მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2011-05-14
რა მოხდება 26 მაისს ? ოპოზიციას შეიარაღებული დაპირისპირება არ აწყობს

ინტერვიუ ექსპერტ კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძესთან

- ბატონო მამუკა, მაისის დადგომასთან ერთად გააქტიურდა ოპოზიციაც, ემზადებიან აქციებისთვის, თუმცა მათ ერთად დადგომა და შეთანხმება ვერ მოახერხეს. ურთიერთობა ქართულ პარტიასა და სახალხო კრებას შორის დღითიდღე იძაბება, როგორია თქვენი, როგორც ექსპერტის შეფასებები?
- რა შემიძლია გითხრათ, პრინციპში, ერთი შეხედვით არაჯანსაღი სიტუაციაა, როდესაც ერთი ამოცანის და ერთი პათოსის მატარებელი ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთთან დაპირისპირებულია და ცდილობს, რომ ცალ-ცალკე მიაღწიოს ერთსა და იმავე მიზანს. რასაკვირველია, ეს ხალხში იწვევს დეზორგანიზებას და გარკვეულად საზოგადოების დაპირისპირებასაც, გააჩნია ვინ რომლის მხარეზეა. თუ ჩვენ ვივარაუდებთ, ვის რა შანსები აქვს ამ ორი პოლიტიკური ძალიდან, შეიძლება ითქვას, რომ არც ერთს განსაკუთრებული შანსი არა აქვს. მე ვგულისხმობ საბოლოო მიზნის მიღწევას. მიუხედავად იმისა, რომ რაც არ უნდა გათვლილი ჰქონდეთ თავიანთი ქმედებები, მე ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლების კონტრღონისძიებების ანალიზი ზუსტად ჰქონდეთ გაკეთებული და ეტაპობრივი სამუშაო შესრულებული, ჯერ ერთი ეტაპის გადალახვა, მერე მეორე და ა. შ. ამათ გეგმა კი აქვთ შედგენილი, მაგრამ ეს ავტონომიური გეგმაა, მხოლოდ თავის მოქმედებებს ითვალისწინებს და არა ხელისუფლების კონტრღონისძიებებს. ერთადერთი, შეიძლება რაც არის გათვალისწინებული, ეს არის ის, რომ ხელისუფლების ძალის გამოყენების შემთხვევაში რა უნდა დაუპირისპირონ მათ. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ბუნებრივია, მე არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ შთაბეჭდილება ასეთი მრჩება. თუმცა, მიუხედავად ამისა, რომ მათ ცალ-ცალკე მიაღწიონ მნიშვნელოვან წარმატებას, ამის შანსი ძალიან დაბალია.
- ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს და დაარბევს აქციებსო, თქვენი აზრით, რითი უპასუხებს ამას ან ერთი ან მეორე ძალა?
- მე ვერ გეტყვით, რითი უპასუხებს, ყოველ შემთხვევაში, ისე როგორც 7 ნოემბერს მოხდა, რომ აბსოლუტურად დეზორგანიზებული აღმოჩნდა სამშვიდობო დემონსტრაცია წინააღმდეგობის გაწევისათვის, ასეთი რამ, ეტყობა, აღარ იქნება. ეს შეფიცულთა ინსტიტუტის შექმნა, წარსულის გამოცდილება, მეტყველებს იმაზე, რომ ესენი მზად არიან კონტრღონისძიებისათვის. მე არა მაქვს ინფორმაცია და ვერ ვხედავ, აქვთ თუ არა იარაღი, რომელიმე ამ პოლიტიკურ ჯგუფს, მაგრამ რაც არ უნდა იარაღი ჰქონდეს, პრინციპში, იარაღით დაპირისპირება ხელისუფლებასთან აბსოლუტურად წამგებიანია და ამაზე არც არავინ არ წავა. თუმცა არსებობს სხვა მეთოდები. ჩვენ ვიცით, ცნობილი რუსული გამოთქმა არსებობდა რუსეთში სოციალ-დემოკრატიის ზეობის პერიოდში, ვგულისხმობ მე-20 საუკუნის დასაწყისს - პროლეტარიისთვის იარაღი, ეს არის ქვაფენილის ქვა. ასე რომ, შეიძლება აი ამ ქვაფენილის ქვის დონეზე არიან მომზადებულები, მე ვერ გეტყვით, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, განწყობა ასეთი ჩანს. ვიმეორებ, ამ ყველაფერს არა აქვს მნიშვნელობა, რადგან შანსი ცალ-ცალკე ღონისძიებების ჩატარების შედეგად წარმატების მიღწევის არის დაბალი. ჯერ ერთი, უზარმაზარი ენერგია იხარჯება ერთმანეთის განქიქებასა და ერთმანეთთან დაპირისპირებაში.
- საზოგადოებაც დაბნეულია...
- რასაკვირველია, საზოგადოება დაბნეულიც არის და გახლეჩილიც, მაგრამ გარკვეული პოლარიზება, გარკვეული არჩევანის გაკეთება საზოგადოების ნაწილში მაინც მოხდა. ანუ საზოგადოების ერთი ნაწილი უჭერს ამას მხარს, მეორე ნაწილი მეორეს უჭერს მხარს. არსებობს მესამე და მეოთხე ნაწილებიც, ეს კიდევ ცალკე საკითხია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ საზოგადოება ძალიან დაყოფილია. პრინციპში, რომ ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველას ჰყავს თავისი აქტივი, 10-20 ათასი კაცის აქტივის შემოკრება ორივე პოლიტიკურმა ძალამ მოახერხა და 10-20 ათასი კაცი არ არის პატარა ძალა პატარა საქართველოსთვის. ახლა რამდენად იდეურად არიან ეს ადამიანები ორიენტირებული კონკრეტული ძალის ლიდერებზე, ეს ცალკე სალაპარაკო თემაა და ვერ გეტყვით. შეიძლება აქ მენკანტილური დაინტერესებაც იყოს, შეიძლება პირადი, ნათესაურ-ახლობლური კავშირებიც იყოს, მაგრამ ასეთი კავშირებიც, ბუნებრივია, იქნება. რასაკვირველია, იქნება იდეური განწყობაც, იდეური ანტაგონიზმიც ხელისუფლების მიმართ და ამის გამო გაერთიანება კონკრეტულ ძალაში.
- ფაქტია, რომ უფრო ეფექტური იქნებოდა ამ ძალების ერთად დადგომა...
- მეც სწორედ მანდ მივდივარ. მე ჩემი საუბარი დავიწყე იმით, რომ ზედაპირულად ასეთი სურათია. ამ სურათის მიღმა არ გამოვრიცხავ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს. საერთოდ მოვლენების განვითარება ხშირ შემთხვევაში ექვემდებარება გარკვეულ კანონზომიერებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ალოგიკურობის შთაბეჭდილებას ტოვებს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ ორი ძალის დაპირისპირება ხელისუფლებასთან, ერთმანეთთან, დაძაბული ვითარების შექმნა, ამ ძალების შეჯახებამ ხელისუფლებასთან გზა გაუთავისუფლოს სხვა პოლიტიკურ ძალას. ეს მნიშვნელოვანი დეტალია და მინდა ამას ყურადღება მიექცეს, იმიტომ, რომ ასეთი რამ სხვაგანაც მომხდარა. მე შემიძლია უამრავი მაგალითი მოვიყვანო სხვა ქვეყნების პოლიტიკური ცხოვრებიდან და ისტორიული წარსულიდან. გარდა ამისა, არსებობს ასეთი ძალიან სხარტი გამონათქვამი რევოლუციასთან დაკავშირებით - რევოლუციას იგონებენ გენიოსები, ახორციელებენ ავანტიურისტები და სარგებლობენ ნაძირალები. ახლა ის მომენტი გვაქვს, რომ შეიძლება ეს რევოლუცია მოიგონეს მართლა "გმირებმა", მაგრამ განხორციელება შეიძლება მოხდეს სხვისი ხელით, როცა ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი თუ სამი ძალა დაიღლება ან რესურს ამოწურავს. არ არის გამორიცხული, რომ ასე მოხდეს. აი ამ კონტექსტში გარკვეული უპირატესობა შეიძლება აღმოაჩნდეთ რვიანში გაერთიანებულ პარტიებს, რომელთაც, როგორც ჩანს, დასავლეთის მაღალი ხარისხის მხარდაჭერა აქვთ.
- რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებს, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ამას საზოგადოებაში. თქვენ რა შეფასებას მისცემდით მას?
- რასაკვირველია, მოვისმინე და მის ფორმას მკვეთრად უარყოფითად ვაფასებ. იმიტომ, რომ აქ ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და წესი. საქმე ისაა, რომ გარკვეული გაღიზიანება ქართველ საზოგადოებაში დასავლეთის ზოგ შემთხვევაში გაუგებარი ქმედებების მიმართ არსებობს და ეს ფაქტია. თუმცა საქართველოში ცვლილებების ერთადერთი მხარდამჭერი შეიძლება მაინც დასავლეთი იყოს. ამიტომ დასავლეთის მიმართ ასეთი აგრესიული პოზიციის დემონსტრირება და თან ასეთი ფორმით, აბსოლუტურად მიუღებელია. რასაკვირველია, შეიძლება კრიტიკული იყოს, შეიძლება შეეცადო, რომ დასავლურ სამყაროს თვალი აუხილო მის საკუთარ შეცდომებზე. აუხილო თვალი, რომ კონიუნქტურული მოსაზრებებიდან გამომდინარე ისინი ცდილობენ თვალი დახუჭონ იმ ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია შექმნილი, თუნდაც ადამიანის უფლებების დაცვისა და სასამართლო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ სტაბილური მდგომარეობა და სამოკავშირო ურთიერთობა საქართველოსთან მიმართებაში და ამიტომ თვალს ხუჭავენ რიგ დარღვევებზე. უნდა ვთქვათ, რომ ასეც არის. თუმცა ეს ქართველ საზოგადოებაში აღიქმება სხვანაირად. მათ შორის ამის ნათელი მაგალითია ის, რაც არაბულ სამყაროში მოხდა და დღემდე ხდება. იმიტომ, რომ როდესაც მათ თავის რეჟიმს ბრძოლა დაუწყეს, არანაირი კონტაქტი დასავლეთთან არ უნდოდათ. გამონაკლისი იყო ლიბია. იმიტომ, რომ მათი რეჟიმების ხანგრძლივი ყოფნა სახელმწიფოს სათავეში ზუსტად რომ დასავლეთის ბრალი იყო. ანალოგიური სიტუაციაა საქართველოში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოქრუაშვილს თვითონ პიროვნულად არ ჰქონდა ასეთი აგრესიის დემონსტრირების უფლება და თან ასეთი ფორმით. იმიტომ, რომ ვთქვათ, ოქრუაშვილის პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ასეთ სიტუაციაში ისევ დასავლეთს უნდა მიადგნენ და თავისი ლეგიტიმურობა ისევ დასავლეთის მეშვეობით უნდა გაამყარონ.
- დღეს როდესაც დასავლეთი და კერძოდ, ამერიკის ადმინისტრაცია აშკარად ოპოზიციის მხარესაა, სწორედ ამიტომაა გასაკვირი ოქრუაშვილის განცხადებები და მას რუსული ინტერესების გატარებაში დასდეს ბრალი...
- გეთანხმებით. ამას იმ წუთში მიაკერეს იარლიყი, რომ ოქრუაშვილი რუსეთისკენ იყურება, რუსეთის გულის მოგებას ცდილობს და ამიტომ გააკეთა ასეთი განცხადება. არა მგონია, რომ ეს ასე იყოს. მე მაქვს ჩემი საინფორმაციო წყარო რუსეთში და ვინმე რომ სერიოზულად განიხილავდეს ოქრუაშვილს, როგორც ალტერნატივას დღევანდელი რეჟიმისა, ასეთი რამ არ არის. ნამდვილად არ არის. მე ვფიქრობ, რომ ოქრუაშვილი შეეცადა გამოეხატა საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილის განწყობა დასავლეთის პასიურობის მიმართ და ამიტომ გააკეთა ასეთი ტიპის განცხადება, მას ამ ხალხის გულის მოგება უნდოდა. ოქრუაშვილი მოცილებულია ქართულ სამყაროს. ახლა ტელეფონში მოყოლილი ამბებითა და ინტერნეტით მიღებული ინფორმაციით და პირადი შეხვედრებით მიღებული ამბებით დასკვნის გაკეთება ცოტა ძნელია. თუ კარგად არ მოიხარშე, ასე ვთქვათ სიტუაციურ სუპში, ძალიან რთულია სერიოზული დასკვნების გაკეთება პოლიტიკოსისათვის და ოქრუაშვილმაც ეს შეცდომა დაუშვა.
- ბატონო მამუკა, თქვენ საუბრისას ოპოზიციური რვიანი ახსენეთ, ითქვა, რომ ამ ეტაპზე შეწყვეტილია კონსულტაციები ხელისუფლებასთან. მარცხი განიცადა მოლაპარაკების ამ ფორმატმა, რას უნდა ველოდო უახლოეს პერიოდში?
- მე არ ვიცი ამ სიტუაციაში მარცხი რვიანმა განიცადა თუ ხელისუფლებამ, რადგან ამერიკის ადმინისტრაციის და დასავლეთის პოზიცია არის ცალსახა. მე ჩემს თავს უფლებას მივცემ, უფრო მეტის მცოდნედ გავასაღო თავი, ვიდრე ჩვეულებრივმა რიგითმა ადამიანებმა. ქეიდენაუ ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას შეხვედროდა და მისი მთავარი თხოვნა ზუსტად ეს იყო, რომ რვიანს ეს პროცესი არ შეეწყვიტა და არჩევნებისკენ ამ ფორმით სვლაზე უარი არ ეთქვა. იმიტომ, რომ ეს ყველაზე მომგებიანია მთლიანად დასავლეთისთვის. დასავლეთმა რომ შეცვალა გეგმები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ეს ძალიან მარტივი მაგალითითაც შემიძლია დაგიდასტუროთ. მაგალითად, ორი დღის წინ იყო ევროპის დღე, დიდ მიღებას მართავდა ევროკავშირის ელჩი. საქართველოს ხელისუფლებიდან ამ მიღებაზე არც ერთი პირველი პირი არ ყოფილა, სამინისტროების არც ერთი პირველი პირი არ ყოფილა. შეხვედრა იყო ვიცე-სპიკერისა და რამდენიმე მინისტრის მოადგილის დონეზე. სხვათა შორის, დასავლელი დიპლომატები ქილიკობდნენ, რომ გაგვებუტა საქართველოს ხელისუფლებაო. დემონსტრაციულად არ მივიდნენ ამ ევროპის დღესთან დაკავშირებულ მიღებაზე. მე მახსოვს, წინა შეხვედრებს თითქმის ყველა მათგანი ესწრებოდა. პრინციპში, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა სიტყვიერად თქვა, ის გააკეთა ხელისუფლებამ მოქმედებით. ხელისუფლების მიერ გადადგმული ასეთი ტიპის ნაბიჯი ბევრად უფრო წონიანია, ვიდრე ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, მით უმეტეს, რომ სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი ყველანაირად ცდილობდნენ მთელი დღის განმავლობაში, რომ ოქრუაშვილის ნათქვამი შეელამაზებინათ. თვითონაც მიხვდნენ, რომ ოქრუაშვილის ეს ნათქვამი არ იყო სერიოზული. ვიმეორებ, შინაარსის თვალსაზრისით ასეთი რამ გასაგებია, მაგრამ ფორმის თვალსაზრისით, აბსოლუტურად მიუღებელი. ფორმის თვალსაზრისით ასევე აბსოლუტურად მიუღებელი იყო ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლების დემარში, რომ არ მივიდნენ ევროპის დღის ღონისძიებაზე.
- ცნობილია, რომ ხელისუფლება 26 მაისს სერიოზული აღლუმისთვის ემზადება, უნდა ვივარაუდოთ, რომ 26 მაისს ოპოზიცია ქუჩაში იქნება. რას უნდა ველოდოთ, წავა რომელიმე მხარე დათმობაზე თუ შეიძლება რამე ცუდი პროცესები განვითარდეს?
- საქმე ის არის, რომ ახლა ვართ ცაიტნოტურ მდგომარეობაში. ახლა ხელისუფლების ხელშია ძალიან ბევრი რამ. თუ მან მოახერხა თავის თავში ამ სიჯიუტის გადალახვა და დათმობებზე წასვლა, მაშინ სიტუაცია ბევრად უფრო პროგნოზირებადი გახდება. ხელისუფლების ზოგიერთ მაღალჩინოსანს ეტყობა ეშინია, რომ თუ დათმო მან რაღაც რვიანთან, მერე სხვა დათმობებზე მოუწევს წასვლა. ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი, რომელსაც კომპრომისული ურთიერთობები ჰქვია ოპოზიციასთან. მე არ მესმის, რატომ შეიძლება ქვეყანა ისეთ ზღვარზე მიიყვანო, რომ დაპირისპირება მოხდეს და თუნდაც ერთი წვეთი სისხლი დაიღვაროს, როცა შეგიძლია გადადგა ეს ნაბიჯები და გარკვეულ დათმობებზე წახვიდე არა მარტო ოპოზიციასთან, არამედ საზოგადოებასთან. საზოგადოების მოთხოვნაა ეს. ახლა რომ გითხრათ, საზოგადოების ნაწილი ზის და დღე და ღამე ფიქრობს, სამართლიანი არჩევნები ჩაგვატარებინეთო, ეს ტყუილია, მაგრამ საზოგადოების გადამწყვეტი ნაწილი ზის და დღე და ღამე ფიქრობს სამართლიანობაზე. საქართველოს საზოგადოებისათვის სიტყვა "სამართლიანობა" გახდა იდეა ფიქსი ყველა სფეროში, არამარტო ადამიანის უფლებების სფეროში, ეკონომიკურ სფეროში, სოციალურ სფეროში, საზოგადოებრივ ცხოვრების სფეროში. სამართლიანობა არის მათთვის მთავარი. ეს სამართლიანობის დეფიციტი განაპირობებს საზოგადოების გაღიზიანების ძალიან მაღალ ხარისხს. ის ადამიანებიც კი, ვინც პირში ეპირფერებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისინიც კი სულ სხვანაირად ლაპარაკობენ და ფიქრობენ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი არ ეგულებათ გვერდით. ხელისუფლება თავისი შეცდომებით ქმნის პირფერობისა და თვალთმაქცობის განწყობას ქვეყანაში და ასეთი ტიპის საზოგადოება სახელმწიფოს ვერასოდეს ვერ ააშენებს. საზოგადოების ერთი ნაწილი მუდმივად ორიენტირებულია ტყუილზე და ვერ ააშენებს სახელმწიფოს.
- ფიქრობთ, რომ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რა მოხდება 26 მაისს?
- ძალიან ბევრი რამეა ახლა ხელისუფლებაზე დამოკიდებული. თუ ხელისუფლებამ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები უკან, სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ ეს ის ნაბიჯები იქნება, როცა გადადგამ ორ-სამ ნაბიჯს უკან და ხუთი ნაბიჯით წინ იქნები. ასე ჯიუტად რომ არის ერთ ადგილას, ერთი ადგილის ტკეპნა შედეგს არ მოიტანს.









ავტორი:  ნონა ცაბაძე


კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი