მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2011-05-04
ირაკლი ლომაიამ გაზეთ "კვირის პალიტრასა" და ჟურნალისტ ხათუნა პაიჭაძეს ბოდიში მოუხადა
ირაკლი ლომაიამ გაზეთ "კვირის პალიტრას" და გაზეთის ჟურნალისტ ხათუნა პაიჭაძეს ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე "კვირის პალიტრის" ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, ბოდიშის მოხდა და ტელეკომპანია "იმედის" ეთერში "კვირის პალიტრისა" და პაიჭაძის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა ლომაიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაავალა.
- ამგვარად, სასამართლო დავა დასრულებულია. ლომაიამ უარყო მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. განაცხადა, რომ ეს ინფორმაციები არ შეესაბამება სინამდვილეს. მან ასევე დაადასტურა, რომ მის მიერ 2010 წლის 2 ივლისს ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გავრცელებული აუდიოჩანაწერი არ შეიცავს ხათუნა პაიჭაძის ხმას. ლომაიამ საკუთარი წარმომადგენლების საშუალებით ბოდიშიც მოიხადა. მას, ასევე, დაეკისრა 1 ლარის გადახდა და იმავე ტელეარხის ეთერით ბოდიშის საჯაროდ მოხდა, - განმარტა კორძაძემ.
ხათუნა პაიჭაძემ კი აღნიშნა, რომ სასამართლოს გადწყვეტილებით კმაყოფილია.
- ჩვენი მიზანი იყო, ლომაიას მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია უარეყო და ჩვენ ეს შედეგი მივიღეთ. რაც შეეხება მოტივს, თუ რა მიზნით გაავრცელა მან ინფორმაცია, თითქოს მე "კვირის პალიტრის" სახელით ფულის გამოძალვას ვცდილობდი, ლომაიამ განაცხადა, რომ შეცდა და ეგონა, რომ მე ვურეკავდი, - განაცხადა ხათუნა პაიჭაძემ.
გაზეთმა "კვირის პალიტრამ" და ჟურნალისტმა ხათუნა პაიჭაძემ ირაკლი ლომაიას სასმართლოში მას შემდეგ უჩივლეს, რაც ამ უკანასკნელმა საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკის" ეთერით განაცხადა, რომ ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძე აშანტაჟებდა და გაზეთში რეკლამის მიტანას სთხოვდა, მასზე სატატიის გამოუქვეყნებლობის სანაცვლოდ. ირაკლი ლომაიამ ტელეკომპანიას ასევე წარუდგინა ამ ფაქტის "დამადასტურებელი" აუდიოჩანაწერი, სადაც თითქოს, ხათუნა პაიჭაძის საუბარი იყო დაფიქსირებული. ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ირაკლი ლომაიას მიერ ტელეკომპანია "იმედში" წარდგენილი ჩანაწერი არ შეიცავდა ხათუნა პაიჭაძის ხმას.
ინტერპრესნიუსი












კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი