მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-16
დათო გომართელი ბათუმში იმღერებს
17 აგვისტოს ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენელი დათო გომართელი ბათუმში მდებარე კლუბ "თეიქ ფაივში" სოლოკონცერტს გამართავს, სადაც შეკრებილი მსმენელის წინაშე თავისი რეპერტუარიდან როგორც ძველ, ასევე ახალ სიმღერებსაც შეასრულებს. კლუბში მისულ მსმენელს შეეძლება დათო გომართელის მიერ შესრულებულ როგორც "მამა აფრიკას" რიტმებს აყვეს, ასევე სხვა მის ჰიტებზე დაცემამდე იცეკვოს.
მომღერალი ამჯერად წინასაკონცერტო სამზადისშია. როგორც დათო გომართელმა "ახალ თაობას" განუცხადა, ის მსმენელისთვის ბოლომდე დაიხარჯება და კლუბში შეკრებილებისთვის ზღვისა და დასვენებისთვის შესაფერის აქტიურ და ენერგიულ რეპერტუარს წარმოადგენს.
დათო გომართელი, მომღერალი:
- 17 აგვისტოს დავგეგმე კონცერტი ბათუმში, რადგან ახლა ყველას დასვენება უნდა და ყველა ბათუმშია თავმოყრილი. იმედია, ჩემს კონცერტზე მოსული მსმენელი კმაყოფილი დარჩება. ყოველ შემთხვევაში, ამისთვის მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ.
- კონცერტზე მეგობრებთან ერთად იმღერებთ?
- არა, ამ კონცერტზე არ იქნება დუეტები. ამჯერად მარტო ჩემი კონცერტი იქნება. ეს იქნება დათო გომართელის სოლოკონცერტი.
- როგორია თქვენი საკონცერტო პროგრამა?
- შევარჩიე, რა თქმა უნდა, ენერგიული და დასვენებისთვის მისადაგებული რეპერტუარი. მათ შორის იქნება როგორც ძველი და მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ჰიტები, ასევე ახალი სიმღერებიც.
- თქვენი ახალი პროექტიდან "ეთნოკოდი" თუ შეასრულებთ კომპოზიციებს?
- რა თქმა უნდა. ამ კონცერტზე "ეთნოკოდიდანაც" იქნება რამდენიმე ნომერი წარმოდგენილი.
- ბენდთან ერთად ატარებთ კონცერტს?
- არა, ამჯერად ჩემთან ერთად მუსიკალური ბენდი არ იქნება.
- ძვირია თქვენს კონცერტზე დასასწრები ბილეთები?
- რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ადგილებს გააჩნია. 25-დან 40 ლარამდეა ჩემს კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი.
- ახლა ყველა ბათუმშია, მაგრამ შემოდგომიდან უკვე თბილისში შეიკრიბებიან. თუ აპირებთ თბილისური კონცერტის გამართვას?
- ძალიან მინდა დიდი კონცერტი ჩავატარო. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ვფიქრობ საღამოს ჩატარებას, სადაც უკვე ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც საჭიროა, ანუ უმალეს დონეზე. ასეთი კონცერტისთვის მზადება კი მოგეხსენებათ ადვილი საქმე სულაც არ არის. ბოლოს თბილისში კონცერტი 2010 წელს მქონდა, როცა ორი წლის წინ ქართულ საზოგადოებას ჩემი ახალი პროექტი "ეთნოკოდი" წარვუდგინეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, მაგრამ ეს არ იყო გრანდიოზული და მასშტაბური კონცერტი, რადგან ის "ივენთ ჰოლში" ჩატარდა და იქ, მოგეხსენებათ მხოლოდ გარკვეული რაოდენობის მსმენელი ეტევა.
- უცხოეთში ხომ არ გეგმავთ კონცერტს?
- ჯერჯერობით, არა. მთელი ჩემი ყურადღება, ენერგია და შემოქმედებითი ფიქრები მხოლოდ საქართველოში ტრიალებს. ამჟამად ჩვენს ქვეყანაზე ვარ ორიენტირებული და მომავალში რა იქნება, ამაზე წინასწარ ლაპარაკი არ შემიძლია.







ავტორი:  ეკა ირემაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი