ახალი თაობა
2012-08-16
სასტუმრო "აფხაზეთიდან" გამოსახლებულმა დევნილებმა ლტოლვილთა მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს
სასტუმრო "აფხაზეთიდან" გამოსახლებულმა დევნილებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან დალი ხომერიკთან შეხვედრის მოთხოვნით აქცია გამართეს.
დევნილებმა მინისტრთან შეხვედრა ვერ მოახერხეს, რადგან სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ხომერიკი ამჟამად შეხვედრებს რეგიონებში მართავს. აქციის მონაწილეები მის მოადგილეს გიორგი ჟღენტს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრიდან შემდეგ დევნილებმა "ნიუსპრესს" განუცხადეს, შეხვედრაზე ლტოლვილთა სამინისტროს იურისტი ირაკლი პატრიაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც დევნილებს განუცხადა, რომ მათ საცხოვრებელი ფართები არ ეკუთვნით.
"პეტრიაშვილმა პირდაპირ განგვიცხადა, რომ იურიდიულად საცხოვრებელი ფართები არ გვეკუთვნის, რადგან კომპენსაციის მიღებას ხელი მოვაწერეთ. შეხვედრაზე გაირკვა, რომ საცხოვრებელი ფართები თბილისში ალექსეევკის დასახლებაში გვეკუთვნოდა. ამის შესახებ კი გამოსახლების დროს ჩვენთვის არავის უთქვამს" - განაცხადეს დევნილებმა.
მათივე თქმით, სასტუმრო "აფხაზეთიდან" გამოსახლების დროს რუსთავში არ არსებულ ფართებს სთავაზობდნენ, თბილისში გამოყოფილი ფართის შესახებ კი, სამინისტროს წარმომადგენლებს არაფერი უცნობებიათ.
"შეხვედრაზე იურისტმა გვითხრა, რომ ალექსეევკის დასახლებაში დევნილებისთვის 3 კორპუსის გამოყოფის შესახებ დოკუმენტაციაც არსებობს, რომლის გამოთხოვაც განცხადების საფუძველზეც შეგვიძლია" - აღნიშნეს დევნილებმა. მინისტრის მოადგილე დევნილებს დაჰპირდა, რომ შეისწავლიან იმ მოქალაქეების საქმეს, რომლებმაც კომპენსაციის მიღებაზე უარი განაცხადეს და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
სასტუმრო "აფხაზეთიდან" გასული წლის აგვისტოში გამოსახლებულმა დევნილებმა საცხოვრებელი ფართების მოთხოვნით აქცია გამართეს. აქცია ვაჟა ფშაველას გამზირზე - იმ ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც სასტუმრო მდებარეობდა. შემდეგ კი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან გადაინაცვლეს.
ნიუსპრესი

კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გაზეთები