მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-15
"სამართალდამცავებმა 122 ადვოკატი დააკავეს"

ადამიანის უფლებათა დამცველი და ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის წევრი გიორგი თევზაძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში ადვოკატის უფლებები შელახულია, ხოლო პატიმრები საპატიმრო დაწესებულებებში სავალალო მდგომარეობაში არიან.
მაშინ, როცა საქართველოში ძალიან ხშირად ირღვევა ადვოკატთა უფლებები, ადვოკატები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს და ვერ ახერხებენ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სრულყოფილ დაცვას, ძნელი წარმოსადგენი არაა, რა მდგომარეობაში იმყოფებიან არა ამ სტატუსის მქონე ადამიანები.
ამის მიზეზი დღევანდელი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის არარსებობაა. ამ ქვეყნის მოსახლეობა, ფაქტობრივად, არ ენდობა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული პირების უმრავლესობას.
გიორგი თევზაძე აღნიშნავს, რომ, დღესდღეობით, პატიმრობაში იმყოფება 122 ადვოკატი, რომელთა უმრავლესობა უსაფუძვლოდაა დაპატიმრებული.
უფლებადამცველი გიორგი თევზაძის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებას წამოადგენს ადვოკატთა უფლებამოსილების შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველყოფა, დაუშვებელია ადვოკატთა დევნა-შევიწროება და მათი უფლებების უკანონო შეზღუდვა.
თუმცა, არაერთმა ადვოკატთა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეისწავლა საქართველოში ადვოკატთა დევნის საკითხი და შესაბამისი დასკვნაც დადო, მაგრამ ხელისუფლება თავისი რეჟიმის შესანარჩუნებლად სხვა გამოსავალს მაინც ვერ პოულობს, გარდა ადვოკატების დევნა-დაპატიმრებისა და საზოგადოების ამა თუ იმ წევრის მიმართ ამგვარი რეპრესიული ქმედებების განხორციელებისა.
- ბატონო გიორგი, როგორც ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის წევრი, როგორ ფიქრობთ, გამიზნულად ხორციელდება ადვოკატთა დევნა? რა არის ამის მიზეზი?
- ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის განმსაზღვრელია ის ფაქტორები, თუ რამდენადაა სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი და რამდენად შეუფერხებლად ეძლევა ადვოკატს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. სამწუხაროდ, ამ მხრივ საქართველოში დემოკრატიულობის ხარისხი საწყის ეტაპზეა, რადგან სასამართლო დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხის გარდა, მნიშვნელოვნად არის შეზღუდული ადვოკატის საქმიანობა და მიმდინარეობს ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნა. შედეგიც სახეზეა - ადვოკატთა მნიშვნელოვანი ნაწილი დაპატიმრებულია აბსურდული ბრალდებით. კერძოდ, ადვოკატები დაპატიმრებული არიან იმ საქმიანობის გამო, რომელიც მათ კანონით მინიჭებული აქვთ. მაგალითისათვის საკმარისია, თუნდაც ადვოკატი ტარიელ მურმანიძე, რომელიც დააკავეს კლიენტთან ხელშეკრულებით შეთანხმებული საადვოკატო მოქმედებების საფუძველზე, ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული გასამრჯელოს მიღების მოთხოვნისათვის. ეს ცხადყოფს სახელმწიფოს უხეშ და უკანონო ჩარევას საადვოკატო საქმიანობაში. ასევე შეიძლება ითქვას ადვოკატ გივი ექვთიმიშვილის უკანონო დევნის ფაქტზე. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე თავიდანვე ტენდენციურად დაიწყო და ასევე ტენდენციურად დამთავრდა. ამ საქმეზე არ იქნა გათვალისწინებული და შეფასებული დაცვის მხარის არც ერთი მტკიცებულება და არც ერთი შუამდგომლობა, მაშინ, როდესაც საპირისპიროდ ბრალდების მხარის ყველა შუამდგომლობა ზედმიწევნით დააკმაყოფილეს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ადვოკატთა უფლებების განხორციელების ხელისშეშლის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს მისი არგუმენტირებული შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარი, რომელსაც პრაქტიკაში მასობრივი ხასიათი აქვს. ადვოკატის შუამდგომლობებზე უარი უმეტესწილად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არც სახელმწიფო ცდილობს შეცვალოს ვითარება. ძირითადად ასეთ ტენდენციებს ადგილი აქვს სასამართლოში პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების განხილვის პროცესში. როდესაც ადვოკატი, ვთქვათ, წარადგენს დასაბუთებულ შუამდგომლობას მასზედ, რომ პირი არ დაემალება გამოძიებას, ვერ გაანადგურებს მტკიცებულებებს, რადგან ყველა მტკიცებულება გამოძიებას აქვს მოპოვებული, ვერ მოახდენს გავლენას მოწმეთა ჩვენებებზე, რომ საქმეში მოწმე არ ფიგურირებს, ან უკვე დაკითხულია. მიუხედავად ამისა, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის დასაბუთებულ შუამდგომლობას და დაუსაბუთებელ უარს ეუბნება მხარეს და აკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობას. მაგალითისთვის, ცოტა ხნის წინ, მსგავსი ფაქტი გახდა მედიის საშუალებებით ცნობილი. კერძოდ, 15 წლის გონებრივი ნაკლის მქონე მოზარდმა მაღაზიიდან მოიპარა ერთი ბოთლი ლუდი. დარწმუნებული ვარ, მოზარდი ვერ აცნობიერებდა თავის ქმედებას. აღნიშნული პირი დააკავეს და წარუდგინეს ბრალი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ არის არასრულწლოვანი, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოზარდი, ამასთან ჩადენილი ქმედება არ წარმოადგენდა დიდი საზოგადოებრივი საშიშროების მქონეს, არ არსებობდა მისი პატიმრობის არც ერთი საფუძველი, მაგრამ სასამართლომ ამ გარემოებების გაუთვალისწინებლად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 15 წლის მოზარდს შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. ეს მოზარდი გადაყვანილი იქნა გლდანის საპყრობილეში, სადაც დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საბოლოო ჯამში, ასეთი მიდგომით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მოზარდს, უსაფუძვლოდ. ეს იმ დროს, როცა ხელისუფლება აცხადებს საჯარო განრიდების პროგრამის მნიშვნელობაზე, რომელიც პირდაპირ მსგავს შემთხვევებზე უნდა ვრცელდებოდეს და არ უნდა იქნას გამოყენებული მარტო პიარისათვის.
თუმცა, არის მთელი რიგი შემთხვევები, რომლებიც ძნელია ადვოკატის დევნად შეფასდეს. რადგან კანონის უზენაესობას და კანონის მიმართ თანასწორობას ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.
- ხშირად ხდება, რომ ადვოკატებს აკავებენ, რა არის ამის ნამდვილი მიზეზი, მათ ჩაიდინეს რაიმე კონკრეტული დანაშაული და რაიმე კონკრეტული სამხილები აქვთ?
- წლების წინ მოქმედებდა კანონი, რომელიც ქმნიდა ადვოკატთა კორპუსის სამართლებრივი დაცვის გარკვეულ გარანტიებს, ისევე, როგორც ამჟამად ასეთი გარანტიები დადგენილია პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მართლმსაჯულებაში მონაწილე პირები (მოსამართლე, პროკურორი, ადვოკატი) უნდა სარგებლობდნენ მეტ-ნაკლებად აუცილებელი სამართლებრივი დაცვის გარანტიებით, რათა შესაძლებელი იყოს მხარეთა უფლებების ბალანსი. დღეს ეს ბალანსი დარღვეულია. ვფიქრობ, უნდა არსებობდეს სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც ხელისუფლებას არ მისცემს საშუალებას, ისევე მარტივად დაიწყოს ადვოკატის მიმართ დევნა, როგორც ეს დღეს არის შესაძლებელი. შედეგიც სახეზეა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ პირდაპირ მიანიშნეს თავის დასკვნებში, რომ საქართველოში ადგილი აქვს ადვოკატთა დევნის ფაქტებს. მინდა აღვნიშნო, რომ თუ პოსტ-საბჭოური ქვეყნების ბოლო ხუთი წლის სტატისტიკას გადავხედავთ, ბელარუსიაში დაკავებულია სულ 4 ადვოკატი, აზერბაიჯანში - 9, სომხეთში, თუ არ ვცდები - 6, ხოლო საქართველოში - 122. ციფრები თვითონ მეტყველებენ. როგორც მოგახსენეთ, ადვოკატს ადრე კანონი იცავდა, მისი ხელაღებით დაკავება არ შეიძლებოდა. მათი დაკავება გარკვეულ იურიდიულ სირთულეებს წარმოადგენდა. მართალია, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ გაუგებარია ადვოკატის დაპატიმრება, როდესაც აკავებენ ცრუ ბრალდებებით, რომელსაც შემდეგ სასამართლო ვერ უმტკიცებს. ადვოკატი, ისევე, როგორც სხვა ადამიანები, დაუცველია. ადვოკატთა ასოციაცია დღეს ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაცული იქნას ყველა ადვოკატის კანონიერი უფლებები, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი ძალიან ხშირად მიმართავს მსოფლიო ადვოკატთა ასოციაციას (რომლის წევრიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაა), აწვდის ინფორმაციას ადვოკატთა დევნის შესახებ. საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩამოსული და ძალიან ცუდი დასკვნა დაიდო ადვოკატთა უფლებების შელახვის და დევნის შესახებ, ამის გამო მკაცრად მიუთითეს საქართველოს ხელისუფლებასაც. თუმცა, დღემდე ამ კუთხით მდგომარეობა არ გამოსწორებულა.
- არანაირი შედეგი ამას არ გამოუღია?
- ჯერჯერობით ამ მცდელობებს მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია. თუმცა, გარკვეულწილად, შენელდა ადვოკატთა ინსტიტუციური დევნის ტემპი. ამ მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რათა ადვოკატთა სამართლებრივი დაცვის ხარისხი გაიზარდოს. რაც ასევე ხელს შეუწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას.
- რა მდგომარეობაა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ისევ გრძელდება პატიმართა უფლებების შელახვა? როგორც უფლებადამცველს, რისი გაკეთება მიგაჩნიათ საჭიროდ მის აღმოსაფხვრელად?
- არაერთხელ აღვნიშნე პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, რომლებზეც ინფორმაცია ჩვენამდე დღემდე მოდის. კერძოდ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საპატიმრო დაწესებულებებში ადგილი აქვს პატიმართა ცემის, არასათანადო მოპყრობის, არასათანადო პირობებში პირის განთავსების ფაქტებს. ამას ხელს უწყობს დახურული სისტემა და ცალკეულ თანამშრომელთა უკანონო ქმედებებზე დაუსჯელობის სინდრომი, რაც თავისთავად გამოწვეულია არასწორი სისტემური მიდგომით და საერთაშორისო მოთხოვნების გაუთვალისწინებლობით. ამ ვითარების შეცვლას ხელისუფლება ნაკლებ დროს და ყურადღებას უთმობს. უფრო მეტიც, რჩება შთაბეჭდილება, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამეფებული არასასურველი ვითარება, ხელისუფლების შეგნებული წაყრუებით არის გამოწვეული, რაც თავისთავად მძიმე შედეგებს იწვევს. პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის დამძიმებას ხელს უწყობს ასევე სისტემის მიმართ საზოგადოებრივი კონტროლის არარსებობა. ფაქტობრივად, სასჯელაღსრულების დაწესებულებების კარი 2003 წლიდან ჩარაზულია უფლებადამცველებისათვის. მანამდე ფუნქციონირებდა იუსტიციის სამინისტროში შექმნილი პენიტენციური სისტემის მაკონტროლებელი საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც ახდენდა სასჯელაღსრულებების მონიტორინგს და წარმოადგენდა საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან ბერკეტს. იმ მონიტორინგის კომისიის წევრი მეც გახლდით. მონიტორინგმა დადებითი როლი შეასრულა პატიმართა კანონიერი უფლებების დაცვაში. პატიმარს არ ეშინოდა, რომ ჩვენი მონიტორინგის შემდეგ, მის მიმართ განხორციელდებოდა რაიმე სახის ზემოქმედება, რადგანაც საბჭოს წევრებს ნებისმიერ დროს შეგვეძლო შესვლა, პატიმრის მონახულება და მისი მდგომარეობის შესწავლა. ჩვენს დასკვნებს ექვს თვეში ერთხელ წარვადგენდით სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე, რაც რეაგირების გარეშე არ რჩებოდა. დღეს კი ვითარება რადიკალურად შეცვლილია. პატიმრებში შიშის სინდრომია, რადგან მათ დაუცველობის განცდა აქვთ. პატიმრებს აფრთხილებენ, რომ თუ ინფორმაცია გავა გარეთ, მისი მდგომარეობა დამძიმდება, რის გამოც საზოგადოებაც და ადვოკატებიც ხშირ შემთხვევაში თავს იკავებენ ინფორმაციის საჯაროდ გაცხადებისაგან, თუმცა, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც თავად პატიმრებიც მოგვმართავენ განცხადებით. მოდიან მათი ოჯახის წევრები და მოგვმართავენ ადვოკატებიც. ამიტომაც აღნიშნული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გადაუდებლად მიმაჩნია მონიტორინგის მექანიზმის აღდგენა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პატიმართა საკითხებზე რეალურად მომუშავე უფლებადამცველი პირები და არა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებსაც რეალური შეხება არ აქვს პატიმრებთან და წარმოადგენენ სამოქალაქო სექტორს. ასეთი ორგანიზაციების მონაწილეობით მონიტორინგს შედეგი არ ექნება და მხოლოდ დემოკრატიულობის ფასადს შექმნის.
- ცოტა ხნის წინ შეიქმნა პატიმართა სისხლის სამართლის საქმეების შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისია, რომლის წევრსაც თქვენ, როგორც უფლებადამცველი, წარმოადგენთ. რამდენად ეფექტური იქნება ამ კომისიის მუშაობა?
- პატიმართა სისხლის სამართლის საქმეების შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაცია "დედათა კომიტეტი" გამოვიდა. კომისიის წევრად მეც მიმიწვიეს. "დედათა კომიტეტში" ძირითადად გაერთიანებული არიან პატიმართა დედები და ოჯახის სხვა წევრები. მიმაჩნია, რომ ამ კომისიის შექმნა მნიშვნელოვანი ბერკეტია საზოგადოებისთვის. ეს არის დამატებითი საშუალება, პატიმართა კანონიერი უფლებების დაცვის გზაზე, რაც ასევე ხელმისაწვდომი ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. უმთავრესია, საქმიანობა თავიდანვე სწორად წარიმართოს. ძირითადი მიზეზი, რის გამოც გამოვთქვი თანხმობა კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე, ის გარემოებაა, რომ კომისიის დებულების თანახმად, ამ კომისიის საქმიანობა აპოლიტიკურია და გამორიცხავს რაიმე პოლიტიკურად ანგაჟირებულ თემებს.
- ეს კომისია რა სახის საქმეებს განიხილავს?
- კომისიამ შეიძლება იმ პირთა საქმეები განიხილოს, რომლებიც თავს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ, მაგრამ ეს განხილვა განხორციელდება მხოლოდ საქმის სამართლებრივი და პროცესუალური თვალსაზრისით და კომისიის მიერ, დებულების თანახმად, მიენიჭება შესაბამისი სტატუსი, რომელიც ეცნობება დაინტერესებულ პირს, საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ამასთან ერთად იგეგმება საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომისიის აქტიური თანამშრომლობა პრაქტიკული თვალსაზრისით. კომისიამ თავიდანვე გამოთქვა მზადყოფნა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა, ითანამშრომლოს კომისიასთან.





fs22

ავტორი: fs22 გულიკო ბალაძე


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი