მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2011-05-14
"ბეთქილი" გიორგი ბარამიძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

სვანების პატრიოტთა გაერთიანება "ბეთქილის" წევრები საქართველოს ხელისუფლებას ბოლო დროს სვანების მიმართ "უსამართლო, ღირსების შემლახავი მოქმედებების" გამო აკრიტიკებენ და არსებული დამოკიდებულების შეცვლას ითხოვენ. ამის შესახებ ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ "ჯაზუში" სვანების მიერ გამართულ შეკრებაზე გაერთიანების წევრმა როლანდ ნიჟარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედებები სვანების მიმართ ყოველგვარ ზღვარს სცილდება.
- ჩვენ, სვანებმა, ხმა არ ამოვიღეთ თავის დროზე ამ ხელისუფლების უმსგავსო, ღირსების შემლახველ მოქმედებებზე სვანეთში. მიმაჩნია, დღეს დადგა დრო, რომ წინ აღვუდგეთ სააკაშვილის ხელისუფლების ცინიზმს. პირველ რიგში, მოვითხოვთ, აფრასიძეების სპეცოპერაციისთვის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგეს და გასამართლდეს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე ამ ოჯახის უსაფუძვლოდ დაწიოკებისთვის. მათ მამაპაპისეული საფლავიდან მიცვალებულთა ძვლები ამოგვიყარეს და წაგვიბილწეს, - განაცხადა ნიჟარაძემ.
მისი თქმით, სვანეთში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ასევე ხელისუფლების მიერ ტყეებისა და სათემო მიწების უცხოელებისთვის მიყიდვაა. ასეთი რამ სვანეთში არასოდეს მომხდარა.
ნიჟარაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, ქართველი ძალოვანების მიერ ჩაკეტილი ჭუბერის ხეობა გახსნან და დალის ხეობაში შეუშვან დევნილები. მისი ინფორმაციით, აფხაზები ამ ინიციატივის წინააღმდეგი არ არიან, მხოლოდ ქართული მხარე აყოვნებს ამ გადაწყვეტილებას.
სვანთა გაერთიანების წევრები პრეზიდენტ სააკაშვილს არსებული პრობლემების მოგვარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან.
როლანდ ნიჟარაძე გაერთიანების წევრებთან ერთად ოპოზიციის მაისის აქციებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ამ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებში სვანებიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას.






ავტორი: 


კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი