მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-16
ლევან ადეიშვილი: "სასამართლო რეფორმა უნდა გაგრძელდეს"
ინტერვიუ ანტიკრიზისული საბჭოს ექსპერტთან სამართლებრივ საკითხებში, ადვოკატ ლევან ადეიშვილთან

- რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მწვავდება პოლიტიკური დაპირისპირებები, რაც ფაქტიურად კომპრომატების და ურთიერთბრალდებებში გადაიზარდა. არჩევნებამდე კი თითქმის 45 დღეა, დარჩენილი, სადამდე შეიძლება, მივიდეთ?
- მე სინდისის გრძნობას ნამდვილად ვერ გავუღვიძებ ვინმეს, მითუმეტეს თუ არ აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა დავანებოთ თავი ერთმანეთთან, საკუთარ თავთან და საკუთარ სამშობლოსთან ომს და მიუხედავად ჩვენს შორის განსხვავებისა, ჩვენი ძალა ენერგია და ნიჭი, სხვადასხვა მხარეს კი არა მხოლოდ ერთმანეთის პარალელურად მივმართოთ. საერთოდ განათლება გვანიჭებს თავისუფლებას და უნარს შევძლოთ ყველაფრის მოსმენა ისე, რომ სიმშვიდე და რწმენა არ დავკარგოთ, განვასხვავოთ არსებითი და არ დაგვავიწყდეს ზომიერების გრძნობა ყველაფერში, მტერთანაც და მოყვარესთანაც. ზომიერების გარეშე ადამიანი - ადამიანი აღარ არის და ერთმანეთის გასვრა ჩვევად უყალიბდება. მე ვფიქრობ, დემოკრატიული საზოგადოების მთავარ ნიშანს კომპრომისული პოლიტიკა წარმოადგენს, რაც გახლავთ საშუალება კომფრონტაციის შემცირების, შიდაპოლიტიკური კრიზისის თუ საგარეო საფრთხეების აცილების და მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი გზა და არა კომპრომატების პოლიტიკა. საქართველოში იყო ადამიანი, დამეთანხმებით, ყველაზე ძნელი პროფესია გახლავთ, მართალია ჩვენ ყოველთვის გმირები ვერ ვიქნებით, მაგრამ უნდა შევძლოთ ყოველთვის დავრჩეთ ადამიანებად. კანონზე მკაცრნი არ უნდა ვიყოთ და უნდა შევიგნოთ, რომ ბრალი შეიძლება, უდანაშაულოსაც დაედოს, მაგრამ მხილება მხოლოდ დამნაშავის შეიძლება, ასევე უნდა გავიგოთ, ერთი დანაშაული გზას უხსნის მეორეს, ერთ დანაშაულზე თვალის დახუჭვა იწვევს მეორის ჩადენას. ერთი კი ნამდვილად ვიცი, დღევანდელი მდგომარეობის მიზეზი და გამოსავალი ჩვენში უნდა ვეძებოთ და ზნეობრიობა უნდა გახდეს ჩვენი კანონიც და კოდექსიც, რომელსაც იმედი მაქვს, მომავალში მაინც დავიცავთ.
- საქართველოში ბევრს აქვს პრეტენზია, რომ მან სხვაზე უფრო მეტი იცის და ესმის რა უნდა საზოგადოებას და რა სჭირდება ქვეყანას, რა პრობლემები აწუხებს მოქალაქეებს და რაც მთავარია, ყველამ იცის პრობლემების მოგვარების გზები და დაპირებები...
- გეთანხმებით, საქართველოში ბოლო 20 წელია, უნივერსალური პროფესიის და განათლების ხალხს აქვს მონოპოლიზირებული პოლიტიკა, რომლებმაც ყველაფერი იციან "პოლიტიკაშიც ერკვევიან, დიპლომატიაშიც, იურიდიულ საკითხებშიც და ატომური ფიზიკის უახლეს თეორიებზეც სერიოზულად გაგესაუბრებიან". იურისტი გახლავართ და ამის პრეტენზია ნამდვილად არ მაქვს, ქვეყანაში უნდა მოქმედებდეს მრავალი ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია, ან უნდა იყოს დაკავებული სხვადასხვა მიმართულებებით საზოგადოებრივი აზრის, პოლიტიკური თუ ეკონომიკური გადაწყვეტილებების ობიექტური კვლევით და ანალიზით, ხოლო პოლიტიკოსებს თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მხოლოდ არჩევნების დროს არ უნდა ახსენდებოდეთ კვლევის შედეგები, თანაც იმ საკითხების გასარკვევად, რამდენად მაღალია მათი პარტიის რეიტინგი და რამდენად არის შესაძლებელი ასეთი ტიპის ორგანიზაციები და მათი კვლევების გამოყენება საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად და პიარ-აქციების ჩასატარებლად. საკითხები და პრობლემები რაზეც შეიძლება, ფიქრობდეს საზოგადოება, ხშირად უყურადღებოდ რჩება. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ობიექტური კვლევების იგნორირება და შესაბამისად, განხორციელებული არასწორი და არაპოპულარული პოლიტიკა, პარტიების პოლიტიკურ დასასრულს გარდუვალს ხდის. სწორედ ასეთი კვლევების ანალიზითაა მსოფლიოში მიღწეული ხელისუფლების და პოლიტიკოსების ადეკვატურობა, კადრების სწორი შერჩევა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ვინაიდან ჩვენთან მაინცდამაინც დიდი ნდობა ასეთ ორგანიზაციებს არ გააჩნიათ, ცუდი არ იქნებოდა შეიქმნას საზოგადოებრივი აზრის კვლევის და ანალიზის ცენტრი, რომელიც არ იქნება დამოკიდებული დამკვეთის მიერ გადახდილ თანხაზე და სსიპ-ის სტატუსით დამოუკიდებლად განახორციელებდა ეკონომიურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე, მთავრობის ახალი ინიციატივის თუ პარლამენტში წარდგენილი მნიშვნელოვანი კანონპროექტების თუ სხვა ქვეყანაში მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოებრივი აზრის შესწავლას და კვლევას, რაც მომავალში დამერწმუნეთ, სასარგებლო იქნებოდა ქვეყნისათვის.
- როგორ ფიქრობთ, მოჰყვა თუ არა საზოგადოებრივი აზრის კვლევებს აქამდე დადებითი შედეგი? ანგამოკითხვებისა და კვლევის შედეგები თუნდაც არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღების დროს თუ იქნა გათვალისწინებული?
- საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრების არსებობა და თავისუფალი მრავალპოლუსიანი მედია, რომელიც არ წარმოადგენს მხარეს, პირდაპირაა დაკავშირებული ერთმანეთთან, ვერანაირი ამ ტიპის ორგანიზაციას რეალური პერსპექტივა არ ექნება და მათი გამოკითხვები, პუბლიკაციები თუ ანალიზის შედეგები პოლიტიკოსებზე და ხელისუფლებაზე არ აისახება. ბუნებრივია, პოლიტიკოსების მხრიდან საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებას ადგილი არ ექნება თუ ქვეყანაში არ შეიქმნა კონკურენტული გარემო და რწმენა და სისტემური გარანტია მომავალი სამართლიანი არჩევნების ჩატარების და რაც მთავარია, რწმენა სამართლიანი სასამართლო სისტემის. ასე, რომ ყველაფერი ჯაჭვურ რეაქციაშია ერთმანეთთან და ამ ყველაფერს კი ისევ და ისევ ცვლილებებთან, ახალ აზროვნებისკენ და ახალი რეფორმებისკენ მივყავართ!
- თქვენ სამართლიანი სასამართლო ახსენეთ და როგორ ფიქრობთ, ამ მიმართულებით საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება ხდება?
- სასამართლოს დამოუკიდებლობის მთავარი ნიშანია, მოქალაქეთა მიერ სასამართლო სისტემისადმი ნდობა და პატივისცემა. ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც ჩვენი საზოგადოება დარწმუნებული იქნება, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ იყო ნაყიდი და გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება არ მოუხდენია პირად, ფინანსურ და პოლიტიკურ შეხედულებებს. მიუხედავად ამ სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და მატერიალური ბაზის და სოციალური დაცვის მექანიზმების შექმნისა და სასამართლო სისტემის თითქმის 50 მილიონზე მეტი ბიუჯეტისა, ჩვენდა სამწუხაროდ, სისტემა ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში კანონიერებას და ადამიანის უფლებების დაცვას და სასამართლოს ნდობის ხარისხი ავტორიტეტულ ინსტიტუტებთან მიმართებაში საგანგაშოდ მცირეა. დამეთანხმებით სასამართლო, არა მარტო კარგი შენობები და კარგი დარბაზებია, არამედ სამართლიანი, მიუკერძოებული, დამოუკიდებელი სისტემა და კვალიფიციური და მორალურ და ზნეობრივ პრინციპებზე ოჯახში და საზოგადოებაში გაზრდილი და არა იუსტიციის სკოლაში აღზრდილი მოსამართლეები. დადგა დრო, რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყოს, რამაც უნდა უზრუნველყოს მოსამართლეთა კორპუსის რეფორმირება. ასევე საჭიროა მოსამართლეთა შერჩევის მოსამართლეთა დანიშვნისას მიღებული გადაწყვეტილების გამჭირვალოობის უზრუნველყოფა, რათა საზოგადოებისათვის ცნობილი იყოს რა დამსახურებისთვის, რა ბიოგრაფიული მონაცემების და ცოდნის და რა ღირებულებების გათვალისწინებით დაინიშნა მოსამართლე. ამიტომ მიმაჩნია, რომ სასამართლო რეფორმა უნდა გაგრძელდეს, რაშიც დიდი როლი მომავალმა პარლამენტმა უნდა შეასრულოს და ჩვენ მზად ვართ, ამ კუთხით ჩვენი ინიციატივები და კანონპროექტები მივაწოდოთ.
საინფორმაციო სააგენტო "პირველი"










კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი