მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2011-05-04
ლაღიძეს რევოლუციის არ სჯერა
- ჩვენი პარტია 21 მაისის აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს გამოსვლები არ იქნება შედეგზე ორიენტირებული, - ეს განცხადება პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ლაღიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. გიორგი ლაღიძის განცხადებით, ამ აქციებში მონაწილეობა არც ერთმა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა მიიღოს.
- სახალხო კრებამ გააჟღერა მათი სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია, სადაც საუბარია იმაზე, რომ 21 მაისს დაიწყება საპროტესტო აქციები როგორც საქართველოს დედაქალაქში, ასევე რეგიონებში და ეს ყველაფერი დამთავრდება ხელისუფლების ცვლილებით. ჩვენი პარტია ცალსახად ემიჯნება სახალხო კრების ამ ინიციატივას. ჩვენ ამ აქციებში მონაწილეობას არ მივიღებთ, პირველ რიგში იმის გამო, რომ მიგვაჩნია, ეს არის უპერსპექტივო აქციები, არ იქნება შედეგზე ორიენტირებული და კიდევ ერთხელ გამოიწვევს ქართველ საზოგადოებაში იმედგაცრუებას. ეს არის გზა, რომელსაც სახალხო კრება და ნინო ბურჯანაძე კრემლის დავალებით ახორციელებენ. ეს არის გზა რევოლუციისკენ, გადატრიალებისკენ და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის ნორმალური პროცესი. ამ პროცესებში არც ერთმა ეროვნულმა ძალამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ასევე ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ საზოგადოებას, ყველა პოლიტიკურ ძალას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ მიიღონ მონაწილეობა ამ აქციაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სააკაშვილის რეჟიმი შესაცვლელია, თუმცა, შესაცვლელია არჩევნების გზით და ჩვენ ყველა, სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები, უნდა ვემზადოთ მომავალი არჩევნებისთვის, ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ გააყალბონ არჩევნები, - აცხადებს გიორგი ლაღიძე. მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი სწორი გზა არჩევნებია.
- მერწმუნეთ, არჩევნების გზით შესაძლებელი იქნება ნაციონალური მოძრაობის ჩამოცილება ხელისუფლებიდან. აქედან გამომდინარე, თუ ოპოზიცია წავა სწორი გზით, ამ შემთხვევაში შედეგი აუცილებად იქნება. თუ 21 მაისს ბურჯანაძემ და მისმა ამფსონებმა მოახერხეს გარკვეული არეულობის მოწყობა, რისი დიდი სურვილიც მათ აქვთ, მერწმუნეთ, საბოლოო ჯამში, ხელისუფლებას არაფერი დააკლდება. ამით იზარალებს მთლიანად ოპოზიციური სპექტრი და სააკაშვილის ხელისუფლებას გავუხანგრძლივებთ ქვეყნის სათავეში ყოფნას. ამით საზოგადოებას დაანახვებენ, რომ ოპოზიცია არაფრის გამკეთებელი არ არის და სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა უალტერნატივოა. ასე ნამდვილად არ არის. მე მიმაჩნია, რომ ქართველ საზოგადოებას მართებს დიდი სიბრძნე. ჩვენ უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება და არ უნდა გავუშვათ ის შანსი ხელიდან, რომ უახლოეს წლებში სააკაშვილის რეჟიმი არჩევნების გზით ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას. თუ ისე განვითარდა პროცესები, როგორც სურთ ბურჯანაძეს, გაჩეჩილაძესა და მისთანებს, ეს ყველაფერი ქართველ ხალხს კარგს არაფერს მოუტანს, - განაცხადა გიორგი ლაღიძემ.
- მე დაანონსებული თარიღების ნამდვილად არ მჯერა. როდესაც პარტია ასახელებს ხელისუფლების დასრულებისა და აქციების დაწყების თარიღს, შემდეგ ეს თარიღები გაურკვეველი მიზეზების გამო დროში იწევს. ეს სიბრიყვეა. ყველამ კარგად ვიცით, რომ არაერთხელ უშედეგოდ დასახელდა ასეთი თარიღები. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა საზოგადოებაში ოპოზიციის მიმართ გამოიწვია იმედგაცრუება. ამით მთლიანად ოპოზიციას შეელახა იმიჯი. სიმართლე გითხრათ, არ მჯერა, რომ რაიმე კონკრეტულ შედეგზე იყოს ოპოზიციის განცხადებები ორიენტირებული, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ საზოგადოება არ არის მზად რევოლუციისთვის. ეს ფაქტია და, თუ ვინმეს უნდა, ყურადღება მიიქციოს მწვავე განცხადებების გაკეთებით, ეს უკვე სხვაა. როგორ აისახება გარკვეულ პერიოდში ეს ყველაფერი ამა თუ იმ ოპოზიციის იმიჯზე, სულ მალე დავინახავთ. ოპოზიციის ნაწილის მიერ გაკეთებული სულელური და არაფრისმომცემი განცხადებები ხშირ შემთხვევაში იმიჯს ულახავს მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს. ვფიქრობ, თითოეული პოლიტიკოსი მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს თავის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ჩვენ გვყავს ერთი ელექტორატი და არ შეიძლება, ერთმა რომელიმე პოლიტიკოსმა თავისი გაუაზრებელი განცხადებებით დააზარალოს მთელი ოპოზიციური სპექტრი. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები ვერ მოიპოვებენ ფართო საზოგადოების მხარდაჭერას და მათი იმედები, საბოლოოდ ჩაუგდონ რუსებს საქართველო, არ გამართლდება, - განაცხადა გიორგი ლაღიძემ.

ავტორი:  შორენა გონგლაძე


კალენდარი
ნოემბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი