მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2011-05-04
ყირგიზეთში მომხდარი მოვლენები დანაშაულად მიიჩნიეს
საერთაშორისო კომისიის დასკვნების თანახმად, ყირგიზეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ოშში მომხდარი მოვლენების კვალიფიცირება შესაძლებელია, როგორც ჰუმანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. კომისიის ხელისუფლებმა, გარდა ამისა, მიიჩნიეს, რომ მოსახლეობის რბევაში, შესაძლოა, ყირგიზეთის უშიშროების ძალები მონაწილეობდნენ.
ყირგიზეთის სამხრეთით მომხდარი მოვლენების გამომძიებელი საერთაშორისო დამოუკიდებელი კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ოფიციალურ ბიშკეკს ქალაქ ოშში გასულ წელს მომხდარ მოვლენებში სამხედროების როლის გამოძიებისაკენ მოუწოდებს.
კომისიის ხელმძღვანელის, ფინეთის პარლამენტის ყოფილი წევრის, კიმო კილიუნენის თქმით, კომისიის დასკვნა სავსებით აშკარაა. ეს არც გენოციდია და არც სამხედრო დანაშაული, მაგრამ კომისიას გააჩნია მონაცემები, რომლის მიხედვითაც 11-13 ივნისს უზბეკურ რაიონებზე თავდასხმები ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს წარმოადგენდა, ეს დანაშაული სისტემატურ, ფართოდ გავრცელებულ ხასიათს ატარებდა და სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ყირგიზეთის მთავრობამ ანგარიშის ზოგიერთი დასკვნა გაიზიარა, სხვები კი უარყო, როგორც კატეგორიულად მიუღებელი.
საერთაშორისო კომისიის შექმნა ყირგიზეთის პრეზიდენტმა როზა ოტუნბაევამ მოიწონა და მან ოშში მიმდინარე მოვლენების გამოძიების მანდატი მიიღო. 2010 წლის 10-11 ივნისის მოვლენების შედეგად 470 ადამიანი დაიღუპა.
2010 წლის მოვლენების შედეგად დაღუპულთა 75% ეთნიკური უზბეკია, 25% ყირგიზები არიან.
კიმო კილიუნენის თქმით, კომისიამ, რომელმაც 750-ზე მეტი მოწმის ჩვენება განიხილა, დაასკვნა, რომ ბრბო, რომელიც უზბეკურ რაიონებს დაესხა თავს, არმიიდან წამოყვანილ ჯავშანტრანსპორტიორებს იყენებდა.
"ბარიკადების დანგრევის შემდეგ ბრბო უზბეკურ რაიონებში შეიჭრა და ჟლეტა დაიწყო. იყო გაუპატიურების შემთხვევებიც, შემდეგ წამოვიდნენ მაროდიორები და ეს სისტემატური, ორგანიზებული მაროდიორობა იყო, შემდეგ კი გარეუბნები გადაწვეს და გაანადგურეს", - განაცხადა კილიუნენმა.
უზბეკეთის ხელისუფლები არ დაეთანხმნენ კომისიის დასკვნებს, სადაც მოვლენები ეთნიკური კუთხით არის ნაჩვენები. ყირგიზეთის სამხრეთში მომხდარი მოვლენების მიზეზების ანალიზის დროს კომისიამ მიიჩნია, რომ ვითარება ამ რაიონებში რამდენიმე თვის განმავლობაში დაიძაბა.
კილიუნენის თქმით, პროცესი ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო, წინა რეჟიმის დამხობის შემდეგ. შედეგად სამხრეთში პოლიტიკური ვაკუუმი შეიქმნა, რაც დაძაბულობის წარმოქმნის მიზეზი გახდა. ყირგიზეთის მთავრობა აცხადებს, რომ იგი მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იხსნის, მაგრამ ვარაუდობს, რომ კომისიას სხვა ფაქტორებიც უნდა გაეთვალისწინებინა.
საერთაშორისო ექსპერტების ვარაუდით, ყირგიზეთში ეთნიკური დაძაბულობის შერბილებას შედეგად უზბეკური ენის "ლოკალური სარგებლობის" ენად გამოცხადება შეიძლება მოჰყვეს, ადგილობრივ ხელისუფლებაში კი ეთნიკური საკითხების მრჩევლის თანამდებობის შექმნა გახდება საჭირო.
სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების რეაქცია კომისიის დასკვნებზე სხვადასხვანაირი იყო. ყირგიზებში გავრცელებული აზრის თანახმად, გამოძიების შედეგები ცალმხრივია, რადგან უფრო მეტად სწორედ ისინი, ეთნიკური ყირგიზები დაზარალდნენ. მრავალი ეთნიკური უზბეკი, თავის მხრივ, ვარაუდობს, რომ გამოძიება არასაკმარისად სრულია და ანგარიშში მომხდარი მოვლენები არასრულად არის ასახული.
გ.თ.









კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი