მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2011-05-04
ქართულმა პროდუქციამ ჯერ ქართული ბაზარი უნდა დაიბრუნოს : ჯონდი ბაღათურია სოფლის მეურნეობის გადასარჩენად 150 მილიონს ითხოვს
ქართული სოფლის მეურნეობა სიკვდილის პირას არის. ამაზე ნათლად მეტყველებს საზღვარგარეთიდან შემოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები. საქართველოში ქართული პროდუქციის შოვნა ძალიან ჭირს. ოპოზიცია ამ ყველაფერს ხელისუფლებას აბრალებს.
ამ მიმართულებით ხელისუფლების გატარებულ პოლიტიკას აკრიტიკებს ქართული დასის ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია. მან ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა პროექტი, რომელიც პარლამენტის ყოფნის დროს ქვეყნის პირველმა პირმაც მოიწონა. სააკაშვილმა საჯაროდ დადო პირობა, რომ ეს პროექტი დაფინანსდებოდა. პროექტის დასაფინანსებლად 150 მილიონი იყო საჭირო.
ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები პარლამენტში როცა შევიდა, აღმოჩნდა, რომ პროექტისთვის მხოლოდ 9 მილიონი იყო გამოყოფილი. ამან ბაღათურია აღაშფოთა. ის იმდენი ხანია ითხოვს 150 მილიონს, რომ ხალხს ეჭვებიც კი გაუჩნდა. რატომ არის ეს პროექტი აუცილებლად განსახორციელებელი, ამის შესახებ ჯონდი ბაღათურია "ახალ თაობას" ესაუბრება.
- ხელისუფლებისგან თქვენი პროექტის დასაფინანსებლად 150 მილიონს ითხოვთ, თანაც დაჟინებით. ასეთი აუცილებელია ამ პროექტის დაფინანსება?
- დავიწყოთ იმით, რომ დაფინანსებას ჯონდი ბაღათურია კი არა, ქართული დასი ითხოვს. ჩვენ გვინდა, რომ დაფინანსდეს ქართული დასის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი. ეს არის პროექტი, რომელიც სტარტის აღებისთანავე შექმნის ქვეყანაში 540 ათას სამუშაო ადგილს. თანაც მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს. ამ პროექტმა პირველ 4 წელიწადში უნდა გააოთხმაგოს საქართველოს ბიუჯეტი. რაც პენსიების გაზრდის საშუალებას მოგვცემს. ასევე განხორციელდება ფართომასშტაბიანი ამნისტია.
- რას გულისხმობთ ფართომასშტაბიან ამნისტიაში?
- მოსახლეობისთვის წყლის, დასუფთავების სამსახურის, გაზის და ელექტოენერგიის დაგროვილი დავალიანების ჩამოწერას. ბიუჯეტის გაოთხმაგების შემთხვევაში შევძლებთ ჯანდაცვის პროექტების და სხვა სოციალური პროექტების დაფინანსებას, რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას ძალიან სჭირდება. ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროექტის დაფინანსებაზე შეთანხმება შედგა.
- მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, გვითხარით, სად, როგორ და ვისთან შედგა ეს შეთანხმება?
- ამაზე შეთანხმება შედგა პარლამენტში. ეს ყველაფერი გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმ დღეს პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოდიოდა. მე წარმოვადგინე ქართული დასის პროექტი. მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ 150 მილიონს გამოყოფს. ეს თანხა ქართული დასის პროექტის დასაფინანსებლად საკმარისია. ბიუჯეტში ამასთან დაკავშირებით უნდა შესულიყო ცვლილებები. ბიუჯეტში შესული ცვლილებები მთავრობამ პარლამენტში შემოიტანა. მაშინ ვნახეთ, რომ ჩვენი პროექტის დასაფინანსებლად გამოყოფილია მხოლოდ 9 მილიონი ლარი.
- დანარჩენი სად წავიდა?
- ვერ გეტყვით. ცვლილების თანახმად ქართული დასის პროექტისთვის მხოლოდ 9 მილიონია გათვალისწინებული. ასეთი თანხის გამოყოფას არანაირი აზრი არა აქვს. ეს იქნება ჰაერში გასროლილი ფული.
- რატომ არა აქვს არანაირი აზრი. ამ 9 მილიონით რაღაც ხომ მაინც დაფინანსდება.
- გეუბნებით, რომ არანაირი აზრი არა აქვს. ეს 9 მილიონი საჭიროზე 16-ჯერ ნაკლები თანხაა. ეს იცით რას ჰგავს, პაციენტს უამრავი წამალი რომ დაუნიშნო ანალგინთან ერთად. მერე მარტო ანალგინი უყიდო. ამით ხომ პაციენტს არაფერი არ ეშველება. ასევე იქნება სოფლის მეურნეობის შემთხვევაში. თუ გვინდა, რომ ამ პროექტმა იმუშაოს, მის დასაფინანსებლად ხელისუფლებამ დაპირებული 150 მილიონი უნდა გამოყოს.
- ქართული დასის პროექტთან დაკავშირებით ძალიან შთამბეჭდავი ციფრები დაასახელეთ. ვინ შეიმუშავა ასეთი პროექტი?
- მის შემუშავებას პირადად ვხელმძღვანელობდი. პროექტის შესაქმნელად შევქმენით სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩართული იყვნენ სოფლის მეურნეობის დარგის წამყვანი სპეციალისტები. პროექტმა გაიარა ექსპერტული ფილტრი.
- სად გაიარა ექსპერტული ფილტრი?
- სადაც საჭირო იყო. მათ შორის ფინანსისტების, ბანკირების, ეკონომისტების ფილტრი. ეს პროექტი არის უნიკალური. ყველამ აღიარა, რომ ეს არის უნიკალური პროექტი.
- რატომ არის უნიკალური?
- არა მხოლოდ იმიტომ, რომ სწორად არის მთელი ტექნოლოგიური ციკლი შემუშავებული. უნიკალურია პროექტის მეორე განყოფილება, რომელიც სოფლის მეურნეობაში იაფი საბანკო და სადაზღვევო პროდუქტის შექმნას გულისხმობს. თუ ამ დარგში არ იქნა ეს ორი პროდუქტი, ინვესტორი ფულს არ ჩადებს. ჩვენ ამ 150 მილიონის ჩადება სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაში კი არ გვინდა. ეს არის ინფრასტრუქტურის და სარწყავი არხების რეაბილიტაცია, პროფილაქტიკების შექმნა ტრაქტორების და კომბაინებისთვის. უნდა შეიქმნას ტექნიკის გასაქირავებელი ცენტრები.
- გასაქირავებელი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ახლაც არის, მაგრამ გლეხებს მათ დასაქირავებლად ფული არა აქვთ.
- ამიტომ პირველ წელს ეს ტექნიკა უნდა იყოს უფასო. მეორე წელს კი ფასიანი გახდება. ამ ყველაფერს სჭირდება ეს 150 მილიონი. პროდუქციის წარმოებასა და მის გადამუშავებაში ერთი თეთრიც არ გვინდა. აქ ჩვენ ვქმნით ლიბერალურ საგადასახადო კლიმატს, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ რენტაბელობას. შესაბამისად, როცა სახელმწიფო მხარდაჭერა არის, კერძო ფული გადამისამართდება ამ სექტორში. იცოდეთ, რომ არც ერთი კერძო ინვესტორი, არც ერთ თეთრს არ ჩადებს ამ სფეროში, თუ არ არის დაზღვევა. ეს არის ბიზნესის მარტივი წესი. ვთქვათ ჩახვედით აზერბაიჯანში, ფული გაქვთ და გინდათ მშენებლობის წამოწყება. გაიგეთ, რომ ბანკები კრედიტს არ გასცემენ ამ დარგში. ისიც შეიტყვეთ, რომ ამ დარგს არ აზღვევენ. ეს არის დამადასტურებელი სიგნალი იმისა, რომ ამ დარგში ფულის ჩადება არ შეიძლება. საბანკო და სადაზღვევო პროდუქტი უნდა იყოს ჩვენი სოფლის მეურნეობის სავიზიტო ბარათი. ეს საჭიროა იმისთვის, რომ გლეხი ფეხზე დადგეს. ქვეყანას და ეკონომიკას სწორედ ფეხზე მდგომი გლეხი წამოაყენებს. სადაც გლეხი ფეხზე მყარად დგას, იქ ქვეყანაც წელშია გამართული.
- რაკი უარს გეუბნებიან ამ პროექტის დაფინანსებაზე, გამოდის, რომ არ უნდათ გლეხის ფეხზე წამოდგომა.
- საქმეც ისაა, რომ უარს არ ამბობენ.
- უარი არ არის, მხოლოდ 9 მილიონს რომ გაძლევენ?
- 9 მილიონის გამოყოფა ამ პროექტისთვის მართლა არაფერი არ არის. ეს არის მხოლოდ ხარჯი ხარჯისთვის. პრეზიდენტმა, როგორც უკვე ვთქვი, საჯაროდ დადო ამ პროექტის დაფინანსების პირობა. პრეზიდენტის გამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ პარლამენტში მოვიდა მთავრობა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოიტანა პროექტი. ეს პროექტი ძალიან ჰგავდა ჩვენსას. ეს ზოგიერთ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგას არ მოეწონა.
- ვის არ მოეწონა?
- არიან ასეთები. მთავრობის პარლამენტში ყოფნისას ისინი გამოდიოდნენ ზოგჯერ სამართლიანი კრიტიკით, ზოგჯერ კეთილი სურვილებით. მათი განცხადებები განსხვავებულ სადღეგრძელოსაც კი ჰგავდა. მათ არც ერთი პროექტი არ წარმოუდგენიათ. მთავრობა პარლამენტის წინაშე ერთი კვირის განმავლობაში აკეთებდა მოხსენებას. ჩვენ გამოვდიოდით მხოლოდ დოკუმენტური მასალით. ინიციატივებით როცა გამოვდიოდით, ზოგიერთებივით ჰაერზე კი არ ვიძახდით: წყალი უფასოდ გვინდა და გაზი ამ ფასადო. ჩვენ კონკრეტული დოკუმენტებით გამოვდიოდით. გამოგვქონდა ციფრები. იმდენად მყარი ციფრები, რომ ვერც ერთმა ოპონენტმა ვერა თქვა, ეს არ ვარგაო. შესაფასება ასეთი იყო: დიახ, ასე უნდა გაკეთდეს. ამისთვის მარტო სიტყვა საკმარისი არ არის, ისევე, როგორც 9 მილიონი.
- რატომ მაინცდამაინც 9 მილიონი გამოყვეს?
- ეს მთავრობას უნდა ჰკითხოთ. მე ვიცი მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტის საჯაროდ დადებული პირობა არ შესრულდა. ისინი აცნობიერებენ, რომ სოფლის მეურნეობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა პრეზიდენტს და მთავრობას, როგორც ჩანს, მისი მნიშვნელობა მთლად ბოლომდე გაცნობიერებული არა აქვთ. თუ გაცნობიერებული აქვთ და მაინც ასე იქცევიან, მაშინ შეგნებულ მავნებლობას სჩადიან, რადგანაც ჩვენს პროექტს ალტერნატივა არა აქვს.
- რატომ არა აქვს ალტერნატივა?
- იმიტომ, რომ თუ ეს პროექტი არ განხორციელდა, ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა არ იქნება.
- იქნებ მართლაც არ სურთ, რომ სოფლის მეურნეობა გაძლიერდეს. არასაპარლამენტო ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლება შეგნებულად ანადგურებს ამ დარგს.
- ადვილი შესაძლებელია, რომ ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ასე იქცევიან. მე ახლა მოგიყვანთ ციფრებს, რომელიც სკანდალია ამ სიტყვის მნიშვნელობით. 2005 წელს ხორბალი იწარმოებოდა 180 ათასი ტონა. 2009 წელს იწარმოებოდა 43 ათასი ტონა. ხორბლის წარმოება შემცირდა 72%-ით. ქერის წარმოება შემცირდა 69 პროცენტით, სიმინდის წარმოება - 31 პროცენტით. ლობიო, რომელიც სტრატეგიული პროდუქტი იყო, 57 პროცენტით შემცირდა. უფრო მეტს გეტყვით, საქართველოში ეკონომიკის წამყვანი დარგი არის ყურძენი. მისი წარმოება შემცირდა 40 პროცენტით. ეს მარტო ეკონომიკის კი არა, მთელი ქვეყნის უბუდურებაა. ისევე, როგორც ჩაი. მისი წარმოება შემცირდა 74 პროცენტით. ბოსტნეულის წარმოება შემცირდება 61 პროცენტით, ხილის - 32 პროცენტით. არადა, ხილით ცხოვრობდა შიდა ქართლი. ახლა წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაა. ქვეყანა ინგრევა და ნადგურდება. სოფლის მეურნეობა თუ არ დავაყენეთ ფეხზე, ისე არაფერი გამოვა.
- იქნებ ამიტომაც ჩამოჰყავთ საქართველოში ბურები, მათ ხომ სოფლის მეურნეობაში უნდა ჩაადებინონ ფული.
- ამათ კი ჩამოჰყავდათ, მაგრამ აღარ ჩამოდიან. მათი წარმომადგენლები უკვე იყვნენ საქართველოში და აქ არსებული ვითარება დაზვერეს. დადგეს თუ არა ჩვენს მიწაზე ფეხი, იკითხეს, არის თუ არა სოფლის მეურნეობაში სადაზღვევო და საბანკო პროექტი. როცა გაიგეს, რომ ეს არ იყო, თქვეს, კარგად ბრძანდებოდეთო და წავიდნენ. ამას ვამტკიცებ ამ თვეების განმავლობაში, რომ თუ დაზღვევა არ იქნა, ფულს არავინ არ ჩადებს. არც ბურები და არც ვინმე სხვა. სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება კი ქვეყნისთვის აუცილებელია. სხვა თუ არაფერი, ეს 540 ათასზე მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს შექმნის.
- რა ტიპის სამუშაო ადგილებზე საუბრობთ?
- გადამუშავება, დისტრიბუცია, რეალიზაცია.... 540 ათასი ადამიანის დასაქმება ნიშნავს 2 მილიონი ადამიანის შიმშილისგან ხსნას. ეს ნიშნავს, რომ პირველივე წელიწადში გვექნება გაოთხმაგებული ბიუჯეტი. დღეს ქართული ბაზარი უკავია უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქციას. ეს პროდუქცია ჩვენ უნდა ქართული პროდუქციით შევავიწროვოთ. ქართულმა პროდუქციამ ჯერ ქართული ბაზარი უნდა დაიბრუნოს. უცხოური პროდუქტის შემოტანა, სხვა თუ არაფერი, არის უარყოფითი სალდო. იმიტომ, რომ საქართველოდან გადის დოლარი. ეს თავისთავად ინფლაციას იწვევს. უარყოფითი სალდო თუ გაუმჯობესდება, ლარი გამყარდება. ფასებიც დასტაბილურდება და დაიკლებს. ადამიანებს ნორმალური ცხოვრების საშუალება მიეცემათ. ეს ნიშნავს ქვეყნის ფეხზე დაყენებას. თუ ხელისუფლებაში ეს არ ესმით, საშინელებაა. ხოლო თუ ესმით და შეგნებულად არ აფინანსებენ ამ პროექტს, მაშინ ქვეყნის მოწინააღმდეგენი ყოფილან.









ავტორი:  თეა მარხვაიძე


კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი