მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-15
კახეთში რთველი 20 აგვისტოდან დაიწყება

fs22 კახეთში, ალაზნისპირა სოფლებში საბათლოში, სამთაწყაროსა და ფიროსმანში რთველის დაწყებას 20 აგვისტოდან ვარაუდობენ. როგორც გლეხებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, ყურძენი უკვე მწიფეა და შაქრიანობას უახლოეს დღეებში გაზომავენ.
"წელს ამინდმა ხელი შეგვიწყო და კარგი ყურძენი მოვიდა, საშუალოდ ჰექტარზე 5 ტონა მოსავალს ველოდებით", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა პაატა ნადირაშვილმა.
"ყურძენი მწიფობაშია შესული. სავარაუდოდ 20 აგვისტოდან რთველი უკვე დაიწყება", - აღნიშნა სოფელ ფიროსმანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა დავით გუნდაძემ.
ჯერ არ არის ცნობილი, რამდენი ათასი ტონა ყურძნის მოსავალია კახეთში მოსალოდნელი. მუნიციპალიტეტების გამგეობები მონაცემებს ითვლიან. როგორც ცნობილია, 19 ივლისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ თელავის, გურჯაანის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონის ზოგიერთ სოფელში მოსავალი მთლიანად ან ნაწილობრივ გაანადგურა.
ღვინის ქარხნებში ჯერ ვერ აკონკრეტებენ ყურძენს რა ფასად ჩაიბარებენ.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ წელს კახეთში სანიმუშო რთველი უნდა იყოს. თავის მხრივ "ქართული ოცნების" ლიდერებმა აღნიშნეს, რომ რქაწითელის ფასი 1 ლარზე ნალები არ უნდა იყოს.
2011 წელს, კახეთში ყურძნის მოსავალმა 113 506 ტონა შეადგინა. აქედან 82 179 ტონა რქაწითელი, 26 236,5 ტონა საფერავი, 5 090,5 ტონა კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი იყო, მათ შორის ჰიბრიდული. რთველის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო. ქარხნებმა რქაწითელის ჯიშის ყურძენი 45-50 თეთრად, საფერავი კი 60-65 თეთრად ჩაიბარეს. აქედან რქაწითელზე სუბსიდია 15 თეთრი, საფერავზე კი 25 თეთრი იყო. კახეთში რთველის საკოორდინაციო შტაბის ფუნქციონირების მიუხედავად, გლეხებს ღვინის ქარხნებში ყურძნის ჩაბარება უჭირდათ, რის გამოც საპროტესტო აქციებსაც მართავდნენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი








fs22



კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი