მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2011-05-14
დიდი მოქეიფე არა ვარ: რა ასაკიდან აქვს ირაკლი ქავთარაძეს ლოყაზე შრამი

პარლამენტის წევრი ირაკლი ქავთარაძე მხიარულად იხსენებს კიკეთში ბორცვიდან გადავარდნის ამბავს, რომელიც მშვიდობიანად დასრულდა. ირაკლი ქავთარაძე ამბობს, რომ ზომიერად ცელქი ბავშვი იყო. გაკვეთილიდან მასწავლებელს არასდროს გაუგდია და არც ორიანი არ მიუღია.

ირაკლი ქავთარაძეს 3 წლის ასაკში ჩამსხვრეული მინა მოხვდა, ლოყა გაეჭრა, რის გამოც სახეზე შრამი დღემდე ემჩნევა.
რატომ ეძახდნენ ბავშვობაში პიკასოს? როგორი მოცურავეა და უწერდა თუ არა ბავშვებს ორიანებს?
"ახალი თაობა" ირაკლი ქავთარაძეს ესაუბრა:
- ქავთარაძეები საიდან ხართ?
- უშუალოდ ჩემი შტო გურიიდან არის, თუმცა, ვიცი, რომ ქავთარაძეები მთიულეთში ცხოვრობენ. ალბათ, თავის დროზე იქიდან არიან წასული დანარჩენ საქართველოში.
- დიდი გვარი ხართ?
- კი.
- საგვარეულო შეკრებები გაქვთ?
- კი. ჩემი დაძაბული გრაფიკიდან გამომდინარე ამ შეკრებას მხოლოდ ერთხელ დავესწარი.
- როდის?
- ერთი წლის წინ.
- სხვადასხვა კუთხიდან წამოსული ქავთარაძეები იყავით თუ მარტო გურულები?
- ყველა კუთხიდან იყვნენ.
- გურულები ხომ არ ჩაგრავდით დანარჩენ ქავთარაძეებს?
- არა. ყველა თავის სიმაღლეზე იდგა და ყველა ამაყობდა, რომ ქავთარაძე იყო.
- გურულებისთვის დამახასიათებელი თვისებები გაქვთ?
- ალბათ, კი.
- ფიცხი ხართ?
- გააჩნია რა შემთხვევაში. თუმცა, რაც ასაკში შევედი, ეს სიფიცხე ქრება. ყმაწვილობაში უფრო ფიცხი ვიყავი, რაც დავოჯახდი, შვილები შემეძინა, მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.
- სამსახურში თანამშრომლებს ხშირად უყვირით?
- ეს ჩემს თანამშრომლებს უნდა ჰკითხოთ, არა მგონია, ჩემმა თანამშრომლებმა ამაში დამადანაშაულონ. არავის არ ვუყვირი.
- გურულებისთვის დამახასიათებელი კიდევ რა თვისებები გაქვთ?
- ამბობენ, რომ გურულები ფიცხები არიან, თუმცა, ბოლომდე მართალი არ არის. მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ ჰგონიათ ყველაფერი იციან, ყველა თემაზე შეუძლიათ საუბარი, დაწყებული გლობალური პოლიტიკიდან, დამთავრებული მეზობლებს შორის ურთიერთობით. ყველა თემას საკმაოდ ფართო ჭრილში განიხილავენ გურულები.
- თქვენც ასეთი ხართ?
- მე ნამდვილად არა მაქვს ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი ვიცი, თუმცა, ვცდილობ, ყველაფერი ვიცოდე. ვცდილობ, ყველაფერზე ჩემი ჩამოყალიბებული აზრი მქონდეს.
- სკოლა სად დაამთავრეთ?
- თბილისში.
- როგორი ბავშვი იყავით?
- როგორც ყველა ბავშვი, ცელქი ვიყავი, თუმცა, ზომიერად ცელქი ვიყავი.
- მასწავლებელს კლასიდან გაუგდიხართ?
- არა.
- არც ხმაურის გამო?
- მასწავლებელს კლასიდან არასოდეს არ გავუგდივარ.
- "შატალოზე" სად დადიოდით?
- ზამთრის პერიოდში, თოვლი რომ მოვიდოდა, კლასი მთაწმინდაზე მივდიოდით, გაზაფხულზე - ვერის პარკში. ისე, მაინცდამაინც "შატალოს" მოყვარულები არ ვიყავით.
- რომელი საგანი არ გიყვარდათ?
- ქიმია.
- ქიმიაში ორიანი მიგიღიათ?
- არ მიმიღია. ორიანი არც ერთ საგანში არ მიმიღია. ქიმიას ვსწავლობდი, მაგრამ მაინცდამაინც არ მსიამოვნებდა. მათემატიკა, გეოგრაფია ძალიან მიყვარდა. ყოველთვის წარმატებულ მოსწავლედ ვითვლებოდი.
- ბავშვობის ტრავმები რა გაქვთ? ხელი-ფეხი მოტეხილი გაქვთ?
- ბავშვობის ტრავმას სახეზე შემატყობთ, ლოყაზე შრამი მაქვს.
- ეს ბავშვობის ტრავმაა?
- კი. სამი წლის ვიყავი, კართან ვთამაშობდი, მეზობელი შემოვიდა, ორპირი ქარი იყო, კარი მოჯახუნდა, მინის ჩატეხილი ნაწილი ლოყაზე მომხვდა და ჭრილობა მომაყენა. ამაზე მშობლებმა ძალიან ინერვიულეს.
- სამედიცინო ჩარევა დაგჭირდათ?
- კი. თავიდან ბოლომდე არ მახსოვს ყველაფერი, პატარ-პატარა ეპიზოდები მახოვს. ერთი ეპიზოდი მახსოვს, როდესაც მამამ ამიყვანა ხელში, მერე მახსოვს საოპერაციო მაგიდა, დანარჩენი ეპიზოდები არ მახსოვს. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან პატარა ვიყავი.
- შრამის გარდა, ბავშვობის სხვა ტრავმა გაქვთ?
- ერთხელ, მახსოვს, კლდიდან გადავვარდი.
- რომელი კლდიდან?
- უფრო სწორად, კლდე კი არა, ბორცვი იყო.
- რამდენი წლის იყავით?
- 7-8 წლის. კიკეთში ვისვენებდით, მთა-გორიანი ადგილია და ბავშვებმა გადავწყვიტეთ, არცთუ ისე დიდი ბორცვი დაგველაშქრა და მოკლე გზით ავსულიყავით. ჩვეულებრივი, ნორმალური ბილიკი მიდიოდა, მაგრამ რატომღაც გადავწყვიტეთ მოკლე გზით დაგვეპყრო მთა. ფეხი დამიცურდა, ნეკნი დავარტყი, სუნთქვა შემეკრა. მწარედ მახსოვს ეს ამბავი.
- ნეკნი გაგიტყდათ?
- არა, გატეხილი არ მქონია.
- ხიფათიანი ბავშვი ყოფილხართ?
- ბავშვობაში ხიფათი არ მაკლდა, პატარ-პატარა რაღაცეები იყო, რომელიც შემდეგ აღარ გამახსოვრდება.
- ზედმეტი სახელი გქონდათ?
- ბავშვობაში პიკასოს მეძახდნენ.
- რატომ, კარგად ხატავდით?
- არა, ხატვა არ მიყვარდა.
- მაშ რატომ შეგარქვეს ეს სახელი?
- მეგობრის მამამ დამიძახა პიკასო. ბავშვები ეზოში ვთამაშობდით და რატომღაც პიკასო დამიძახა, რატომ მიმამსგავსა პიკასოს, არ ვიცი. მერე აიტაცეს ეს სახელი და რაღაც პერიოდის განმავლობაში მეძახდნენ.
- ახლაც ხომ გაქვთ ზედმეტი სახელი?
- კი.
- ტონის რატომ გეძახიან?
- სიმართლე გითხრათ, ესეც უცბად მოხდა, რადგან შრამი მაქვს სახეზე, ამის გამო დამიძახეს ტონი, ეტყობა, ცნობილი ფილმის გავლენით.
- ტონის ბევრი გეძახით თუ მარტო მეგობრები?
- მარტო მეგობრები.
- ბევრს ეგონა, რომ სახეზე შრამი ჩხუბის გამო გქონდათ, არადა, ბავშვობის შრამი ყოფილა...
- სამი წლის ბავშვი ნამდვილად ვერ ვიჩხუბებდი, ბავშვობის შრამია. სხვათა შორის, ბეწვზე გადავრჩი, რომ თვალი არ დავკარგე. თვალს ძალიან პატარა მანძილით იყო აცდენილი. ბავშვობაში გადაღებულ ფოტოებზე სახეზე წინიდან ჩანს შრამი, ასაკის მომატებასთან ერთად შრამმა გვერდზე "გადაიწია".
- სპორტის რომელიმე სახეობით იყავით დაკავებული?
- ცურვით. ცურვაზე 10 წელი დავდიოდი.
- კარგი მოცურავე ხართ?
- საკმაოდ. კარგი რეზულტატიც მქონდა.
- რა წარმატებები გქონდათ?
- პატარა ტურნირებში ვმონაწილეობდი და კარგი შედეგი მქონდა. როდესაც ვცურავდი, მასწავლებელი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ კარგი შედეგი მქონდა. სამწუხაროდ, ცურვას ვერ გავყევი.
- რატომ დაანებეთ თავი?
- სკოლის გამო. აბიტურიენტი ვიყავი და თავიდან ბოლომდე სწავლაზე ვიყავი გადართული, პედაგოგებთან ვემზადებოდი, დრო აღარ მყოფნიდა.
- ცურვას რომ გაყოლოდით, პროფესიონალი მოცურავე გახდებოდით?
- ალბათ. ძალიან მიყვარს სპორტის ეს სახელობა. თავისუფალ დროს ვცდილობ წავიდე და ვიცურაო, პირველ რიგში, ჯანმრთელობისთვის კარგია, წყალს ერთი კარგი თვისება აქვს, ამშვიდებს და დაძაბულობას ხსნის.
- ბავშვობაში თქვენ და თქვენი ძმა ხშირად ჩხუბობდით?
- არა. ჩემი ძმა 4 წლით უფროსია ჩემზე, თუ რაიმეზე ვკამათობდით, ჩემი მშობლები ყოველთვის მე მამართლებდნენ და ის დაჩაგრულ მდგომარეობაში გამოდიოდა. ამას ჩემი ძმა დღემდე იხსენებს. თითქოს მეც იგივე ინსტინქტი მაქვს, როდესაც ჩემი შვილები წაიჩხუბებენ, უფროსს მოვუწოდებ პატარას დაუთმოს.
- რა პროფესიის ხართ?
- გეოგრაფი ვარ, საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფია დავამთავრე.
- როგორი სტუდენტი იყავით?
- არასდროს არ მქონია ლექტორებთან დაძაბული ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ ცუდ პერიოდში მომიწია სწავლა, მიუხედავად არეულობისა, ლექტორები ცდილობდნენ დავეინტერესებინეთ და სათანადო ცოდნა მოეტანათ სტუდენტებთან.
- სტუდენტობის პერიოდში საქართველოს სხვადასხთვა კუთხეში გიწევდათ მოგზაურობა?
- რა თქმა უნდა. ჩემი ფაკულტეტი ისეთი იყო, რომ სხვადასხვა მხარეში გვიწევდა გასვლა. ასეთი საგანია ლანდშაფტთმცოდნეობა, სწავლის შემადგენელი ნაწილი იყო, მაგალითად, მარტყოფში გასვლა და თეთრი კლდეების მონახულება. ასევე ვიყავით დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში. ადგილობრივი ეკოსისტემა ძალიან საინტერესოა.
- კარავში გიწევდათ ცხოვრება?
- კი. ჩვენი პედაგოგების დამსახურებაა, რომ ჩვენში ნამდვილი გეოგრაფის სული გააღვივეს. სხვათა შორის, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დიპლომატიური კორპუსი სწორედ ამ ფაკულტეტდამთავრებულები არიან.
- ამ ფაკულტეტზე სწავლის დროს, სკოლაში, პრაქტიკაზე გეოგრაფიის გაკვეთილების ჩატარება გიწევდათ?
- კი. მეხუთე კურსზე ვიყავი, როდესაც დიღომში ერთ-ერთ სკოლაში პრაქტიკაზე გაგვიშვეს, ესეც სწავლის შემადგენელი ნაწილი იყო.
- მერე როგორი მასწავლებელი იყავით, მკაცრი?
- არა მგონია.
- ახალგაზრდა პრაქტიკანტი მასწავლებელი იყავით, გაკვეთილზე ბავშვები არ ცელქობდნენ?
- ხანდახან. მაშინ კარგი პერიოდი არ იყო, ბავშვებში სკოლის მიმართ გულაცრუებას ვგრძნობდი, თუმცა, გაკვეთილზე დასწრება იყო.
- ბავშვებს ორიანს უწერდით?
- არა. ჩვენ უბრალოდ საგანს ვუხსნიდით ბავშვებს, ნიშნებს არ ვუწერდით. შეფასებას მასწავლებელი აკეთებდა.
- რაც შეეხება თქვენს ოჯახს, რამდენი შვილი გყავთ და რა ასაკის?
- მყავს ორი შვილი: ლადო 4 წლის არის, ლიზა - 2-ის.
- ხასიათით ლადო უფრო გგავთ თუ ლიზა?
- ალბათ, უფრო ლიზა.
- თქვენი რა თვისებები აქვთ?
- ბავშვები ჩემს მშობლებთან ატარებენ დიდ დროს, დედაჩემი მეუბნება, რომ ლიზა ჩემს ბავშვობას აგონებს.
- რომელი უფრო ცელქია, ლადო თუ ლიზა?
- ლიზა უფრო ცელქია, ლადო შედარებით დინჯია.
- ლადომ იცის, მამა სად მუშაობს?
- როდესაც რუსთაველის გამზირზე გვიწევს მანქანით გავლა, პარლამენტის დანახვაზე ლადო ამბობს, რომ ეს მამას სამსახურია. იმის აღქმა არა აქვს, პარლამენტი რას ნიშნავს, უბრალოდ იცის, რომ სამსახურია.
- ლადო ტელევიზორში პოლიტიკოსებს რომ ხედავს, იცნობს?
- კი, ძალიან ბევრ ჩემს მეგობარს ცნობს.
- სათამაშოების დამტვრევა რომელს უფრო უყვარს?
- მიუხედავად თავისი სიდინჯისა, ლადო სათამაშოების დამტვრევის ოსტატია. აინტერესებს შიგნით რა არის, რატომ მოძრაობს. ყველა ჭანჭიკი აინტერესებს. რაც უფრო ცნობიერება ეზრდება, უფრო მეტ შეკითხვას სვამს. ბუნებრივია, ეს ბავშვური ცნობიერების გაზრდაა.
- ზღაპრების მოყოლას რომელი უფრო ითხოვს?
- ლადო.
- რომელი ზღაპარი უყვარს?
- კომბლე. კომბლეს გმირი ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ძირითადად ჩემი მეუღლე აძინებს და ის უყვება ზღაპრებს, თუმცა, ერთი-ორჯერ მეც მომიწია ზღაპრის მოყოლა. ჩემგან რაღაც ახალს ითხოვს, აშკარად გამოგონილს.
- მერე თავს როგორ ართმევთ, ზღაპრებს იგონებთ?
- ფაქტია, რომ ნახევარ საათში ბავშვი ჩაძინებულია. ვცდილობ, რომ ზღაპარი მშვიდი იყოს, რათა ბავშვში ემოცია არ გამოიწვიოს და არ დაძაბოს.
- ბავშვები სად ითხოვენ წაყვანას?
- სხვათა შორის, ჩემგან განსხვავებით, ლადოს ძალიან უყვარს საბავშო ბაღში სიარული. კარგად ერთობა და როდესაც საბავშვო ბაღიდან გამოჰყავთ, აპროტესტებს, ცოტა ხანი კიდევ დამტოვეთო. ბევრი მეგობრები ჰყავს. საღამოს თუ დაძინებული არ არის, როდესაც მივდივარ, მიყვება ბაღში ვინ გააბრაზა, ვისთან იმეგობრა და ითამაშა.
- რაზე აბრაზებენ?
- სათამაშოს თუ ვერ გაიყოფენ ან წაართმევენ, ამაზე ბრაზდება. ყოველთვის ვეუბნები, რომ დამთმობი იყოს. ამ ბოლო დროს ლადო მეუბნება, რომ სათამაშო როდესაც წაართვეს, გაბრაზდა, მაგრამ მოითმინა და სამაგიერო არ გადაუხადა.
- ლიზა ახალ-ახალ თოჯინებს მოითხოვს თუ ჯერ არა?
- ლიზა ძირითადად ლადოს სათამაშოებით ერთობა, თუმცა, რამდენიმე თავისი თოჯინა აქვს. ლადოს დამტვრეული სათამაშოებითაც ერთობა. ხანდახან თოფსაც იღებს, თუმცა, ჩემი მეუღლე უხსნის, რომ გოგოა და თოჯინებით უნდა ითამაშოს. ლიზას უყვარს, როდესაც თოჯინებს აძინებს, მზრუნველობას იჩენს, განსაკუთრებით უყარს, როდესაც თავის პამპერსს თოჯინას უკეთებს. მართალია ლადო ჯერ 4 წლის არის, მაგრამ თუ ინტერესი გაუჩნდება, ჩოგბურთით მინდა დაკავდეს.
- მუსიკალური განათლება გაქვთ?
- არა. თუმცა, არის კარგი მუსიკა, რომელიც მსიამოვნებს და არის მუსიკა, რომელიც არ მსიამოვნებს.
- სიმღერას სუფრასთან რამდენიმე ჭიქის შემდეგ ვერ აჰყვებით?
- სამწუხაროდ, სმენა არა მაქვს და არ მინდა ვინმეს ჩემი სიმღერით დისკომფორტი შევუქმნა.
- რამდენიმე დეპუტატმა თქვა, რომ 5-7 ლიტრი ღვინის დალევა შეუძლია. თქვენ რამდენი ლიტრის დალევა შეგიძლიათ?
- არ ვიცი, ნამდვილად არ დამითვლია. მიყვარს ზომიერად დალევა.
- რომელ სასმელს ანიჭებთ უპირატესობას.
- კარგ ღვინოს.
- საქეიფოდ კახური ღვინო გირჩევნიათ?
- ნებისმიერი კარგი ღვინის დაჭაშნიკებაა კარგი.
- ღვინის დაყენება შეგიძლიათ?
- არა, არასდროს არ დამიყენებია. საკარმიდამო ნაკვეთი არ გვქონია, რომ ვენახი გაგვეშენებინა. თუმცა, თუ ღვინის დაყენების პროცესში მონაწილეობას მიიღებ, კარგია.
- განსხვავებული სასმისით დაგილევიათ?
- განსხვავებული ჭიქით დამილევია. დიდ მოქეიფე ადამიანად ვერ ჩავითვლები. მშვიდად, ლამაზად, მეგობრების წრეში მიყვარს დროის გატარება. ადამიანი სასმელს იმიტომ სვამს, რომ სიამოვნება მიიღოს და სხვასაც მიანიჭოს სიამოვნება.









ავტორი:  ნანა მიშელაშვილი


კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი