fs22 ლეიბორისტული პარტია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებული ვითარებასთან დაკავშირებით რეაგირებას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს სთხოვენ.
"მცხეთა-მთიანეთის რეგიონი გადაქცეულია საკონცენტრაციო ბანაკად, სადაც ბობოქრობს კრიმინალ-გუბერნატორი ჩოჩელი, ხოლო რეგიონს ზედამხედველობს უშიშროებიდან მოყვანილი მანიაკი, საკუთარი რაიონიდან გამოგდებული ვინმე ოტიაშვილი. მათი დავალებით "ლეიბორისტული პარტიის" აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე დაიწყო უპრეცედენტო ტერორისა და შანტაჟის ახალი ტალღა, რათა აიძულონ ისინი, საერთოდ უარი თქვან კომისიებში საქმიანობაზე. მივმართავთ საქართველოში აკრედიტირებულ საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობით მისიებსა და საელჩოებს, მოახდინონ ზეწოლა დიქტატორ სააკაშვილზე, რათა დაუყოვნებლივ იყოს გადაყენებული მოძალადე და არჩევნების გამყალბებელი ჩოჩელი თავისი კრიმინალური ბანდით, წინააღმდეგ შემთხვევაშ,ი დამდგარ მძიმე შედეგებზე მთელი პასუხიმგებლობა დაეკისრება არა მარტო სააკაშვილის ხელისუფლებას, არამედ მათ მფარველებს საერთაშორისო დამკვირვებლების სახით", - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ პრესკონფერენციაზე.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი
fs22















































































