალის აუდიტორის, ავლაბრის თეატრი, თბილისის მუშათა ცენტრალური კლუბი) წარმოდგენებში. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის ქართული დრამის, ხოლო ერთი წლის შემდეგ რუსთაველის სახელობის თეატრში. მსახიობმა წარმატებით განასახიერა ვიქტორი და არისტო (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება" და "სამანიშვილის დედინაცვალი"), ელიზბარი (ს. შანშიაშვილის "მათრახის პანაშვიდი"), მეფე ჯიმშერი (ი. გედევანიშვილის "სინათლე"), ინკუბუსი (ს. შანშიაშვილის "ლატავრა"), ფილი კულენი (ჯ. სინგის "გმირი").
1925 წელს უშანგი ჩხეიძემ ბრწყინვალედ განახორციელა ჰამლეტის სახე უილიამ შექსპირის "ჰამლეტში" და საყოველთაო აღიარება მოიპოვა როგორც მაღალნიჭიერმა დრამატულმა მსახიობმა. შემდეგ იგი სხვა მსახიობებთან ერთად გადავიდა ახლად დაარსებულ თეატრში (1933 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), ჯერ ქუთაისში, ხოლო გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან - თბილისში. უშანგი ჩხეიძემ კოტე მარჯანიშვილის დადგმებში მაღალმხატვრულად განასახიერა კარლ ტომასი (ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ/"), ბეგლარი (კალაძის "როგორ"), ურიელ აკოსტა (გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ყვარყვარე (კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), კვეჟენაძე (შ. დადიანის "კაკალ გულში"), გულბაათი (კ. კალაძის "ხატიჯე"), გრაფი ჩენჩი (შელის "ბეატრიჩე ჩენჩი"), იაგო (შექსპირის "ოტელო").
უშანგი ჩხეიძე როგორც მსახიობი, გამოირჩეოდა მგზნებარე ტემპერამენტით, განცდის სიმართლით, არაჩვეულებრივი სცენური მომხიბვლელობით და ფართო არტისტული დიაპაზონით. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა ვაჟკაცური ტონით, გმირული სულისკვეთებით, იუმორით. იგი თანაბარი წარმატებით ასრულებდა ტრაგიკულ და კომიკურ როლებს. მისი პიესა "გიორგი სააკაძე" იდგმებოდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე. უშანგი ჩხეიძემ დაწერა წიგნები "კოტე მარჯანიშვილი - რეჟისორი და მასწავლებელი", "მოგონებები და წერილები". კინოში მსახიობმა შეასრულა როლები ნიკო "ქარიშხლის წინ", რაიკომის მდივანი იულონი "ნარინჯის ველი". უშანგი ჩხეიძე 1953 წლის პირველ დეკემბერს თბილისში გარდაიცვალა.
მთაწმინდის პანთეონში მსახიობის ძეგლის გახსნას მისი და, მსახიობი ნინო ჩხეიძე, ქართული კულტურის წარმომადგენლები და ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა გეწაძე ესწრებოდნენ.
- უშანგი ჩხეიძე წარმოშობით ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთიდან იყო. ჩვენმა რაიონმა და მთლიანად ზესტაფონელებმა ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ ამ ბუმბერაზი ხელოვანის ძეგლის შექმნისა და დასრულების საქმეში, - აღნიშნა კახა გეწაძემ.
უშანგი ჩხეიძის ქანდაკებაზე წლების განმავლობაში მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი მუშაობდა, თუმცა, ნამუშევარი ვახტანგ დავითაიამ დაასრულა.
- ძალიან სამწუხაროა, რომ უშანგი ჩხეიძის საფლავი ამდენი წლის განმავლობაში ძეგლის გარეშე იყო. არც ერთი შემოქმედის საფლავი ამდენი ხნის განმავლობაში ასე არ ყოფილა. უშანგი ჩხეიძეს კი სამწუხაროდ, დიდხანს დაცდა მოუწია. ყველაფერი კი სხვადასხვა საკითხების მოუგვარებლობამ განაპირობა, - განაცხადა მოქანდაკემ.
მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მსახიობის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს, მგალობლებმა კი ქართული საგალობლები შეასრულეს.
- დღეს ჩემთვის უბედნიერესი დღეა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს ძმას ასეთი პატივი მიაგო და ასეთი შესანიშნავი ძეგლის ღირსი გახადა, - განაცხადა მსახიობის დამ ნინომ ჩხეიძემ.









f6
ავტორი: f6 ეკა ირემაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
12
19
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი