მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-16
ქართული კამერული ორკესტრი საქართველოში ჩამოვიდა
გერმანიის ქალაქ ინგოლშტატის ქართული კამერული ორკესტრი ცხელი ზაფხულის მიუხედავად, საქართველოში ჩამოვიდა და თიბისი გალერეაში საგანგებო კონცერტი გამართა, რომელსაც მსოფლიოში ცნობილმა ბრაზილიელმა დირიჟორმა ლავარდ სკოუ ლარსენმა უდირიჟორა.

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულმა ორკესტრმა გალერეაში შეკრებილი მსმენელისთვის სპეციალური პროგრამა შეარჩია და მოცარტისა და ჰაიდნის ნაწარმოებები ააჟღერა.
- საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრი, რომელსაც ამჟამად ინგოლშტატის ქართული კამერული ორკესტრი ეწოდება 1964 წელს დაარსდა. დაარსებიდან დღემდე ის მართავს კონცერტებს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, მათ შორის კარნეგი ჰოლში (ნიუ-იორკი), ჩაიკოვსკის სახელობის დარბაზში (მოსკოვი), სიდნეის ოპერაში, მიუნჰენის ფილარმონიაში და სხვა მნიშვნელოვან საკონცერტო დარბაზებში. ორკესტრი მართავს საკონცერტო ტურნეებს ევროპის დიდ ქალაქებში, მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში. 1984 წლიდან ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი და მსოფლიოში კარგად ნაცნობი მევიოლინე ლიანა ისაკაძე. 1990 წლიდან ორკესტრი დაფუძნდა გერმანიის ქალაქ ინგოლშტატში, სადაც ის 5 წლის განმავლობაში ლიანა ისაკაძესთან ერთად მოღვაწეობდა. 2011 წლიდან ორკესტრს დირიჟორობს ლავარდ სკოუ ლარსენი, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ბრაზილიელი დირიჟორია. მან ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებისთვის მასტერკლასიც ჩაატარა და საუკეთესოებს შანსი მისცა, ორკესტრთან ერთად დაეკრათ. ბრაზილიელი მაესტრო სხვადასხვა დროს მუშაობდა ევროპისა და ჩრდილო ამერიკის წამყვან სიმფონიურ და კამერულ ორკესტრებთან. ორკესტრთან ერთად სხვადასხვა დროს კი მუშაობდნენ მსოფლიოში აღიარებული ისეთი სოლისტები და მუსიკოსები, როგორებიც არიან რუდოლფ ბუჰბინდერი, ტაბეა ციმერმანი, ჰაინრიჰ შიფი, სერგეი ნაკარიაკოვი, ნატალია გუტმანი, ლიზა ბათიაშვილი, ფრანსუა ლელუ, კურტ მაზური და სხვები, ამიტომაც ჩვენი გალერეისთვის დიდი პატივია, რომ მათ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ჩვენს სივრცეში დაუკრეს, - განაცხადა თიბისი ბანკის წარმომადგენელმა თამარ კირვალიძემ და განვლილი სეზონიც შეაფასა, რომელიც ნამდვილად სავსე იყო კლასიკური საღამოებით, სხვადასხვა მხარის მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენებით, პრეზენტაციებითა თუ მასტერკლასებით.
- წელს ჩვენ იუბილარები ვართ, ამიტომ მრავალფეროვანი პროგრამები გვაქვს და თითქმის ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. კლასიკური მუსიკა ის სამყაროა, რომელიც ყველას განსაკუთრებულად უყვარს, ამიტომ არც ჩვენი გალერეის ხშირ სტუმრებს მოვაკელით ეს სიამოვნება. ჩვენთან შედგა ეთერ ანაჯაფარიძის დისკის პრეზენტაცია, ევროპის კვირეულის ფარგლებში გაიმართა დირიჟორისა და პიანისტის მიხეილ არკადიევის საფორტეპიანო კონცერტი, რომელმაც შეკრებილი მსმენელისთვის შეასრულა ბახის, იოსებ ბარდანაშვილისა და მოდესტ მუსორგსკის ფორტეპიანოსთვის შექმნილი ნაწარმოებები. ჩვენი ვიაიპი სამსახურის ორგანიზებით კი შედგა მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატისა და გრან-პრის მფლობელის პიანისტ თათია შარანგია-შევარდნაძის კონცერტი, სადაც შესრულდა ბეთჰოვენის, რაველის, შუმანისა და პროკოფიევის ნაწარმოებები, - განაცხადა თამარ კირვალიძემ.
მთელი წლის განმავლობაში თიბისი გალერეის სივრცე დაიკავა არაერთმა ნიჭიერმა და საინტერესო მხატვარმა, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების შემოქმედებამ, აგვისტოს ომში დაღუპულთ ჯარისკაცთა შვილების მშვიდობის თემაზე შექმნილმა ნამუშევრებმა.
- გასულ კვირას ხსოვნის კვირეულის ფარგლებში ჩვენ მოვაწყვეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქველმოქმედო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო დაღუპულთა შვილების მიერ მშვიდობის თემაზე შექმნილი ნამუშევრები. ჩვენს გალერეაში ასევე გამოიფინა მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში შექმნილი თექისა და ბატიკის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, მხატვარმა ლულუ დადიანმა თავისი პერსონალური გამოფენისთვის სწორედ ჩვენი საგამოფენო სივრცე შეარჩია. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი 30-მდე ნამუშევარი. ეს გამოფენა ლულუ დადიანის ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობის ერთგვარი რესტროსპექტივა აღმოჩნდა, რომელშიც კარგად გამოჩნდა მხატვრის ინდივიდუალიზმი, მისი დამოკიდებულება სამყაროსადმი - სწრაფვა მისტიკურობისაკენ. ჩვენთვის დიდი პატივი იყო, რომ თიბისი არტ გალერეაში საკუთარი ნამუშევრები გამოფინა საქართველოს სახალხო მხატვარმა, რუსთაველის პრემიის ლაურეატმა, პროფესორმა მამია მალაზონიამ. პერსონალური გამოფენაზე ამჯერად უკვე ნაცნობ ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ, ბოლო წლებში შექმნილი დაზგურ-გრაფიკული ციკლები. მამია მალაზონიას საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთ რეფორმატორს და წიგნის ილუსტრატორს, რომლის წიგნის მხატვრობა ქართული სახვითი ხელოვნების კლასიკის ფონდშია შესული. გამოფენა თიბისი არტ გალერეისთვის მეორე იყო, რადგან ეს საგამოფენო სივრცე რამდენიმე თვის წინ ზურაბ (პიკო) ნიჟარაძის გამოფენით გაიხსნა., - განმარტა თიბისი ბანკის წარმომადგენელმა ქეთევან მაღალაშვილმა.
მთელი წლის განმავლობაში გალერეის სივრცე დაეთმოთ როგორც უკვე კარგად ცნობილ და სახალხოდ აღიარებულ მხატვრებს, ასევე დამწყებ ხელოვანებს, რომელთა ნამუშევრები ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენის ღირსია. სწორედ ასეთი შეფასებით თიბისი გალერეამ ფოტომოყვარულებს მინდია მიდელაშვილი წარუდგინა, რომელმაც შეკრებილი საზოგადოებისთვის მზით ნაბეჭდი ფოტოების გამოფენა მოაწყო.
- ამ გამოფენაზე დამთვალიერებელს პირველად მიეცა საშუალება, ენახა ფოტოები, რომლებიც 1842 წელს, მეცნიერ სერ ჯონ ჰერშელის მიერ აღმოჩენილი ტექნოლოგიით, მზის სხივების ზემოქმედებით არის დაბეჭდილი. ეს ნამდვილად იყო განსაკუთრებული, ორიგინალური ფოტო-ექსპოზიცია სრულიად განსხვავებულ გარემოში. ჩვენ მოვიცავით არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა "ზამთრის ფერი", რომლის ავტორებიც ბათუმელი კინორეჟისორები იყვნენ. გიორგი გოგიბერიძემ და შოთა გუჯაბიძემ საკუთარ ფოტოობიექტივში მოხვედრილი ფოტოები უკვე დამთვალიერებელს წარუდგინეს და მათი შეფასებისკენ მოუწოდეს. ექსპოზიცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მხარდაჭერით მოეწყო, ხოლო ოფიციალური პარტნიორობა აჭარის კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ითავა. თიბისი გალერეა ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მხატვრული ნამუშევრების გამოფენას "ჩვენ ერთად ვართ" დაეთმო. პროექტი მიზნად ისახავდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და სტიგმის შემცირებას. გამოფენის ორგანიზატორი საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია გახლდათ, - განაცხადა ქეთევან მაღალაშვილმა.
თიბისი გალერეამ "ლიტერატურული რუკის" პრეზენტაციასაც უმასპინძლა. ამ პროექტის წარდგინებაზე ცნობილი გახდა, რომ ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც პირველად საქართველოში საშუალებას იძლევა ნებისმიერმა მსურველმა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა მწერლის ბიოგრაფიის, ბიბლიოგრაფიის,
სახლ-მუზეუმის და მასთან დაკავშირებული ყველა საკითხის შესახებ. ამ რუკის საშუალებით ერთიანად შესაძლებელია იმ არეალის დანახვა, სადაც საქართველოს ლიტერატურული პროცესები მიმდინარეობდა სხვადასხვა ეპოქაში.
- "ლიტერატურული რუკა" განთავსებულია პენცენტრის ვებგვერდზე და მნახველს რუკაზე მონიშნულ ადგილზე მაუსის მიტანით შეუძლია მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა მწერლის ბიოგრაფიის, ბიბლიოგრაფიის, სახლ-მუზეუმის და მასთან დაკავშირებული ყველა საკითხის შესახებ. ლიტერატურული რუკა ადმინისტრირდება საქართველოს პენცენტრის მიერ, თუმცა ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, თავად ატვირთოს ინფორმაცია, მულტიმედიური ფაილები იქნება ეს ფოტო თუ ვიდეოილუსტრაცია, ასევე სტატია, მიუთითოს სხვადასხვა ბმული თითოეულ მწერალსა თუ ადგილზე. შესაბამისად, საიტი იქნება მუდმივად მზარდი და განახლებადი. პროექტი ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" დაფინანსებით განხორციელდა, - აღნიშნა ქეთევან მაღალაშვილმა.
გალერეა წელს ფოტოკონკურს "ქოლგას" პარტნიორიც გახდა. ამ კონკურსის ფარგლებში გალერეაში ცნობილი ბრიტანელი ფოტოდოკუმენტალისტის,
ნაიჯელ დიკინსონის ფოტოების გამოფენა "საზღვრებს გარეშე" გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო ნაიჯელ დიკინსონის მიერ სხვადასხვა ქვეყნებში გადაღებული ფოტოები, რომლებიც რამდენიმე თემას აერთიანებს - რომას დიასპორა ევროპაში, "მბოლავი მთა" და ნიგერიის დედაქალაქი კანო.
- ნაიჯელ დიკინსონი თანამედროვე ფოტოხელოვანთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ღრმა და საინტერესო შემოქმედია. მისი ფოტოები ასახავს სხვადასხვა მარგინალურ სოციალურ ჯგუფებს, მათ თვითმყოფად ტრადიციებსა და კულტურას.
დიკინსონის ფოტონამუშევრები დაბეჭდილია მსოფლიოს წამყვან გამოცემებში, ასევე გამოიფინა ვენეციის ბიენალეზე და ნიუ იორკში "მოძრავი კედლების" დოკუმენტური სერიის ფარგლებში. ამჟამად მათი ხილვა ლონდონის რივინგტონ ფლეისშია შესაძლებელი. შთამბეჭდავი ფოტოებისთვის ფოტოხელოვანს არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული, - აცხადებს თამარ კირვალიძე.
იუბილარმა ბანკმა დაიწყო ორიგინალური კინოპროექტის "20წელი/12თვე", რომლის ფარგლებშიც ცნობილი რეჟისორები, კომპოზიტორები თუ მხატვრები ახალგაზრდა კოლეგებს ხვდებიან და სპეციალურად მათთვის მასტერკლასებსაც ატარებენ. მიხეილ კობახიძის, ალექსანდრე რეხვიაშვილის, გია ყანჩელის, შემდეგ, საქართველოში ცნობილი პოლონელი რეჟისორი კშიშტოფ ზანუსი ჩამოვიდა და პროექტში გამარჯვებულ ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს პროფესიული მასტერკლასი ჩაუტარა. - კშიშტოფ ზანუსი საქართველოში სპეციალურად თიბისი ბანკის მოწვევით ჩამოვიდათ.
რეჟისორი პროექტის 60-ივე მონაწილეს შეხვდა და მათ რეჟისურის ხელოვნებასა და გადაღების მისეული ტექნიკა გააცნო. მასტერკლასი სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ პერიოდში დამწყებმა კინოხელოვანებმა უდიდესი ინფორმაცია მიიღეს. 70-იანი წლებიდან დაწყებული კშიშტოფ ზანუსი ყველაზე ნაყოფიერი პოლონელი რეჟისორია. ის წელიწადში ერთ ან ორ ფილმს იღებს, როგორც სრულმეტრაჟიანს, ასევე სატელევიზიოს. სატელევიზიო ფილმებში ზანუსი, როგორც მცირე სცენაზე, ისე ამუშავებს "დიდი ნამუშევრის" პრობლემატიკას და სიუჟეტს. მისი ფილმები მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის მნიშვნელოვანი პრიზის მფლობელია. კინოში მისი ნამუშევრებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია "ოჯახური ცხოვრება", "ილუმინაცია", "კონსტანტა", "მშვიდი მზის წელი", "პერსონა ნონ გრატა", "სიცოცხლე, როგორც სქესობრივი გზით გადამდები სასიკვდილო დაავადება". იგი არის ასევე ძალიან საინტერესო თეატრალური რეჟისორი და ნაყოფიერად მუშაობს საოპერო თეატრშიც. "20წელი/12 თვე" თიბისი ბანკის საიუბილეო პროექტია, რომლის ფარგლებშიც 12 შემოქმედებითი ჯგუფი 12 მოკლემეტრაჟიან ფილმს იღებს. წლის ბოლოს 12 ფილმი ერთ სრულმეტრაჟიან ფილმად შეიკვრება და მის პრემიერას მაყურებელი 17 დეკემბერს, თიბისი ბანკის დაბადების დღეზე ნახავს. ფილმის სამხატვრო ხელმძღვანელი ცნობილი ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძეა, - აღნიშნავს თიბისი ბანკის წარმომადგენელი.
თიბისი ბანკის აქტიურად არის ჩართული პროექტში "ქართული ფილმების კრებული", რომელშიც უძველესი ქართული ფილმების დიგიტალიზაციის პროცესი მიმდინარეობს. პირველი ქართული ფილმი "ქრისტინე" იყო, სწორედ ამ ფილმის დიგიტალიზაციით დაიწყო უნიკალური ქართული ფილმების აღდგენა. მას მოყვა "არსენა ჯორჯიაშვილი" და ალექსანდრე წუწუნავას "ხანუმა". პროექტის ფარგლებში ხორციელდება ძველი ქართული ფილმების ციფრულ ფორმატში გადატანა, რაც მათ განადგურებისგან გადაარჩენს.
- ჩვენ ჩვენს აქტიურ მომხმარებელს ციფრულ მატარებელზე გადატანილ ფილმებთან ერთად შევთავაზეთ პირველი კულტურული ფორმატის ტელევიზია, რომელიც უკვე ინტერნეტშია. ეს არის პირველი ყველაზე მასშტაბური პორტალი საქართველოში, რომელიც მხოლოდ ხელოვნებაზე და მის განვითარებაზეა ორიენტირებული და შემეცნებით და საგანმანათლებლო ფუნქციას ასრულებს. მხოლოდ ჩვენს ტელევიზიაში, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს სხვადასხვა თემატური გადაცემები კარგად ნაცნობი ავტორებისგან. ტელევიზია აერთიანებს გადაცემებს ხელოვნების ყველა მიმართულებაზე - ლიტერატურა, კინო, ჯაზი, თეატრი, პოპკულტურა, ელექტრონული მუსიკა, კულტურული მემკვიდრეობა. გადაცემებს უძღვებიან ყველასათვის კარგად ნაცნობი ავტორები - ნინო დარასელი, ქეთი მაჭავარიანი, ზურა ჯიშკარიანი, გიორგი კალანდია, გიორგი კეკელიძე. ისინი ყოველდღიურად სთავაზობენ მაყურებელს გადაცემებს სხვადასხვა საინტერესო მოვლენებსა და ადამიანებზე. ეს არის ერთადერთი ვებპორტალი საქართველოში, რომელიც თავს უყრის ხელოვნების ყველა დარგს. საიტზე ყოველდღიურად იდება სხვადასხვა თემატური ვიდეოები, ბლოგები, სტატიები - 30-მდე ბლოგერი ხელოვნების მოყვარულებს სთავაზობს ბლოგებს სხვადასხვა კულტურულ მოვლენებსა და სიახლეებზე. მთლიანობაში შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატის 20-მდე გადაცემა, დიალოგები თუ საუბრები ცნობილ ადამიანებთან, ინტერვიუები, სიუჟეტები და ლაივ მუსიკა, - აცხადებს თიბისი ბანკის წარმომადგენელი ქეთევან მაღალაშვილი.
სექტემბრიდან კი თიბისი გალერეა ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას არაერთ სიურპრიზს შესთავაზებს, დამაგვირგვინებელი ღონისძიება კი 17 დეკემბერს თიბისის დაბადების დღეზეა დაგეგმილი.

fs60
ავტორი:  ეკა ირემაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი