მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-16
კინო "რუსთაველში" იაპონური კინოს დღეები ჩატარდა
კინოთეატრ "რუსთაველში" იაპონური კვირეულის ფარგლებში იაპონური კინოს ჩვენებები დაიგეგმა. სამი დღის განმავლობაში კინოთეატრის მეხუთე დარბაზში იაპონური კინოფილმები ორიგინალ ენაზე, ქართული და ინგლისური სუბტიტრებით იქნა ნაჩვენები.
იაპონური კინოფილმების ჩვენების ორგანიზატორობა იაპონიის საელჩომ საქართველოში ითავა. საელჩომ ორი მხატვრული ფილმი წარმოადგინა, რომელიც მათი ქვეყნისთვის ძალიან მტკივნეულ თემას - 2011 წლის 11 მარტს მომხდარ მიწისძვრას ეხმიანებოდა.
ამ თემას საქართველოში არაერთი ღონისძიება მიეძღვნა. სპეციალურად ამ ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნისთვის საქართველოში ცნობილი მევიოლინე კენ აისო ჩამოვიდა, რომელმაც კონსერვატორიაში კონცერტი გამართა და ის თავისი დაღუპული თანამემამულეების ნათელ ხსოვნას მიუძღვნა.
კინოთეატრ "რუსთაველში" კი წარმოდგენილი იყო მასაჰირო კობაიაშის ფილმი "მოგზაურობა ჰარუსთან ერთად", რომელიც ფილმის შემქმნელმა მიაგის პრეფექტურაში გადაიღო, სწორედ იქ, სადაც ერთი წლის შემდეგ ყველასთვის ცნობილი ტრაგედია დატრიალდა. ფილმის შინაარსი კი თითქოს წინასწარმეტყველებასავითაა და ცხოვრებისეული პრობლემებით დამძიმებული ადამიანების გამოუვალ მდგომარეობას აღწერს.
მეორე ფილმი, რომელიც იაპონიის საელჩომ ქართველ მაყურებელს წარუდგინა "კვარტეტი!" ეწოდება და ის წლევანდელი პროდუქციაა. მისი ეკრანებზე გამოსვლა 2011 წელს იგეგმებოდა, მაგრამ რეჟისორ ჯუნიჩი მიმურას სწორედ შარშანდელმა მიწისძვრამ შეუშალა ხელი გადაღებების დასრულებაში. იაპონელმა რეჟისორმა ეს ფილმი მიწისძვრისგან განსაკუთრებით დაზარალებულ ქალაქ ურაუასუს მიუძღვნა.
როგორც იაპონიის საელჩო საქართველოში აცხადებს, მათთვის დიდი პატივია, რომ მათი ტრაგედია ქართველი საზოგადოებისთვის ასეთი მტკივნეული აღმოჩნდა და ეს გასაკვირიც არ უნდა იყოს, რადგან ამ მიწისძვრამ იაპონიაში, რომელსაც შემდეგ უკვე ცუნამი მოყვა, ათასობის იაპონელის სიცოცხლე იმსხვერპლა.
იაპონიის საელჩო საქართველოში მომავალშიც გეგმავს თავისი კულტურა კიედვ უფრო ახლოს გააცნოს ქართულ საზოგადოებას, რაც ხელს შეუწყობს ქართველი და იაპონელი ხელოვანების დაახლოებას და გაცვლითი პროგრამების წარმოებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებითაც არაერთი კულტურული ღონისძიება მოეწყო როგორც საქართველოში, ასევე იაპონიაშიც. ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი საბალეტო დასთან ერთად ჩავიდა იაპონიაში და იქ ერთთვიანი საგასტროლო ტურნე მოაწყო, თუმცა მანამდე საქართველოს იაპონელი ბალერინა სტუმრობდა, რომელმაც თავის ქართველ კოლეგებთან ერთად გრიბოედოვის თეატრში იცეკვა.






ავტორი:  ეკა ირემაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი