მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2011-05-14
თურქეთში ბაღაფშის ჩასვლასთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდა

საქართველოს ხელისუფლებას დღემდე ვერ მოუნელებია თურქეთში სერგეი ბაღაფშის რამდენიმედღიანი ვიზიტი. ამის გამო ისინი ანკარაზე გაღიზიანებული არიან. თუმცა კეთილმეზობლური ურთიერთობის ხათრით თურქეთზე აუგს არ ამბობენ.
ამ დღეებში ამ ვიზიტზე განმარტებები კიდევ ერთხელ გაკეთდა. აშშ-ში, ჯეიმსტაუნის ცენტრში, კავკასიის გეოპოლიტიკის საკითხების შესახებ გაიმართა განხილვა, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებაც იმსჯელეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის თურქეთში ვიზიტზე.
როგორც ევროპული უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში თურქმა ექსპერტმა მითათ ჩელიქპალამ განაცხადა, ბაღაფში თურქეთში აფხაზური დიასპორის სანახავად იყო ჩასული და არა სამთავრობო დონეზე.
- რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ბაღაფში ჩამოფრინდებოდა, თურქეთის საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქეთი პატივს სცემს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თურქეთის ეს პოზიცია ფუნდამენტურია. ანკარამ ამ განცხადებით მისცა მინიშნება აფხაზურ მხარესაც, - აღნიშნა თურქმა ექსპერტმა.
აშშ-ში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელ დავით რაქვიაშვილის განცხადებით კი, თურქეთში მართლაც დიდი აფხაზური დიასპორა არსებობს, რისი მიზეზიც ისევ და ისევ რუსეთის იმპერია.
- მე მინდა ყურადღება გავამახვილო თურქეთში აფხაზეთის დიასპორაზე. მიზეზი, რის გამოც თურქეთს ასეთი დიდი რაოდენობის აფხაზური დიასპორა ჰყავს, იგივეა რატომაც საქართველოს ამდენი იძულებით გადაადგილებული პირი ჰყავს. აფხაზები ქართველებთან ერთად ყოველთვის იბრძოდნენ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
ერთ-ერთი ვერსიით, ბაღაფში თურქეთში სამკურნალოდ წავიდა. როგორც ჩანს, იქაურმა ექიმებმა და ჰავამ ბაღაფშს არ არგო, რადგანაც ის ამ დღეებში ისევ წავიდა სამკურნალოდ, ახლა უკვე მოსკოვში.





კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი