მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2011-05-04
ნინო ბურჯანაძე შეიძლება დააპატიმრონ
დააპატიმრებენ თუ არა ნინო ბურჯანაძეს, რთული სათქმელია, მაგრამ ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული, ბურჯანაძე დააპატიმრონ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ღიად გააკეთა განცხადება, რომ ამ ქვეყანას რევოლუცია სჭირდება.
როგორ შეიძლება, მოვლენები განვითარდეს, რთული სათქმელია, მაგრამ 21 მაისს ბევრი რამე ცნობილი გახდება. გამოვა თუ არა ხალხი ქუჩაში და რა რაოდენობის? სწორედ ეს შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი.
ინტერვიუ "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელ მანანა ნაჭყებიასთან:
- ქალბატონო მანანა, "სახალხო კრებამ" თავისი მოქმედების გეგმა გააცნო საზოგადოებას. როგორც ისინი ამბობენ, მასობრივი გამოსვლები დაიწყება თბილისის ქუჩებსა და რეგიონებში, ეს პროცესი კი ხელისუფლების გადაყენებით დასრულდება. რამდენად რეალურად აფასებთ ამ გეგმას?
- ცხადია, გეგმას გავეცანით, თუმცა, რომ გითხრათ, ეს გეგმა რამე ინფორმაციის შემცველია, რომელიც შთაბეჭდილებას შეგიქმნის, დაგარწმუნებს ან არგუმენტებით იყოს გამყარებული, ასე არ არის. ჩვენ ვიცით მხოლოდ შეკრების ადგილები. ამის იქით, სამწუხაროდ, არაფერი არ ვიცით. რაც შეეხება პროცესს, ამასთან დაკავშირებით განცხადებაში მოულოდნელი არაფერი იყო. "სახალხო კრება" ძალიან დიდი ხანია აანონსებს მსგავსი ტიპის აქციების წამოწყებას. მოულოდნელი და გასაკვირი არაფერი ყოფილა იმ განცხადებაში, რომელიც "რვიანში" შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა გააკეთეს. ეს არის ორი პროცესი, რომლის წარმომადგენლებსაც სხვადასხვანაირი გეგმა და ხედვა აქვთ ქვეყანაში მოვლენების განვითარებისა. თუ ჩვენი, კონკრეტულად "ახალი მემარჯვენეების" ხედვიდან გამოვალთ, ვფიქრობთ, რომ ეტაპი, რომლითაც შეიძლებოდა ხელისუფლების გადაყენება, ვგულისხმობ საზოგადოების მობილიზებას, სამწუხაროდ, ოპოზიციამ ეს შანსი გაუშვა მრავალი სუბიექტური და ძირითადად ობიექტური მიზეზის გამო. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ სუბიექტური მიზეზებიც არ იყო. ჩვენ განვლილი და მომავალი საქმიანობის ანალიზი გავაკეთეთ და იმ ფაქტორისაც, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს ამა თუ იმ მოვლენის მომავალი. ეს არის შიდა, გარე ფაქტორები და ჩავთვალეთ, რომ ამ ეტაპზე იმავე გზით, რომლითაც ორი-სამი წლის წინ ვცდილობდით ხელისუფლების გადაყენებას, ახლა ნაკლებია წარმატების მიღწევის შანსი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ახალი მემარჯვენეები" დღეს უარს ვამბობთ ხელისუფლების გადაყენებაზე ან ვეგუებით ამ ხელისუფლების არსებობას. რა თქმა უნდა - არა. თუკი ვინმე იბრძოდა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, მათი მოღავწეობის დასაწყისიდანვე, ჩვენი პარტიის მსგავსად, ძალიან ძნელად წარმომიდგენია, შემიძლია თამამად ვთქვა, ჩვენ და "მრეწველების პარტია" ვიყავით ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომლებიც საყოველთაო ეიფორიის ფონზე ამ ხელისუფლების მომავალს ჭვრეტდნენ და ამბობდნენ, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ხალხის ინტერესებს არ გაითვალისწინებს და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე იზრუნებს. ამიტომ, იმის თქმა, რომ ჩვენ ვინმეზე ნაკლებად გვინდა, დღეს მიხეილ სააკაშვილი არ იყოს ხელისუფლების სათავეში, ძალიან ცუდი ბრალდება იქნება. ვიმეორებ, ჩვენ გავაანალიზეთ ვითარება.
- და რა ვითარებაა დღეს?
- სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება კიდევ უფრო დაშინებულია, ვიდრე გუშინ და გუშინწინ იყო, თუნდაც ორი თუ სამი წლის წინ. დღეს ვერ ვხედავთ, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი განწყობილი იყოს მკვეთრად რადიკალურად. უდიდესი ნაწილი, ალბათ, უფრო მომხრეა, რომ ხელისუფლება იცვლებოდეს არა რევოლუციებით, არამედ ევოლუციური გზით, არჩევნებით. ხალხი დარწმუნდა, რომ რევოლუციებს კარგი არაფერი მოაქვს. ვიღაცა, რა თქმა უნდა, რადიკალურად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ ამ გზით შეიძლება ხელისუფლების გადაყენება. არის ადამიანების კატეგორია, რომლებსაც შესაძლოა დიდი სურვილი აქვთ ქუჩაში გამოსვლისა და ამ გზით ხელისუფლების გადაყენებისა, მაგრამ ამის დაფიქსირების ეშინია. ჩვენ გავითვალისწინეთ ეს ფაქტორი. ასევე ის ფაქტორიც, რომ დასავლეთში სულ უფრო და უფრო გროვდება ამ ხელისუფლების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, რადგან აშკარად და თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ეს არ არის დემოკრატიული ხელისუფლება. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ შიგნიდან და გარედან ზეწოლით შეიძლება და გვაქვს მცდელობა, მივაღწიოთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, რამაც შეიძლება მოგვცეს შანსი, რომ ხელისუფლება არჩევნებში დავამარცხოთ. ჩვენ ამ გზის უფრო გვჯერა და ამიტომ მივდივართ ამ გზით. თუმცა, ვიმეორებ, არანაირად არ ვუპირისპირდებით იმ პროცესს, რომელიც "სახალხო კრებამ" წამოიწყო. გვესმის ამ ადამიანების სულისკვეთება. შეიძლება, ამ სულისკვეთებაში გადავაჭარბოთ კიდეც, მაგრამ განსხვავებული ტიპის პოლიტიკოსები არიან იქ და აქ. განსხვავებული ხედვები გვაქვს. ამ ხედვებში არის აცდენაც. თუ ვინმე იტყვის, რომ ოპოზიცია არასდროს ყოფილა ერთიანი, ძირითადი ოპოზიციური ნაწილი იყო ერთიანი საპროტესტო აქციების დროს. ყველას ერთიანობა წარმოუდგენელი და შეუძლებელია. სამწუხაროდ, ოპოზიციურ სპექტრში ბევრია ხელისუფლების სატელიტი პარტია და მის დაკვეთას ასრულებენ. გაერთიანდება 15 ოპოზიციური პარტია, მე-16-ს შექმნის ხელისუფლება, რომელიც განზე გადგება და რაღაცას ჩაიდენს. ამიტომ, იმის ილუზია, რომ ყველა გაერთიანდება, არ უნდა გვქონდეს და არც მოხდება. არა მგონია და არც ვთვლი ტრაგედიად, რომ სხვადასხვა ხედვაზე, მიდგომაზე საუბრობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი. ისინი, თავის მხრივ, აძლიერებენ იმ ფრთას, რომელსაც საპროტესტო ფრთა, საპროტესტო აქციები ჰქვია. ჩვენ ვფიქრობთ, მათი ზეწოლა ძალიან მნიშვნელოვანია იმ პროცესის განმავლობაში, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით და მივყვებით. ეს არის პროცესი, რომელიც არანაირად ერთმანეთს არ აზარალებს.
- ქალბატონო მანანა, თქვენ აღნიშნეთ, რომ ხალხი დღეს უფრო დაშინებულია, ვიდრე ორი-სამი წლის წინ. როგორ ფიქრობთ, გამოვა ხალხი?
- გასული წლის არჩევნებზე მე დიღმის მასივში ვიყრიდი კენჭს. ფეხით მოვიარე თითქმის ყველა ოჯახი. ვიყავი ყველას ოჯახში, ვინც მაშინ სახლში დამხვდა და კარი გამიღო. დავინახე ძალიან დაშინებული ადამიანები, რომლებიც ჯერ სადარბაზოს ათვალიერებდნენ და მერე შეგიშვებდნენ ოჯახში. ვნახე ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ, თქვენთან ვართ, თქვენ გვერდით, მაგრამ, იმის გამო, რომ ჩემი შვილი საჯარო სამსახურშია, იმის გამო, რომ პატარა ბიზნესით ვინახავ ოჯახს და შეიძლება, მშიერი დავრჩე, არ შემიძლია, მხარი ღიად დაგიჭიროთ, თუმცა, ვეცდები, ფარულად რაღაცა გავაკეთოო. ასეთი იყო უმეტესობის განწყობა. ეს სინდრომი, სამწუხაროდ, ისევ არის. რა თქმა უნდა, ამას ოპოზიციის მხრიდან სერიოზული მუშაობა სჭირდება, რომ ადამიანები დავარწმუნოთ. დაშინებით კი არა, პირიქით, ჩვენი პოზიციების ხმამაღლა დაფიქსირებით უფრო მეტს მივაღწევთ. ეს უნდა ირწმუნონ ადამიანებმა, მაგრამ ამას განსაკუთრებული მუშაობა სჭირდება ოპოზიციის მხრიდან. პირველი გამარჯვება და მინიშნება იმისა, რომ ამ თვალსაზრისით ნაბიჯი გადაიდგას, ეს იქნება წარმატება, თუ მივაღწევთ ამ გზაზე, რომელსაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ჰქვია.
- თუმცა, მოლაპარაკების პროცესი განახლებული არ არის...
- ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა შანსი არ არის ამოწურული. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ჰილარი კლინტონის განცხადება, თინა ქეიდინაუს თბილისში ვიზიტი, ევროსაბჭოს რეზოლუცია - ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ოპოზიციას მხარდაჭერა აქვს ამ პროცესში. მოდით, გამოვიყენოთ ეს მხარდაჭერა, მაგრამ, თუ ქუჩიდანაც მოხდება ხელისუფლებაზე ზეწოლა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
- ამბობენ, რომ შეიძლება "სახალხო კრების" მიერ ინიცირებული პროცესის ლიდერები დააპატიმრონ - საუბარია ბურჯანაძეზე. რამდენად შეიძლება, ეს რეალური იყოს?
- ვერაფერს გეტყვით. დააპატიმრებენ თუ არა, ძნელი სათქმელია, მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული. თუმცა, ხელისუფლებას არ ვურჩევდი, ამ ეტაპზე ასეთი ღონისძიება გაატაროს რომელიმე ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ. ყველა ოპოზიციის გამოკვეთილ ლიდერს ჰყავს თავისი მხარდამჭერი და მოწინააღმდეგე. დარწმუნებული ვარ, არც ქალბატონი ნინო ბურჯანაძის მხრიდან იქნება ძალადობის მცდელობა. შესაბამისად, ხელისუფლებასაც არ ექნება მცდელობა, საგანგებო ზომები მიიღოს ამ ლიდერის მიმართ. არ ვფიქრობ, რომ მოვლენები ამ გზით განვითარდება. თუმცა, შეიძლება ეს ყველაფერი მარჩიელობა იყოს და მოვლენები სხვანაირად განვითარდეს.

















ავტორი:  ნათია ხურცილავა


კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი