ახალი თაობა
2012-08-16
აფბა: "საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორში საპროცენტო განაკვეთები ევროპასთან შედარებით 7-ჯერ მაღალია"
საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) კვლევის თანახმად, საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორში საპროცენტო განაკვეთები ევროპის ქვეყნებთან შედარებით 7-ჯერ მაღალია.
შესაბამისი კვლევის პრეზენტაცია ორგანიზაციამ დღეს გამართა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მიკროსაფინანსო სექტორი სწრაფი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. კერძოდ, აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად აფბა ფინანსურ კრიზისსა და 2008 წლის ომს მიიჩნევს, რომლის შედეგადაც ბანკებმა კრედიტების გაცემა შეზღუდეს, ვინაიდან კლიენტების მიერ უკვე აღებული კრედიტების გადახდისუნარიანობა ეჭვქვეშ დადგა. ამასთან, კრედიტების დაუბრუნებლობის გამო, ბანკის კლიენტების დიდი ნაწილი ე.წ. "შავ სიაში" მოხვდა, რითაც დაკარგა ბანკთან შემდგომი ურთიერთობის საშუალება. შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურებაზე მოთხოვნა გაიზარდა.
"გარდა ამისა, ბანკების კლიენტებს ვალის დაფარვა ყოველთვიურად უწევთ, ვალის გადავადებასა თუ რესტრუქტურიზაციაზე ბანკები, ხშირ შემთხვევაში, უარს ამბობენ. ამიტომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უფრო აქტუალური და მოთხოვნადი გახდა" - განმარტავს ორგანიზაცია და დასძენს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შეთავაზება, რომელსაც მოსახლეობა ბანკის სესხის გადასაფარად მიმართავს, უფრო ხელმისაწვდომი, თუმცა, "ძვირი ფუფუნებაა", ვინაიდან მისი მიღება ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებშია ხელმისაწვდომი.
ამასთან, აფბას აზრით, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა, კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, მსუბუქად რეგულირდება და მათი პასუხისმგებლობის დონე და მარეგულირებელი ორგანოს მიმართ ვალდებულების ხარისხი გაცილებით დაბალია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მიკროსაფინანსოების პოპულარობა და შესაბამისად, შემოსავლები იზრდება. აფბას შესაბამისი სტატისტიკაც მოჰყავს, სადაც აღნიშნულია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანი აქტივები 2012 წლის პირველ კვარტალში, 2010 წლის დონესთან შედარებით, დაახლოებით, 200 მილიონი ლარით გაიზარდა და 474 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 180 %-იანი ზრდაა.
რაც შეეხება საკრედიტო პორტფელის მოცულობას, ოფიციალური სტატისტიკით, 2012 წლის I კვარტლის მდგომარეობით, ის 382 მილიონი ლარია, 2010 წელს კი - მთლიანი სესხების მოცულობა 180 მლნ ლარი იყო, ანუ 2 წელიწადში მთლიანი სესხები 212%-ით გაიზარდა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საკრედიტო პორტფელის ზრდა მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე ხდება.
აფბა-ს ინფორმაციით, დღეისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში შემდეგი საპროცენტო განაკვეთები ფიქსირდება - ბიზნეს სესხებზე - 31,9%, სამომხმარებლო სესხებზე - 28,9%, ავტო სესხებზე - 58,5%, იპოთეკურ სესხებზე - 34,8%, სალომბარდო სესხებზე - 40,1% და აგრო სესხებზე - 29,8%. საშუალო განაკვეთი კი - 37%-ს შეადგენს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ევროპაში საშუალო განაკვეთი 5%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, ევროპასთან შედარებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ სესხებზე განაკვეთი, დაახლოებით, 7-ჯერ მეტია.
ნიუსპრესი

კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გაზეთები