მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-17
საგარეო უწყება თიბილოვის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეთნიკური წმენდის შედეგად დარჩენილი ქართული სოფლების ნარჩენების განადგურების შესახებ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მასში ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას მიაპყრობს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართული სოფლების (მათ შორის ქურთის, კეხვის, აჩაბეთისა და თამარაშენის) სრული განადგურების შესახებ. ეთნიკური წმენდა უმეტესწილად ქართველებით დასახლებულ ამ სოფლებში 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, რუსეთის შეიარაღებული ძალების ფრთის ქვეშ და მათი დახმარებით განახორციელეს; შემდეგ, მათ სოფლები გადაწვეს და ნაწილობრივ დაანგრიეს. ეს ფაქტები დადასტურებულია მრავალი საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ, მათ შორის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის მიერ 2008 წლის ბოლოს.
"გუშინ, საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გასცა დარჩენილი შენობებისა და ამ სოფლების სახელების გაქრობის ბრძანება. "ეს ადგილები არ იქნება გამოყენებული საცხოვრებლად, ამიტომ მათი სახელების შენარჩუნება აზრს კარგავს... სახლები ჯერ დანგრეული არა არის, მაგრამ ვაპირებთ იურიდიულად გავაფორმოთ ეს ტერიტორიები, რომ ხვალ, ან ზეგ კითხვები არ დაგვისვან. უნდა გავასუფთაოთ ეს სოფლები. ნანგრევები არც ისე კარგად გამოიყურება, ამ ადგილზე სამრეწველო სიმძლავრეებს განვავითარებთ", - განაცხადა თიბილოვმა.
ეს განცხადება უკანასკნელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ომის მიმდინარეობისას და ომის შემდეგ გაკეთებული განცხადებების რიგში, სადაც ისინი ღიად აღიარებენ ეთნიკური წმენდის ამოცანას. 2008 წლის 15 აგვისტოს, საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ ოსურმა ფორმირებებმა "ყველაფერი მიწასთან გაასწორეს" ქართულ სოფლებში და რომ ისინი "არ აპირებენ დაუშვან [დევნილი მოსახლეობის] დაბრუნება". 2010 წლის დეკემბერში საოკუპაციო რეჟიმმა შეცვალა საკუთრების უფლებები ქართველებით დასახლებულ ახალგორის რაიონში, რითიც გზა გაუხსნა საცხოვრისის ჩამორთმევას.
"საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეთნიკური წმენდის, ისევე როგორც მისი შეუქცევადად გადაქცევისათვის გადადგმული ნაბიჯებისთვის, პირდაპირ ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი რჩება რუსეთის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ და მას საოკუპაციო რეჟიმი განაგებს", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში..
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ამ დისკუსიებში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციებს სასწრაფოდ დააყენონ ეს საკითხი ოფიციალურ მოსკოვთან კონტაქტებში და უზრუნველყონ გადაწყვეტილების სწრაფი გაუქმება.

მედიანიუსი








fs22

ავტორი: fs22


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი