მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2011-04-21
ლადო აღნიაშვილის შემოქმედებას წიგნი მიეძღვნა

საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ცნობილი ქართველი პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის, ლინგვოდიდაქტიკოსისა და ლექსიკოგრაფის ლადო აღნიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. მკვლევარ ციური ბერიძის წიგნი მიეძღვნა გამოჩენილი ეთნოგრაფის, ფოლკლორისტისა და პუბლიცისტის ლადო აღნიაშვილის დაბადებიდან 150, ქართული ხოროს დაარსების 125 და იოსებ რატილის დაბადებიდან 170 წლისთავს.
აღნიაშვილების გვარის მკვლევარმა ციური ბერიძემ შეისწავლა ამ გვარის გენეალოგიის მეორე შტო, საიდანაც ჩანს, რომ დიმიტრი აღნიაშვილს 9 შვილი ჰყავდა. საზოგადო საქმეებით გატაცებული ლადო აღნიაშვილს არ შეუქმნია ოჯახი. მათ გვარში ბევრი იყო სასულიერო პირი, პედადგოგი, საზოგადო მოღვაწე, დიდად განათლებული პიროვნებები. ლადო აღნიაშვილის პირველი ლექსიკოლოგიური მცდელობები დაკავშირებულია რუსული ენის სახელმძღვანელოსა და რუსულ-ქართული უბის ლექსიკონის გამოცემასთან. გამოიცა მისი რუსულ-ქართული "ნამცეცა" უბის ლექსიკონი.
ლადო აღნიაშვილმა შექმნა ქართული ხალხური სიმღერების ეთნოგრაფიული გუნდი, შემდგომში ცნობილი სახელწოდებით "ქართული ხორო". პირველი კონცერტი გაიმართა ქართულ თეატრში. მან განახორციელა ორი წარმოდგენა-ფეერია ქართულ ხალხურ თქმულებებზე დაყრდნობით - "ყარამანიან" და "ტარიელი". ლადო აღნიაშვილი ტქართული თეატრის ზედმხედველიც იყო. მან შეკრიბა ხალხური ზღაპრები (სულ 15 ზღაპარი), რომელიც "ქართველთა წიგნების გამომცემელმა ამხანაგობამ" წიგნად გამოსცა. მის სახელთან არის დაკავშირებული ოჯახში საკითხავი "ახალი ანბანის" 8 წიგნის გამოცემაც. ის სპარსეთშიც კი წავიდა იმ მიზნით, რომ შეესწავლა სპარსეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებზე ქართველების მიერ შემონახული ქართული ზნე-ჩვეულებები, ტრადიციები. ამ მოგზაურობას მან ორი ნაშრომი მიუძღვნა.
დაუღალავმა ხანგრძლივმა შრომამ წელში გაწყვიტა ლადო აღნიაშვილი და სულიერად მოქანცა. იგი სულიერად დასნეულდა, დაემართა ტვინის სიმდაბლე. მისმა ძმამ ილიამ იგი მოათავსა მიხეილის საავადმყოფოში, სადაც 1904 წლის 10 აპრილს გარდაიცვალა კიდეც.
როგორც კულტურის სამინისტროში განმარტეს, ნაშრომში ასახულია ლადო აღნიაშვილის, როგორც პირველი "ქართული ხოროს" დამაარსებლის, გამოჩენილი პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის, ლინგოვდიდაქტიკოსის, ლექსიკოგრაფის, ფოლკლორისტის, ეთნოგრაფისა და პუბლიცისტის ცხოვრება და მოღვაწეობა. წიგნი დაიბეჭდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამომცემლობა "საქართველოს მაცნეს" მიერ. ლადო აღნიაშვილის შესახებ ეს პირველი სრულყოფილი გამოცემაა.
კულტურის სამინისტროს უშუალო ინიციატივით "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა რეგიონული შეხვედრა, რომელსაც მასპინძლობდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა დეპარტამენტის დირექტორი მანანა მუსხელიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში არჩილ ყარაულაშვილი, ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი. რეგიონული სემინარი ჩატარდა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან პარტნიორობის მრავალმხრივი თანამშრომლობის თემატური პლატფორმის ფარგლებში. მასზე განიხილებოდა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირთან თანამშრომლობა კულტურის სფეროში. სემინარში მონაწილეობდნენ ევროკომისიისა და აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონის ქვეყნების დელეგაციები. რეგიონულ სემინარზე განიხილებოდა კულტურის სფეროში საერთო რეგიონული პრიორიტეტები და მიმართულებები, ასევე მიმდინარეობდა მსჯელობა ევროკავშირთან კულტურის სფეროში უფრო ეფექტური თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავებაზე.













ავტორი:  ეკა ირემაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი