მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-17
გულუა ფიქრობს, რომ გვასალიას მისი საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება აიძულეს

არტია "განახლებული საქართველოსთვის" მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუა მიიჩნევს, რომ მის ყოფილ თანამოაზრეს, პარტიის რეგიონალური სამსახურის ყოფილ უფროსს ლაშა გვასალიას მისი საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება აიძულეს. ამის შესახებ გულუამ ჟურნალისტებს დღეს სკაიპ-კონფერენციაზე განუცხადა.
როგორც გულუამ აღნიშნა, ლაშა გვასალია, რომელიც მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერთან ნუგზარ წიკლაურთან მუშაობდა, გარკვეული ხნის წინ გაიცნო. მისივე თქმით, მაშინ გვასალიამ საქართველოს პატრიარქთან ფიცი დადო, რომ გულუას არასოდეს უღალატებდა. ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი განცხადებები გვასალიას საკუთარი სურვილით არ გაუკეთებია, რადგან ის ბუნებით პატიოსანი ადამიანია.
ჟურნალისტებს 14 ივლისის ვიდეოჩანაწერი უჩვენეს, სადაც გვასალია აცხადებს, რომ თუ ოდესმე გულუას წინააღმდეგ რაიმეს იტყვის, "ან გონზე არ იქნება ან სიკვდილის პირას იქნება და ან ყველაფერი მისი ზომბირების შედეგად მოხდება".
"დარწმუნებული ვარ, ლაშა ცუდ სიტუაციაშია და იძულებეულია ასეთი განცხადებები გააკეთოს. მე ის არ მძულს, პირიქით თუ ეშველება, მზად ვარ ყველაფერი ქრისტიანულად ვაპატიო"- განაცხადა გულუამ.
ბიზნესმენი გვასალიას განცხადებების მიზეზად 2 ვერსიას განიხილავს - ის ეჭვობს, რომ გვასალია ხელისუფლებამ აიძულა გულუას წინააღმდეგ ელაპარაკა, რათა პარტიაზე ზეწოლა განახორციელოს. ამასთან, გულუა არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებას აწყობს გვასალია და მისი გუნდი "ქართულ ოცნებაში" შევიდეს, რათა იქიდან მათი საშუალებით ინფორმაცია მიიღოს.
გულუა აცხადებს, რომ თავად "ქართულ ოცნებას" გვასალიას გადაბირება არ სჭირდებოდა, ვინაიდან ის არ არის პიროვნება, რომელიც სამეგრელოში არჩევნების მოგებას შეძლებს. გულუა დარწმუნებულია, რომ გვასალიას გადაბირებაში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს წვლილი არ მიუძღვის.
ბიზნესმენი მინიშნებებს კოალიციის ერთ-ერთ ლიდერზე აკეთებს, რომელმაც, მისი თქმით, "ლენგლის" სკოლა დაამთავრა და ინტრიგების ჩახლართვის დიდოსტატია.
"მგონია, რომ ეს სპეცოპერაცია "ლენგლის" სკოლის მოსწავლემ ჩაატარა, რომელსაც ძალიან უნდა სამეგრელოში ფეხი მოიკიდოს და რომელიც ამ დღეებში წარადგინეს, როგორც სამეგრელოს ღირსეული შვილი" - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ფინანსურ დავალიანებებს, გულუა აცხადებს, პარტიას თბილისის რაიონული ორგანიზაციების თანამშრომლების მიმართ არავითარი სახელფასო დავალიანება არ აქვს. მისივე თქმით, პარტიაში გარკვეული ფინანსური პრობლემები იყო, რაც დაკავშირებულია ფულის გადარიცხვის საკანონდებლო სირთულეებთან. გულუას არ სურს ამ მოტივით დააჯარიმონ და ივანიშვილის მსგავსად ხელისუფლებისთვის ფულის გადახდა მოუწიოს.
რაც შეეხება გვასალიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია "განახლებული საქართველოსთვის" კოალიცია "ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ შეიქმნა, გულუა აცხადებს, რომ მან პარტიის შექმნის შესახებ განცხადება ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლაზე ადრე გააკეთა. პარტია "განახლებული საქართველოსთვის" რეგიონული სამსახურის ხელმძღვალნელმა ლაშა გვასალიამ თანამოაზრეებთან ერთად დღეს განაცხადა, რომ პარტიას ტოვებს, ვინაიდან დარწმუნდა, რომ მინდია გულუა ქართული და რუსული სპეცსამსახურების აგენტია. ამასთან, მისი თქმით, პარტიას ტოვებს თბილისისა და რეგიონული ორგანიზაციების თითქმის მთელი შემადგენლობა და ისინი მხარს "ქართულ ოცნებას დაუჭერენ.

ნიუსპრესი











fs22



კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი