მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-17
"მინდია გულუა ოპოზიციაში რუსულმა და ქართულმა სპეცსამსახურებმა ჩანერგეს": პარტიის თავმჯდომარეს თანაპარტიელები აუმხედრდნენ

პარტია "განახლებული საქართველოსთვის" პოლიტიკურ ასპარეზზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. პარტიის უკან რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუა დგას. ის პოლიტიკაში ამბიციური გეგმებით შემოვიდა. ხელისუფლებას მისი გამოჩენის გამო თავი დიდად არ გაუნერვიულებია. არადა ეს უკანასკნელი ვლადიმერ პუტინსაც შეხვდა. ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი ამის გამო კინაღამ ჩაქოლეს. გულუას კი ეს შეხვედრა კინაღამ დაულაიქეს.

ამ და სხვა მიზეზების გამო გავარდა ხმა. რომ ის ხელისუფლებასთან იყო შეკრული. ასეთ რამეს ყველა პოლიტიკოსს აბრალებენ. მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც.
გუშინ მინდია გულუას საწინააღმდეგო განცხადებები მისმა თანაპარტიელებმა გააკეთეს. "პრაიმ-ტაიმის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პირდაპირ თქვეს, რომ გულუა ჩანერგილია.
ამავე პრესკონტერენციაზე ცნობილი გახდა, რომ პარტია "განახლებული საქართველოსთვის" რეგიონალური სამსახურის უფროსი ლაშა გვასალია თანამოაზრეებთან ერთად პარტიას ტოვებს.
როგორც მან გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამის მიზეზი არის ის, რომ პარტიის ლიდერი, რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუა საქართველოში კოალიცია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რუსეთის და საქართველოს სპეცსამსახურების მიერ არის ჩანერგილი.
- პარტია "განახლებული საქართველოსთვის" შექმნილ და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ჩანერგილ იქნა რუსულ და ქართული სპეცსამსახურების მიერ ჭეშმარიტი ოპოზიციური ძალის, ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ბოდიშს ვიხდით ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა მოქმედებაში დეზინფორმაციის გამო შეგვიტანია ოდნავი ეჭვი და რომელთა ქმდებისათვის დაგვისვამს თუნდაც ერთი კითხვის ნიშანი. ჩვენს ამ გადაწყვეტილებას პარტიის რეგიონალური და თბილისის წარმომადგენლობების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს. რა თქმა უნდა, ზოგიერთები დარჩნენ თავიანთი აზრზე, მაგრამ აბსოლუტურად მთელი უმრავლესობა არის ჩვენს აზრზე და ჩვენ მხარეს. ჩვენ ვდგებით ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ალასანიას, ლევან იზორიას, მირიან წიკლაურის, კახა კალაძეს, სოსო ჯაჭვლიანის, ლუკა კურტანიძისა და სრულიად "ქართული ოცნების" გვერდით, რამეთუ "ქართული ოცნების" გამარჯვება ზოგად ქართული იდეის გამარჯვებაა. ჩვენ გვსურს ამ საოცარი გამარჯვების თანაზიარები და მონაწილეები ვიყოთ. დრწმუნებული ვართ ჩვენს სიმართლეში, ბევრი რამე მოვითმინეთ ამ ხნის განმავლობაში. ეს იყო საინტერესო, რთული გზა და საბოლოოდ მივედით ამ დასკვნამდე... ჩვენს უკან დგას ზღვა ხალხი, რომელიც დღეს თავისი ორგანიზაციებით, სტრუქტურებით მზად არის "ქართულ ოცნებას" გვერდით დაუდგეს და გააგრძელოს ბრძოლა არჩევნებში მშვიდობიანი გამარჯვების მოსაპოვებლად, - განაცხადა გვასალიამ.
თბილისში ბევრს საუბრობდნენ, რომ გულუას პარტიაში დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა. ამბობენ, რომ იქ ხელფასები არ რიგდება.
ლაშა გვასალიამ არ უარყო, რომ პარტიის წევრებს მინდია გულუასადმი უკმაყოფილება ხელფასების დაურიგებლობის გამოც გაუჩნდათ. ამასთან განაცხადა, რომ ეს პარტიის დატოვების მთავარი მიზეზი არ არის.
- ნებისმიერი ადამიანი მუშაობს იმისათვის, რომ ხელფასი მიიღოს, მაგრამ ეს არ იყო მთავარი. მთავარი ის არის, რომ როცა ადამიანს შეპირდები და მასთან ხელშეკრულებას დადებ, თუნდაც ხელფასებთან მიმართებაში, ეს უნდა გაისტუმრო და კეთილსინდისიერი უნდა იყო ყველასთან მიმართებაში. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომ ამის გამო რაღაცა.. აქ ფინანსებზე არ არის საუბარი... ადამიანებმა დაინახეს ჩიხი, რომლის იქითაც არის სიბნელე. როდემდე უნდა ყოფილიყვნენ ამ სიბნელში?! მითუმეტეს დაინახეს, რომ ნამდვილი ოპოზიციური ძალა არის "ქართული ოცნება" და ამ ძალასთან ყოფნით ისინი უპირისპირდებოდნენ იმ ძალას, - განაცხადა გვასალიამ
გვასალია ამბობს, რომ გულუა მას მაჟორიტარად უპირებდა ხობში წარდგენას.
- მე ამაზე უარი ვთქვი, რადგანაც არ მინდოდა ოპოზიციისთვის ხმები წამერთმია, - აცხადებს გვასალია.
გვასალიას თქმით, იგი თავის თანამოაზრეებთან ერთად "ქართულ ოცნებას" თანამშრომლობას უანგაროდ, ხელფასის გადახდის გარეშე სთავაზობს. მისივე თქმით, კოალიციაში ვინც მას იცნობს, არავის გაუჩნდება ეჭვი, რომ იგი გულუას მიერ ჩანერგილი აგენტი იქნება.
რაც შეეხება იმას თუ საიდან ფლობს გვასალია ინფორმაციას, რომ გულუა რუსულ-ქართული სპეცსამსახურების ერთობლივი პროექტია ივანიშვილის წინააღმდეგ, "განახლებული საქართველოსთვის" ყოფილი წევრი აცხადებს, რომ მას ამ ეტაპზე კონკრეტული საუბარი არ სურს.
გვასალიას თქმით, გულუას ყველა მითითება და გადაწყვეტილება სწორედ ზემოხსენებულისაკენ მიანიშნებს. გვასალიას განცხადებით, მას გულუასთან კონფრონტაცია არ სურს და არ აპირებს საზოგადოებას გააცნოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მას აქვს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ გულუა კონფორონტაციისაკენ ნაბიჯებს თვითონ გადადგამს, მაშინ იგი ყველაფერს იტყვის.








fs22

ავტორი: თეა მარხვაიძე


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი