მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-16
ომბუდსმენი პროკურორ: გენადი ბაღდასაროვის წინააღმდეგ სამართალწარმოების დაწყებას ითხოვს
სახალხო დამცველმა მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსს პროკურორ გენადი ბაღდასაროვის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების წინადადებით მიმართა.
როგორც "ნიუსპრესს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, 2012 წლის 31 მაისს სახალხო დამცველს ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილის ადვოკატებმა განცხადებით მიმართეს, საიდანაც განცხადებიდან ირკვევა, რომ თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, გამოძიების საპროკურორო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გენადი ბაღდასაროვისა და გამომძიებელ ილია ყუფუნიას წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილის მიმართ.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროკურორო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გენადი ბაღდასაროვის მიერ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილის დაცვის უფლების დარღვევას.
სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ 2012 წლის 4 აპრილს დაახლოებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში გამოცხადდა გამომძიებელი ილია ყუფუნია, რომელიც აპირებდა ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილისთვის ბრალის წაყენებას.
ბრალდებულმა ადვოკატის დახმარება მოითხოვა, რათა უკეთ გარკვეულიყო შექმნილ ვითარებაში. გამომძიებელმა ბრალდებულის კანონიერი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ის დაუკავშირდა საპროცესო ხელმძღვანელს, პროკურორ გენადი ბაღდასაროვს და მას მიანდო მდგომარეობის გარკვევა. მოგვიანებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში მივიდა პროკურორი გენადი ბაღდასაროვი, რომელმაც ვახტანგ ძიძიშვილის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილების ხელმოწერაზე უარის მიზეზის დადგენა სცადა. ბრალდებულმა ისევ მოითხოვა ადვოკატის დახმარება, თუმცა, ამჯერადაც უშედეგოდ.
სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ თუ ბრალდებულს სურს ადვოკატის აყვანა და მისი მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმეში, ეს მისი კანონიერი უფლებაა და ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობის დროს ბრალდებულს არ მიეცა საშუალება მიეწვია ადვოკატი. შესაბამისად, დაირღვა "პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის მიხედვით, პროკურორი თავის საქმიანობას კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით უნდა ახორციელებდეს.

ნიუსპრესი









კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი