მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-17
ზვიად ძიძიგური: "ხელისუფლების ყველა პროვოკაციას მზად დავხვდებით"

ხელისუფლება დღეს წინასაარჩევნო ისტერიკაშია. ასეთ ისტერიკაში სააკაშვილი ყველა არჩევნების წინ ვარდება. ახლა, უბრალოდ, უფრო მეტად არის ჩავარდნილი ამ ისტერიკაში. მის ტექსტოლოგიას თუ მოვუსმენთ, მის წყევლა-კრულვას და მის იდეებს თუ მოისმენს საქართველოს მოსახლეობა, მიხვდება, რომ მათი ხელისუფლებაში დარჩენა არის შეუძლებელი. ყველა ბრალდება, რომელიც მათი მხრიდან მოდის, არის სრულიად უსაფუძვლო, არაადეკვატური, არასერიოზული და ასე შემდეგ.

ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად ვუყურებთ, სააკაშვილს ერთი პრობლემა აქვს, მან თუ ასე ბაქი-ბუქით არ ილაპარაკა, მის მომხრეებს შეიძლება ეჭვი შეეპაროთ, რომ ჩვენი ძალა არის დასუსტებული და არჩევნებამდე საერთოდ ვერ მიაღწევენ. ამიტომ ეს ბაქი-ბუქი ერთგვარი გაჭირვებისგან გამოწვეული ბაქი-ბუქია, - აცხადებს ზვიად ძიძიგური "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
- ბატონო ზვიად, თქვენ განაცხადეთ, რომ კვირას რუსთავში სწორედ იმ ადგილას ჩატარდება აქცია, რომელიც დააანონსეთ. რუსთავის მერია კი ამაზე უარს გეუბნებათ და ყოველგვარ პასუხისმგებლობას თავიდან იხსნის. როგორ ფიქრობთ, რაიმე დაპირისპირებას ხომ არ ექნება ადგილი?
- ეს არ არის სწორი, მერიის განცხადება ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და მე ვთხოვ რუსთავის მერიას, რომ მოემსახუროს რუსთაველებს, რომლებიც 19 აგვისტოს შეიკრიბებიან ჟიული შარტავას მოედანზე საღამოს 7 საათზე. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ არა გვაქვს ვალდებულება, მერიისგან ავიღოთ ნებართვა. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, გავაფრთხილოთ ხუთი დღით ადრე. ორი კვირით ადრე გავაფრთხილეთ მერია, მოვითხოვეთ ადგილები, სადაც უარი გვითხრეს, შემდეგ მეორე ადგილი მოვითხოვეთ. იქაც უარი გვითხრეს და შემდეგ უკვე მესამედ მივმართეთ და ვუთხარით, რომ ჩვენ ჩავატარებთ აქციას ამა და ამ ადგილას. ჩვენი მხრიდან იყო კეთილი განწყობა, თანამშრომლობის სურვილი, მას შემდეგ, როდესაც სარეკლამო კლიპებმა დაიწყო ტრიალი, მას შემდეგ, როდესაც შარტავას მოედანთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ სრული გადაწყვეტილება, ამის შემდეგ უკვე საათში ორი წერილი გამოგვიგზავნეს და ისევ იმ ადგილას, სადაც თქვენ თავიდან ითხოვდით, დაგრთავთ ნებასო. ისე, ცნობისთვის, უნდა გითხრათ, იმ ადგილას, როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ, არ იყო სამშენებლო კედლები აღმართული, ახლა არის სამშენებლო მესრები გაკეთებული და სადაც მერია გვთავაზობს, ის ადგილები არის სრულიად გამოუსადეგარი შეხვედრისთვის უკვე და მინდა ვუთხრა რუსთავის მერიას, თუ სურვილი აქვს დახმარების, დაგვეხმაროს ერთ ადგილას შარტავას მოედანზე. ჩვენ ვართ თანამშრომლობის სურვილით გამსჭვალულები და დაგვეხმარონ და შეგვიწყონ ხელი, რომ აქცია რუსთავში ჩატარდეს კვალიფიციურად და კარგად.
- როდესაც ამდენი ზონდერბრიგადა ჰყავთ, რაიმე პროვოკაცია ხომ არ არის მოსალოდნელი?
- პროვოკაცია ყოველთვის არის მოსალოდნელი ხელისუფლების მხრიდან და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ასეთი პროვოკაციებისთვის, მაგრამ მე არა მგონია, რუსთავის მერიამ დაიწყოს პროვოკაციების დაგეგმვა. საერთოდ, რუსთავის მერია რა განცხადებებსაც აკეთებს, ვფიქრობ, რომ ეს მათი გაკეთებული განცხადება არ არის, პოლიტიკური ხელმძღვანელობა ნაციონალური მოძრაობის ან მთავრობის, უკვეთავს, რომ ასეთი განცხადებები გააკეთონ. მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ კანონის წინაშე 100%-ით მართლები. გაფრთხილება ჩვენ რუსთავის მერიას გაცილებით ადრე მივაწოდეთ, ვიდრე ხუთი დღეა. ვადასტურებ, რომ შარტავას მოედანზე გვექნება შეხვედრა და ყველას ვეპატიჟებით იქ.
- "ქართულ ოცნებასთან" მიმართებით მოვისმინე ასეთი შეფასებები, რომ არასწორია თქვენი პოზიცია, როდესაც აცხადებთ, ვიქნებით კანონმორჩილები და ყველა კანონს დავიცავთ, ეს სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, მისი კანონები ცოტა უნდა გააპროტესტონო. თქვენი პოზიცია როგორია ამასთან დაკავშირებით?
- კანონმორჩილება - ეს არის სიძლიერის დადასტურება ჩვენი და არა სისუსტის დადასტურება. ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ სიძლიერის დემონსტრირებას ბოლომდე გავაკეთებთ. ყველა ფორმა, რაც არის კონსტიტუციისა და კანონის მხრიდან შემოთავაზებული, ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალურად დაცული. უბრალოდ, საზოგადოებამაც მინდა დაინახოს, როდესაც ისინი არღვევენ ყოველდღიურად კანონსა და სხვადასხვა დონის რეგულაციებს საარჩევნო პროცესის დროს და ქმნიან არათანაბარ სასტარტო პირობებს და საარჩევნო პირობებს, ეს მათი სისუსტის დადასტურებაა. ყველაფერი მათ ხელშია - ჯარი, პოლიცია, მთავრობა, ჩვენ ხომ ახლა ნაციონალურ მოძრაობას არ ვებრძვით, ჩვენ ვებრძვით მთავრობას, მთლიანად ხელისუფლებას, საარჩევნო ბრძოლაში. დააკვირდით მათ სარეკლამო კლიპებს, საქართველოს მთავრობა გააკეთებს ამას, საქართველოს მთავრობა გააკეთებს იმას... ქვემოთ კი სარეკლამო რგოლს აწერია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. რა არის ეს, რას ნიშნავს? ძალიან ძნელი გასაგებია, სინამდვილეში საქმე რაშია? სინამდვილეში საქმე ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, საკითხი დგას ასე. ხალხმა უნდა აირჩიოს ან ბიძინა ივანიშვილი ხელისუფალი, ან მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენა. მე ვფიქრობ, რომ არჩევანი ძალიან მარტივი გასაკეთებელია საქართველოს მოსახლეობის, ვინაიდან ამ ტყუილების სამყაროში, ამ ვირტუალურ სამყაროში, რომელსაც "რუსთავი 2"-ის და "იმედის" მეშვეობით ქმნის ხელისუფლება, არაფერი არ არის რიგითი მოქალაქისათვის სახეირო. პირიქით, ძალიან მძიმე დღეში არიან ადამიანები და სიტუაცია უარესობისაკენ მიდის.
- ბატონო ზვიად, ყბადაღებულ თემად იქცა ეს დაჯარიმება-დაყადაღებები. როდემდე უნდა იხადოთ ეს თანხები, რომლებიც ასე აბსურდულად ეწერება ივანიშვილსა და ოცნების სხვა წევრებს?
- ჩვენ არ ვიხდით ამ ჯარიმებს. ახლა სახლებსაც უყიდიან ჩვენს მხარდამჭერებს, აპატიმრებენ კიდეც. მერაბ კაჭახიძე ციხეში ზის სრულიად აბსურდული ბრალდებით. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს განცხადება, რომ თუ მაინცდამაინც დანაშაულს უმტკიცებთ, ეს არის ადმინისტრაციული დარღვევა და არა კრიმინალი. კაცი პარტიული საწევროების შეგროვების ორგანიზებისთვის დღეს ციხეში ზის. მხედველობაში მყავს კონსერვატიული პარტიის აღმასრულებელი მდივანი მერაბ კაჭახიძე. ასევე გიგა ბუკიას, ჩვენი პარტიის კომიტეტის წევრს გაუყიდეს სახლი. ასევე ბიძინა გუჯაბიძეს და დათო ბაციკაძეს სთხოვენ ჯარიმების გადახდას. ჯარიმების გადახდას სთხოვენ პრაქტიკულად ყველას, ვინც პარტიული საწევრო თუ რაღაცა შემონაწირი შეიტანა პარტიის ანგარიშზე. ამას გარდა, დაყადაღებულია ჩვენი ანგარიში, შემოწირულობის ნებისმიერი შესვლა ნიშნავს, რომ იხსნება ეს და ხელისუფლებას მიაქვს. ამის მიუხედავად, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ გვეშინია, ფული არ არის ჩვენი მთავარი თემა და მთავარი საკითხი. ჩვენი მთავარი საკითხია საქართველოს მოსახლეობასთან მაქსიმალურად მივიტანოთ ჩვენი პროგრამული დებულებები, ავუხსნათ ყველაფერი მოსახლეობას, თუ როგორი პროგრამები გვაქვს დასაქმებასთან, ჯანდაცვასთან, განათლებასთან, სოფლის მეურნეობასთან მიმართებით. ისიც ნახოს ხალხმა, რამდენად მშვიდი და გაწონასწორებული ლიდერი ჰყავს პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებას", შეადაროს მიხეილ სააკაშვილის წყევლა-კრულვით გაჯერებულ პოლიტიკურ კამპანიას და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
- პროვოკაციებსა და დაპირისპირებებს თუ ელით ხელისუფლებისაგან არჩევნებზე, როგორია თქვენი პროგნოზი?
- ჩემი პროგნოზი ასეთია: რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი უნდა მივიდეს არჩევნებზე და ყველაფერი იქნება თავიდან არიდებული. რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ნაციონალური მოძრაობის ტაქტიკა ახლა არის, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანი მივიდეს, ვინაიდან მათ თავიანთი გარანტირებული მხარდამჭერები ჰყავთ, გამგეობების, მასწავლებლების გარკვეული ნაწილი, სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების სახით. რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მივა არჩევნებზე, მით უფრო ნაკლები იქნება ყველანაირი მცდელობა ხელისუფლების, მათ შორის პროვოკაციების მცდელობა. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა ყველას ვთხოვო, ნუ დარჩებიან სახლში. ერთი თემაა კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი - ბევრი ადამიანი, რომელიც, დავუშვათ, რეგისტრირებულია ზესტაფონში და ის ცხოვრობს თბილისში, არჩევნების დღეს თუ არ ჩავიდა ზესტაფონში, ხმას ვერ მისცემს. ამიტომ ყველას მინდა ვთხოვო, ვისაც თავისი სამშობლო უყვარს, წავიდეს და ის ერთი დღე და ის გზის ფული, რომელიც იქით-აქეთ წასვლას დასჭირდება, შესწიროს საერთო საქმეს და თავისი შვილების მომავალს. წავიდეს და არჩევნების დღეს ხმა არ დაუკარგოს საქართველოს, მის მომავალს და მისი გადარჩენის პერსპექტივას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და, ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობას აქვს სრული განცდა, რომ სერიოზულად რაღაცა უნდა შეიცვალოს ქვეყანაში.
- ბოლოს გკითხავთ ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილების შესახებ, რამდენად სწორი ნაბიჯი გადადგა მან და ეთანხმებით თუ არა მის გადაწყვეტილებას?
- ბოლო წლების განმავლობაში ხშირად არ ვეთანხმებოდი იმ პოზიციებს, რომელიც ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს ჰქონდა. მას ყოველთვის ჰქონდა არგუმენტი თავისი პოზიციის განსამტკიცებლად, ახლა ის შემთხვევაა, როდესაც ვეთანხმები ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებას. სწორედ რომ გონივრული გადაწყვეტილებაა.
- თუმცა შეიძლებოდა, ერთიანი ძალებით შეგეტიათ ხელისუფლებისთვის...
- ეს არის ძალიან ბ

ავტორი: fs22 ნონა ცაბაძე


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი