მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2011-05-14
საქართველოში არის ყველაფერი ის, რასაც რუსები ნატრობენ

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ქვეყანას სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასამმაგება და გახუთმაგება შეუძლია. ამჟამად საქართველოში სოფლის მეურნეობა ძალიან ჩამორჩენილია. ამიტომ, პროგრესის შეჩერება დაუშვებელია.
როგორც პრეზიდენტმა ეროვნულ ბიზნესდაჯილდოება "მერკური 2011"-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის, ვინც ცდილობს გააჩეროს მიწების დამუშავება და შეაფერხოს ეკონომიკური მიმოსვლა, ეწინააღმდეგება საქართველოს პროგრესს.
- მიწები ერთსა და იმავე ხალხს ჰქონდა ხელში ჩაგდებული - ყოფილ პროკურორებს, ყოფილ გამგებლებს, რაიკომის ყოფილ მდივნებს. არადა, მიწებს დამუშავება უნდა - საქართველომ უნდა გამოკვებოს საკუთარი თავი. მათ, ვინც მიწები კორუფციული გზით ჩაიგდო ხელში, მოუწევთ მათი დათმობა იმ ხალხისათვის, ვინც აპირებს ამ ფართობების დამუშავებას და ამით საქართველოს გამოკვებას, - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს ტურიზმის მიმართულებითაც.
- მაშინ, როცა საქართველოში ეს მთავრობა მოვიდა, 125 ათასი ტურისტი იყო. შარშან 2 მილიონი სტუმარი გვყავდა, წელს 3 მილიონი გვეყოლება, მომავალ წელს კი - 4 მილიონი, ხოლო შემდეგ წელს, იმედია - 5 მილიონიც. თუ საქართველოში ტურიზმი ამ ტემპით განვითარდება, შეიძლება, 5 მილიონი ტურისტი 2015 წელზე ადრეც გვყავდეს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან ეს არის მთლიანად დასაქმებაზე გათვლილი სექტორი - თანაც გრძელვადიან დასაქმებაზე. მშენებლობები, ინფრასტრუქტურა, ყველაფერი დანარჩენი არის მოკლევადიანი პროექტები, ტურიზმი კი არის დასაქმების გრძელვადიანი წყარო, - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ რეალურად, საქართველო უნდა გახდეს ენერგეტიკული ტერმინალი - ენერგეტიკული ცენტრი, ასევე ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობისა და ტურისტული ცენტრი ამ რეგიონში. საქართველოს, რეგიონის რამდენიმე ქვეყანასთან შედარებით, ეკონომიკის თვალსაზრისით ერთი დიდი უპირატესობა აქვს - აქ კორუფცია არ არის.
- ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი რამ, რითაც ყველა შემთხვევაში წაუგებელ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ეს რას ნიშნავს? ვთქვათ, რუსეთში არის ძალიან დიდი კორუფცია და რუსეთიდან გადის დიდი კაპიტალი. საქართველომ უნდა წამოიღოს ამ კაპიტალის ნაწილი, რადგან საქართველოში არ არის კორუფცია და საქართველოში არის ყველაფერი ის, რასაც რუსები ნატრობენ. თურქეთში ეკონომიკა კარგად არის განვითარებული და იქ არის დიდი, მათ შორის, ჭარბი კაპიტალი. ამ კონკურენციაში თურქეთთან ჩვენი პატარა უპირატესობები გვაქვს, ამიტომ ჩვენ უნდა ვისარგებლოთ როგორც რუსეთის წარუმატებლობით, ისე თურქეთის წარმატებით, რათა ჩვენი ქვეყანა გახდეს თურქული ჭარბი კაპიტალისა და ინვესტიციების მოზიდვის ცენტრი. იგივე შეიძლება ითქვას, მაგალითად, შუა აზიასა და სხვა ქვეყნებზე, სადაც ჩვენგან განსხვავებით, არის ნავთობი და გაზი. თუმცა ჩვენ ის გვაქვს, რაც მათ არ აქვთ - ჩვენთან არ არის კორუფცია, არ არის ბიუროკრატია, მთავრობის მხრიდან არ შეინიშნება სხვადასხვა მსგავსი გადაჭარბებული ძალადობრივი მოქმედებები, ე.ი. ჩვენი მხრივ, ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ გავხდეთ ამ რეგიონის ცენტრი, - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, საბოლო ჯამში, ყველა ამ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე კარგად გამოიყურება, რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც არის ტურიზმი, ბუნება, სილამაზე, ყველაფერი განსაკუთრებული, რითაც უნდა ვიამაყოთ.





ავტორი: 


კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი