მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-15
სიღნაღში "ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატისთვის წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა სცადეს

fs22 "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდა აქტივისტებმა სოფელ მაშნაარში "ქართული ოცნებიდან" სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გელა გელაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა საყვირებით სცადეს.
იმ დროს, როდესაც კანდიდატი ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამას აცნობდა, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები რამდენიმე მანქანიდან ერთდროულად ასიგნალებდნენ.
"ჩამოყვანილი ჰყავთ აქტივისტები, როგორც მითხრეს, 2 იყო აქაური, დანარჩენი თბილისიდან ჰყავდათ, წინ და უკან აკატავებენ, სადაც გაიგებენ რომ შეკრებაა, ამაში უხდიან ფულს, აგიჟებენ ამ ბავშვებს, უნდათ რომ შეხვედრები ჩაშალონ, მაგრამ არ მიეცათ საშუალება და წავიდნენ," - განაცხადა გელა გელაშვილმა.
სახელისუფლებო პარტიის აქტივისტებს თან ე.წ. "თავისუფალი ჟურნალისტი" ნათია მირიანაშვილი და მისი "ოპერატორი" გოგონაც ახლდნენ. ნათია მირიანაშვილი და მმართველი პარტიის სხვა აქტივისტები სააგენტო "ინფო 9"-ის და ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ჟურნალისტებს "საქართველოს მოღალატეებს", "ქართული ოცნების" აგენტებს და "დებილებს" უწოდებდნენ.
"თუ შეიძლება "ინფო 9"-მ დაგვტოვოს, "ქართული ოცნების" ტელევიზია არ გვჭირდება," - განუცხადა ნათია მირიანაშვილმა "ინფო 9"-ის და "მეცხრე არხის" ჟურნალისტებს. "ქართული ოცნების" აგენტები ხართ, არანაირ "ინფო 9"-ის ჟურნალისტს და არანაირ "ინფო 9"-ს მე არ ვიცნობ. არც მაქვს სურვილი რომ გავიცნო, არანაირი, ჩვენ თქვენ ტელევიზიას არანაირ კომენტარს არ ვაძლევთ, თქვენა ხართ საქართველოს მოღალატეები," - მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტმა "მეცხრე არხის" ჟურნალისტს. "რას დამყვებით უკან, ამდენი უზრდელი ხალხი საიდან შექუჩდით? აუ თავი დამანებე, შენ ვაფშე დებილი ჟურნალისტი ხარ," - მიმართა ნათია მირიანაშვილმა ჟურნალისტს და ადგილობრივებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი








fs22



კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი