მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2011-05-04
ვინ ესროლა ვასილ სანოძეს?!
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე გუშინ, გამთენიისას, საკუთარ ბინაში, რომელიც თბილისში წერეთლის გამზირზე მდებარეობს, დაჭრილი ნახეს. ოფიციალური ინფორმაციით, სანოძეს ტაბელური იარაღი გაუვარდა, თუმცა, ამ ვერსიას სანოძის მეზობლები ეჭვქვეშ აყენებენ და აცხადებენ, რომ მათ გასროლის ხმა არ გაუგიათ.

არსებობს მეორე ვერსიაც, რომ ვასილ სანოძემ თვითმკვლელობა სცადა. ამის მიზეზი კი გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგში გამოტანილი გადაწყვეტილებაა. გავრცელებული ინფორმაციით, სანოძე დილის ოთხ საათამდე მეგობრებთან ერთად რესტორან "პურის სახლში" იმყოფებოდა, საიდანაც სახლში ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა. სუფრაზე იმყოფებოდნენ აგრეთვე ფრანგი სტუმრებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ვასილ სანოძეს სახლში მისვლის შემდგომ ტაბელური იარაღი გაუვარდა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, სანოძე, რომელიც სახლში ნასვამი დაბრუნდა, საფეთქელთან მიბჯენით ნასროლი ტყვიით არის დაჭრილი.
აღასანიშნავია, რომ სანოძე დროულად იქნა გადაყვანილი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, სადაც დილის 7 საათზე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ღუდუშაურის კლინიკაში გაძლიერებული დაცვა იყო. კლინიკაში მისულ პაციენტებს და მნახველებს ექიმებამდე დაცვის თანამშრომლები არ უშვებდნენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ვასილ სანოძე სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმესთან ასოცირდება და ის გირგვლიანის ოჯახის და ადვოკატების მხრიდან სახელდებოდა, როგორც გირგვლიანის მკვლელობის ერთ-ერთი შემკვეთი.
შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანი 2005 წლის 27 იანვარს ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. ამ გახმაურებული მკვლელობიდან რამდენიმე ხნის შემდეგ სასამართლოზე დაიკითხნენ ოჯახის მიერ მკვლელობის შემკვეთებად მიჩნეული პირები, მათ შორის ვასილ სანოძეც, თუმცა, მათ მიმართ არც გამოძიებას და არც სასამართლოს რაიმე პრეტენზია არ ჰქონია და მათ ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ აღმოუჩენია.სასამართლო პროცესის მსვლელობისას და შემდგომაც, გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე მუდმივად ამტკიცებდა ადვოკატ შალვა შავგულიძესთან ერთად, რომ მელნიკოვი, სანოძე, დონაძე, სალაყაია და ახალაია უშუალოდ არიან პასუხისმგებელი სანდრო გირგვლიანის სიკვდილში და რომ ისინი უნდა მიეცნენ პასუხისგებაში მკვლელობისთვის.
სანოძის გვარი ფიგურირებს აგრეთვე გლდანის ეკლესიის დარბევის გახმაურებულ ფაქტთან დაკავშირებითაც. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ვასილ სანოძე და დათა ახალაია იყვნენ ის პირები, ვინც გლდანის ეკლესიაში მანქანით ანგრევდნენ ეკლესიის კარს.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი გირგვლიანის გახმაურებული საქმიდან გამომდინარე დროებით თანამდებობიდან იყო გადამდგარი, თუმცა მაშინვე საუბრობდნენ, რომ სანოძე უფლებამოსილებას მაინც ასრულებდა და მისი თანამდებობიდან გადადგომა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ვასილ სანოძის მოულოდნელი დაჭრის ფაქტს უფლებადამცველები და ადვოკატები გამოეხმაურნენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ სანოძის დაჭრის ფაქტი გირგვლიანის საქმესთან უშუალო კავშირშია. უფრო კონკრეტულად კი მომხდარი უკავშირდება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას გირგვლიანის საქმეზე. ადვოკატ შალვა შავგულიძის ინფორმაციით, ვასილ სანოძე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა გირგვლიანის საქმეში. სწორედ ის იყო იმ სუფრის მომწყობი, რომელზეც იმყოფებოდნენ ოლეგ მელნიკოვი, თაკო სალაყაია და გურამ დონაძე.
გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე საქმის ხელახალი გამოძიების შემთხვევაში სანოძის დაკითხვას არ გამორიცხავს. მისი თქმით, სანოძე გირგვლიანის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. სუფრა იყო სანოძის მოწყობილი. საქმეში ჩართულია მისი მძღოლიც, რომელიც გარეთ იმყოფებოდა.
- ხელახალი გამოძიების შემთხვევაში ყველა, მათ შორის სანოძეც დაიკითხება მოწმის სტატუსით. ბრალდების გამოკვეთის შემთხვევაში მოხდება ბრალის წარდგენა, - აცხადებს შალვა შავგულიძე.
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ვასილ სანოძის დაჭრის საქმეში ხელისუფლების კვალს ხედავს. კაკაბაძე ფიქრობს, რომ სანოძის დაჭრის ფაქტი გირგვლიანის მკვლელობის საქმეს უკავშირდება.
კაკაბაძე არც თვითმკვლელობას გამორიცხავს, თუმცა თვითმკვლელობის დადასტურების შემთხვევაში აცხადებს, რომ მას დამატებითი შეფასების გაკეთება შეეძლება.
- ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება იმის თქმაც, რომ ხელისუფლების კვალი ურევია. თუ სანოძის თვითმკვლელობის ფაქტთან გვაქვს საქმე, მას ამ მდგომარეობამდე ხელისუფლება მიიყვანდა, - აცხადებს ნანა კაკაბაძე და იქვე მიუთითებს, რომ სანოძე არის ის პიროვნება, რომელსაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნია სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით.









ავტორი:  შორენა კოწოწაშვილი


კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი