მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-15
თუმანიშვილის თეატრის სპექტაკლი უცხოელმა იმპრესარიოებმა შეაფასეს

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლ ,,რკინის ბიჭებით" იმპრესარიოები დაინტერესდნენ, სწორედ ამიტომ, თეატრალური სეზონის დახურვის მიუხედავად, თეატრში მსახიობები და სპექტაკლზე მომუშავე შემოქმედებითი ჯგუფი კვლავ შეიკრიბა და "რკინის ბიჭების" სპეციალური ჩვენება მოაწყო.
ცნობილი იტალიელი დრამატურგის ალდო ნიკოლაის პიესაზე "რკინის ბიჭები" დადგმული სპექტაკლი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრისა და თელავის თეატრის ერთობლივი ნამუშევარია. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და სცენური ვერსიის ავტორი რეჟისორი კოტე აბაშიძეა, მხატვარი - მაია სხირტლაძე, მუსიკალური გამფორმებელი - ლეონ მანველი. სპექტაკლში მონაწილეობენ გია აბესალაშვილი (ლუიჯი პალია), ვანო იანტბელიძე (ლიბერო ბოკა), სოფო გურგენიძე (ამბრა). სპექტაკლი მიხეილ თუმანიშვილის 90 წლისთავს მიეძღვნა, მისი თანადამფინანსებელი კი "თელავის ღვინის მარანია".
მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის პრემიერა გასულ წელს შედგა, მაყურებელთა ინტერესი ამ წარმოდგენის მიმართ მაინც დიდია. სპექტაკლი კინომსახიობთა თეატრისა და თელავის თეატრის ერთობლივი ნამუშევარია. იგი ორ მოხუცს შეეხება და მასში მოვლენები საკმაოდ ემოციურად ვითარდება.
სპექტაკლის რეჟისორ კოტე აბაშიძის თქმით, ამ სპექტაკლის ჩვენება დახურულ თეატრალურ სეზონზე სპეციალურად თბილისში ჩამოსული იპრესარიოებისთვის გაიმართა.
- სეზონი კი დახურულია, მაგრამ "რკინის ბიჭები" სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული იმპრესარიოებისთვის ვითამაშეთ. ისინი სხვადასხვა სააგენტოებიდან დადიან და არჩევენ სხვადასხვა სპექტაკლებს სხვადასხვა ქვეყნებში დაგეგმილი ფესტივალებისთვის. ეს იყო დახურული ჩვენება, ბილეთები არ გაყიდულა, ჩვენ უბრალოდ დავპატიჟეთ მაყურებელი. კითხვაზე, თუ რატომ მაინცდამაინც "რკინის ბიჭები", ჩემი პასუხი ასეთია - შეკვეთა იყო ასეთი. ძალიან მნიშვნელოვანი და ცნობილი დრამატურგის ალდო ნიკოლაის პიესაა. რა თქმა უნდა, თეატრის მიმართ არის ინტერესი. რაც შეეხება ამ სპექტაკლს, ის ერთი წელია სეზონშია. მიხარია, რომ ამ თემამ ქართველ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია და სპექტაკლის მიმართაც ინტერესი დიდია, - ამბობს რეჟისორი.
სპექტაკლში მონაწილე მსახიობები ერთხმად აცხადებენ, რომ პიესა საკმაოდ მტკივნეულია და მასზე მისული მაყურებელი ამ თემაზე დაფიქრდება.
- ჩემთვის ეს სპექტაკლი მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩემს კარიერაში, ვითამაშე ასეთ დიდ მსახიობებთან ერთად და მათ დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ძალიან დამეხმარნენ. სპექტაკლს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ეს სპექტაკლი ყველა თაობის მაყურებლისთვის არის, თემა მისაღებია და დასაფიქრებელი. აქედან გასულ მაყურებელს რაღაც ცვლილება ექნება მათ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, ეს სპექტაკლი ისეთია, რომ ჩაგაფიქრებს, გაგაცინებს, ცოტა გულს გატკენს კიდეც. ყველას ვურჩევ, ეს სპექტაკლი ნახოს. საბოლოო ჯამში, ვთვლი, რომ სპექტაკლი გამოვიდა ისეთი, როგორი ჩანაფიქრიც ჰქონდა რეჟისორს, - განაცხადა მსახიობმა სოფო გურგენიძემ.
ვანო იანტბელიძე თელავის თეატრის მსახიობია. ამ სპექტაკლმა კი, რომელიც კინომსახიობთა თეატრისა და თელავის ერთობლივი პროდუქციაა, ორივე ქალაქში დიდი მოწონება დაიმსახურა, ამიტომაც მსახიობისთვის მასში მონაწილეობა დიდი სიამოვნებაა.
- სპექტაკლში წამოჭრილი თემა დღევანდელობას პასუხობს. დადგმა ძალიან საინტერესოა, რადგან გადატანილია აქცენტი ფსიქოლოგიურ და არტისტულ ფოკუსებზე, რომელიც დღეს ძალიან მოენატრა ხალხს ამდენი შოუს შემდეგ. მგონია, რომ სწორედ ამით არის ეს სპექტაკლი მნიშვნელოვანი, თან ეს ისეთი თემაა, რომელიც არ ბერდება, პირიქით, უფრო სიღრმეში შედის, უფრო რთულდება. გაუცხოების თემა უფრო შემოვიდა ჩვენთან, ამდენად, ერთმანეთის მოფერება ერთმანეთზე ყურადღების გადატანა და ერთმანეთის პრობლემების რაღაცნაირად შემსუბუქება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სპექტაკლით ვცდილობთ, ეს დამოკიდებულება ადამიანებში გავაღვიძოთ. რთულია, შეხვიდე დასაწყისში და გამოხვიდე სპექტაკლის ბოლოს. ეს არ არის რაღაც კადრები, ეს აბსოლუტურად ფსიქოლოგიური დატვირთვაა, ამიტომ ამას სჭირდება გაზრდილი მაყურებელი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მცდელობაა, რომ მაყურებელი მიხვდეს ამას და გაიზარდოს. ეს სპექტაკლი უფრო ახალგაზრდებზეა, ვიდრე მოხუცებზე. მახსოვს, რამდენიმე სპექტაკლი რომ ვითამაშეთ, მაყურებელი მოვიდა და მითხრა, წავალ, ბებიას ჩავეხუტები და არასოდეს ვაწყენინებო. ეს უკვე ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის გამარჯვებაა.
რეჟისორმა კოტე აბაშიძემ განაცხადა:
- თეატრიც და სპექტაკლიც მარადიულ ფასეულობებზე, სატკივარზე უნდა იყოს, მსახიობები კი - ამ კონცეფციის გამტარები. გამომდინარე სპექტაკლის კონცეფციიდან, ჩვენი სათქმელიდან და სატკივრიდან, პიესაში კორექტივები შევიტანეთ, რაც რეჟისორისა და მსახიობების ერთობლივი მუშაობის შედეგია. მთლიანად არის შეცვლილი სპექტაკლის ფინალი. პიესაში როდესაც ლიბერო ბოკა კვდება, ლუიჯი პალიას ბუნებრივი რეაქცია აქვს, რაც დატირება-ისტერიკაში გადადის, მაგრამ ეს ისტერიკა შემდეგ ვითარდება და სხვა ფორმის ისტერიკაში გადადის, ანუ "ზეიმობს", რადგან, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები აქვს, ის ცოცხალი დარჩა. სპექტაკლში კი მსგავსი არაფერი ხდება. ლუიჯი პალიას თეატრალურად მიჰყავს იმ სოფელში, სადაც ისინი მიდიოდნენ, ჯდება ზღვის პირას და თავისუფალი კვდება ან არ კვდება. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის არის, რომ ლუიჯი პალია მოცემულ პირობას, იმ ექსტრემალურ სიტუაციას არ ეპუება და აკეთებს იმას, რასაც მთელი სპექტაკლის განმავლობაში მისგან ლიბერო ბოკა ქაჩავდა, ანუ პალია ბრძოლისუნარიანი და თავისუფალი ხდება. ამ ცვლილების მიზეზი კონკრეტულად ჩვენი სპექტაკლის სათქმელიდან გამოდის და ჩვენი პოზიცია ასეთია - მიუხედავად უამრავი სიძნელისა და პრობლემისა, თუ ადამიანი უფალმა "თავის სახედ და ხატად" შექმნა, მან უნდა შეინარჩუნოს ყველა ის თვისება, რაც ამისთვის არის საჭირო.
სპექტაკლში მონაწილე მსახიობი გია აბესალაშვილი აცხადებს, რომ ყველანი კარგად უნდა დავფიქრდეთ, რადგან მოვა დრო და ჩვენც დავბერდებით:
- ეს სპექტაკლი თელავში დაიდგა. ის თუმანიშვილის თეატრისა და თელავის თეატრის ერთობლივი ნამუშევარია. რეპეტიციები თელავში მიმდინარეობდა. ვფიქრობ, რომ იმოქმედა საზოგადოების აზრზე. ჩვენი მიზანიც ეს არის, თუ გაახსენდებათ, როგორ მიხედონ მოხუცებს, ამაზე ძვირფასი ნამდვილად არაფერი იქნება. ის თემა, რომელიც ამ სპექტაკლშია, აქტუალურია. მაშინ, როცა დავდგით ეს სპექტაკლი, მოვიწვიეთ მოხუცთა თავშესაფრიდან მოხუცები. მათზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, განიცადეს, მოეწონათ და გულთან ახლოს მიიტანეს. ერთია ვეტერანების თემა და მეორეა თავად მოხუცთა პრობლემები. ეს სოციალური თემაა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ყველგან. ვფიქრობ, რომ დავაფიქრეთ ახალგაზრდები, რადგან ჩვენც ოდესმე დავბერდებით და გავხდებით მოხუცები.








fs22

ავტორი: fs22 ეკა ირემაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი