მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-12
ნანა დევდარიანი: "ოპოზიციის გაერთიანებაში ივანიშვილს ხელი მისმა თანამებრძოლებმა შეუშალეს"

ინტერვიუ ნანა დევდარიანთან

- ქალბატონო ნანა, მოდით, ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილების შეფასებით დავიწყოთ ჩვენი ინტერვიუ. როგორც ცნობილია, მან თავი შეიკავა არჩევნებში მონაწილეობისგან. თქვენი აზრით, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო და რით იყო ეს განპირობებული?
- როგორ გითხრათ, მე ვარჩევდი, რომ ყოფილიყო სერიოზული მესამე ძალა და მას ჩასდგომოდა სათავეში ნინო ბურჯანაძე, მაგრამ ამ ეტაპზე მან, როგორც ჩანს, ასე მიიჩნია საჭიროდ, თუმცა ხანდახან პოლიტიკაში ტაიმ აუტის აღება, შეჩერება, დათმობა, იმისთვის, რომ მომავალში უფრო მეტი შედეგი მიიღო, ეს ხერხი არსებობს პოლიტიკური ბრძოლის არსენალში. ახლა, როცა ასეთი იმედები უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მან არჩია, რომ არ მიეღო საყვედურები და დარტყმები იმის გამო, რომ კიდევ ერთი ალტერნატივა ჩნდება და შეიძლება ამან ხელი შეუშალოს ივანიშვილს გამარჯვებაში. ლოგიკა ასეთია.
- განზე გადგა?
- ეს არის დროებითი შეჩერება. მოდით, ახლა ასე შევხედოთ, სულ არ არის გამორიცხული, რომ რაღაცა ისეთი დაპირისპირება მოხდეს ამ არჩევნებზე, ისევ ეძებონ ვიღაც დამნაშავე. რა თქმა უნდა, მას ამ როლში ყოფნა არ უნდა, იმის გათვალისწინებით, რაც იყო შარშან და 26 მაისს. მის მიმართ ძალიან ბევრი დარტყმა წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ უფრო დიდი დარტყმების ღირსი იყო ხელისუფლება, მაგრამ ოპოზიციის ერთმა ნაწილმა არჩია, რომ ბურჯანაძეს დასხმოდა თავს და არა ხელისუფლებას. ეს ერთი, მეორე, არ არის გამორიცხული, რომ ვითარება ისეთი შეიქმნას, რომ ახალი პარლამენტის კონფიგურაციის გამო სააკაშვილმა, რომელიც კიდევ ერთი წელი რჩება პრეზიდენტად, შეიძლება, ექვს თვეში დაშალოს ის პარლამენტი, ეს მეორე, მესამე, თუ ბიძინა ივანიშვილი ვერ მოუგებს სააკაშვილს, ის მაინც არ ექნება სათქმელი, რომ აი ბურჯანაძემ ხელი შემიშალა. ხომ გახსოვთ მისი მესიჯი, რომ თუ არ შეუძლია რამი დახმარება, გაიწიოს, ხელს ნუ შეგვიშლისო. იყო ასეთი. ფაქტობრივად, ნინო ბურჯანაძემ მოუტრიალა ეს და ზუსტად იგივე გააკეთა, რასაც ის ამბობდა. ეს, სამწუხაროდ, ივანიშვილის გამარჯვების შანსებს არ გაზრდის. მან უარი თქვა მთავარზე, რაც იყო ძირითადი, მთავარი გარანტია, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ჩამოეშორებინა, ეს იყო მთლიანად გაერთიანებული ოპოზიცია - ყველა ნაცმოძრაობის წინააღმდეგ. ივანიშვილმა ამაზე თქვა უარი.
- ბევრი მას ამ ნაბიჯს შეცდომად უთვლის. რატომ დაუშვა ივანიშვილმა ეს შეცდომა?
- არ ვიცი, ვერ ვხსნი მე ამას, იმიტომ რომ პოლიტიკურ ბრძოლას აქვს თავისი ანბანი, თავისი დაუწერელი და დაწერილი კანონები. როგორც არც ერთ გამრავლების ტაბულაში ორჯერ ორი ხუთი ვერ გახდება, ისე არის ამ შემთხვევაშიც. ამ სიტუაციაში მხოლოდ ოპოზიციური ერთობა უგებს ავტორიტარულ რეჟიმს და ასეთია დღეს საქართველოში. ეს არ არის შევარდნაძის დამთმობი ხელისუფლება. რით არის ეს განპირობებული? დიდწილად იმით, რომ თვითონ მის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარ სუბიექტურ შეხედულებებს ვერ გადააბიჯეს. ეს არ უნდათ, ის არ უნდათ და წუნია პატარძლის როლში ყოფნა კარგს არაფერს მოიტანს.
- ყველაფერზე მიდის ხელისუფლება. ოპონენტების ქონების დაყადაღება ჩვეულებად ექცა. თქვენთვისაც ცნობილი იქნება, რომ კალაძეს 17 მილიონი ჯარიმა დააკისრეს და უძრავი ქონება დაუყადაღეს.
- მე ეს სულ არ მიკვირს. თუ ვინმეს უკვირს, სწორედ ეგ არის გასაკვირი. რა, არ ელოდებოდნენ?! ეს არის ხელისუფლება, რომელსაც პირდაპირ ტერორზე არ დაუხევია უკან და მილიონებით კახი კალაძის დაჯარიმებას და დაყადაღებას რა დაუდგებოდა წინ. არც არაფერი. ეს სრულიად მოსალოდნელი იყო.
- ყველანაირი ხერხით ცდილობენ, ფინანსური წყაროები ჩაუკეტონ "ქართულ ოცნებას".
- კი, ნამდვილად ცდილობენ. ორი დღის წინ განცხადებაც იყო, აი დაიქირავა რომელიღაც სოციოლოგიური კვლევის კომპანია და ახლავე საჯარო გახადოს, რა მეთოდოლოგიით იკვლევდნენ მოსახლეობის ზარებსო.
- თვითონ ხდიან საჯაროს?
- მე ახლა გეკითხებით, 2003 წელს ზურაბ ჭიაბერაშვილი რომ აბსურდულ მონაცემებს აქვეყნებდა, რომ თურმე ყველაზე წინ სააკაშვილი ყოფილა. მე არაერთხელ მოვთხოვე მას, რომ საჯარო გაეხადა მეთოდოლოგია და საველე სამუშაოები როგორ ტარდებოდა და რანაირად. მან განაცხადა, კომერციული საიდუმლოაო. სამართლიანი არჩევნები, მე როგორც ვიცი, არასამთავრობო ორგანიზაციაა და რა კომერციული საიდუმლოება უნდა ჰქონოდა. როგორც იმ შემთხვევაში, ქცევის კოდექსზე ხელი მოგვიწერეო, რომ ჩვენ რა ციფრებიც არ უნდა დავწეროთ, თქვენ გარეთ არ გამოხვალთ და არ გააპროტესტებთო. ახლა ჩვენ რასაც გვინდა გავაკეთებთო და შენ არაფრის უფლება არა გაქვსო. პირდაპირ გეუბნება ამას და შენ ამ დროს ამბობ, ეს არ მინდა, ის არ მინდა, ეს ცუდი პარტიაა და გინდა, რომ მარტო მოიგო და იცით რა, მარტო ბიძინა ივანიშვილის სახელი და კიდევაც რომ არ აჯარიმებდნენ და ფულის ხარჯვის საშუალება მისცენ, მარტო დიდი ფული არჩევნებს ვერ იგებს. ერთიანობას აქვს საოცარი მუხტი. როცა ადამიანები ამ ერთიანობას ხედავენ, ისინი შეუშინებლები ხდებიან. ეს სულ სხვა ემოციური მდგომარეობაა. ახლა ასე ფრაგმენტირებული, იმას ის არ მოსწონს, ამას ის და როდესაც შენ თვითონ აჩვენებ მაგალითს, რომ ვიღაცა არ მოგწონს, ამომრჩეველი ფიქრობს - შენ თუ ის ვიღაცა არ მოგწონს, მე ის არ მომწონს, შენ რომ მარჯვნივ გიზის ან მარცხნივ. ეს ყველა შემთხვევაში მხოლოდ ხმებს აკარგვინებს.
- ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ თავად ივანიშვილი არ იყო კარგად ჩახედული სიტუაციაში და სხვების ზეგავლენის ქვეშ მოექცა. ყველაზე ხშირად რესპუბლიკელებს ასახელებენ.
- კი, ასახელებენ და ამის "გონივრული ეჭვი" არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ, როცა შენ შენს თავზე იღებ ლიდერობას, მან თავის თავზე აიღო ოპოზიციის ლიდერობა, ეს ძალიან მძიმე ტვირთია, ხომ? მაშინ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, რაღაც-რაღაცებში ძალიან სწრაფად უნდა მოახერხო გარკვევა. მარტო მაჟორიტარების დასახელებამ უამრავი კითხვა გააჩინა, უამრავი. ვინ რომელ კანდიდატურას სთავაზობდა, ვინ ვის ლობირებდა, ეს ცალკე სალაპარაკოა, მაგრამ ხომ უნდა გაარკვიო, იქ ადგილზე ამ ადამიანს აქვს მხარდაჭერა? იცით, როგორი სპეციფიკურია მაჟორიტარული არჩევნები? ძალიან კარგმა პიროვნებამ, მთელ საქართველოში რომ იცნობენ და პატივს სცემენ, შეიძლება, რეგიონებში ვერ მოიგოს მაჟორიტარული არჩევნები, იმიტომ რომ იქ ხალხი ხმას აძლევს, მაგალითად, არა რომელიმე ჩემპიონს ან რომელიმე ცნობილ არტისტს, რეჟისორს ან მეცნიერს, იქ ადგილზე ხმას აძლევენ იმას, ვისაც თავისიანად თვლიან, გამიგეთ? ეს ყველა მომენტი გასათვალისწინებელი იყო. მან თავისი გზა აირჩია და ვნახავთ ახლა ოქტომბერში შედეგს.
- ესეც სხვების ინიციატივით მოხდა? კანდიდატების ასეთი გზით შერჩევას ვგულისხმობ...
- ეს, იცით, როგორ არის? ფაქტობრივად, 1ქართული ოცნება" კოალიცია რომ ჰქვია, ის ატარებს ტიპური პარტიული ბლოკის ნიშნებს, როცა რამდენიმე პარტია ერთიანდება. იქ არის ძალიან მარტივი საკითხები გადასაწყვეტი, რომელიც ხშირად იწვევს ძალიან დიდ ვნებათაღელვას და შიდა დაპირისპირებებს. აი, მაგალითად, რომელ რაიონში ვისი პარტიიდან იქნება მაჟორიტარი წამოყენებული. ასევე დიდი ვნებათაღელვა იქნება ერთიანი საარჩევნო სიის შედგენის დროს, იმიტომ რომ ყველა ცდილობს, თავისი ხალხი ჩასვას წინა, გამსვლელ ადგილებში. იქ რამდენიმე ობიექტია. ეს იქნება საინტერესო, რა თანმიმდევრობით ჩაჯდებიან ეს ობიექტები. ყველა პარტია ხომ შიგნითაც ერთმანეთის კონკურენტია ამ თვალსაზრისით. განსხვავებით ამ ხელისუფლებისგან, რომელმაც ააშენა ვერტიკალი, რომელიც ზევიდან ქვევით იმართება. აქ ხომ დემოკრატიის სუნიც კი არ ტრიალებს. საბჭოთა კავშირში უნდა დაგვაბრუნოს ბიძინა ივანიშვილმაო და აქა ვართ, საბჭოთა კავშირში ვართ ახლა ამ წუთში. იმ საბჭოთა კავშირში, რომელიც ააშენა მიშა სააკაშვილმა. ჩემს აშენებულს არავის დაგითმობთო, თითქოს სულ მაგის აშენებულია და თითქოს ადამიანებს ლუკმა არ ამოუღო პირიდან. იმის მაგივრად, რომ ადამიანები ელემენტარულად გადარჩნენ, მკურნალობა შეძლონ, საკვების მიღება შეძლონ და არ შიმშილობდნენ, ამის მაგივრად რაში ხარჯავს ფულს. ხანდახან ვფიქრობ, სადმე მინის წარმოებაში ხომ არა აქვს წილი, გაავსო შუშებით ეს ქვეყანა.
- რაჭაში მოსახლეობასთან შეხვედრისას კიდევ ერთი ბრძნული გამონათქვამი გვესროლა, ოქტომბერში თავი კი არ უნდა მოვიწონოთ, არამედ თავი უნდა დავიცვათო...
- მაგათი თავდაცვა, ხომ იცი, რომ თავდასხმაა. მაგათ სხვანაირი თავდაცვა არ იციან. ე.ი. მზად იყავით, თავს დაგესხმებითო რა... მისი ლექსიკით ეს ამას ნიშნავს. ნუ გვავიწყდება, რომ ქვის სროლით მოვიდა კაცი ხელისუფლებაში. მაშინ ოპოზიციაში იყო და ხელისუფლების წარმომადგენლებს ესროდა ქვას და ახლა ხელისუფლებაშია და შენ დაასწრებ.
- მძიმე ვითარებაა, ალბათ, თქვენც დამეთანხმებით. რა პროცესებს უნდა ველოდოთ, რა შანსები აქვს ოპოზიციას? რამდენი რამდენზე იქნება პროცენტულად შანსები?
- თავად ირმა ინაშვილთან ინტერვიუში თქვა, რომ ყველაზე ცუდი შედეგი ჩვენი იქნება 40%-ო. ჰოდა, ასს რომ ორმოცი გამოაკლო, არის სამოცი და იმ სამოცს თუ სააკაშვილი და მისი სატელიტები გაინაწილებენ, მე არ მგონია, რომ ეს გამარჯვებაა. თუ მას ესმის, რომ ყველაზე ცუდი შედეგი მისი 40%-ია და ყოველთვის ცუდი უნდა იანგარიშო, ახლა უნდა ფიქრობდეს სწორედ, რომ ყველა შემოიკრიბოს და ეს ორმოცი გაზარდოს რამენაირად. ჯობდა, მაჟორიტარებზე მაინც შეთანხმებულიყვნენ, მაგრამ რატომღაც ესეც არ მოხერხდა. თუმცა მე მაინც იმედს ვიტოვებ, 30 აგვისტომდეა ვადა საბოლოო წარდგენის და, ალბათ, ცვლილებები იქნება.
- ფიქრობთ, რომ რაღაც შეიცვლება?
- რაღაცა უნდა შეიცვალოს, ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური ლოგიკა ამას კარნახობს, რომ უნდა შეიცვალოს. თუ არ შეიცვლება, მაინცდამაინც ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება მე, მაგალითად, გამიჭირდება.
- დღეს აქტიურად საუბრობენ იმას, რომ სააკაშვილს რევოლუციით წასვლა ურჩევნიაო, არსებობს ამის საფრთხე?
- სიტუაციის დაძაბვის საფრთხე სრულიად რეალურია. რაც შეეხება რევოლუციით წასვლას, როგორ გეკადრებათ. მე ყოველთვის მეცინება იმაზე, რომ შევარდნაძემ სპექტაკლი დადგა და ამ სახით გადააბარა ხელისუფლებაო. სხვანაირად გადააბარებდა, მაგრამ არსადაც არ აპირებდა ის წასვლას, წელიწად-ნახევარი ჰქონდა დარჩენილი. მე მეცინება იმაზე, ვიღაცას თუ ჰგონია, რომ სააკაშვილს ურჩევნია რევოლუციით წასვლა. სააკაშვილს ურჩევნია სამუდამოდ დარჩენა, არსად წასვლა არ უნდა. თქვენ რა გგონიათ, ასეულობით მილიონი რომ დაჯდა ის უზარმაზარი სასახლე, მინის გუმბათიანი პრეზიდენტის რეზიდენცია, იმიტომ ააშენა, რომ დატოვოს?! ამას გულისხმობს სწორედ, დათმობაზე რომ ლაპარაკობს, იმიტომ ავაშენე, ახლა შენ შეგისვაო, თორემ იუსტიციის სახლების დარდი კი არა აქვს. ამ თავის ავლაბრის რეზიდენციას გულისხმობს, თორემ სოციალური ობიექტები კი არ აქვს მხედველობაში. მეტი საქმე არა აქვს, ამდენი ხანი აშენა, ამდენი ასეული მილიონი ჩაყარა და ახლა ივანიშვილი შეუშვას შიგნით - აი, სწორედ ეს არის მაგის მესიჯი.
- შეიძლებოდეს მაინც, რომ თან გავატანოთ...
- კარგი იქნებოდა, ოღონდ ეს ცოტა რთული ამბავია... რაც შეეხება სიტუაციას, დაპირისპირების საფრთხე რეალურია. ამ გასულმა 9 წელმა არ დაგვანახვა, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. ახლა რა ანგელოზი დააჯდებათ მხარზე და გამოსწორდებიან, სხვანაირები გახდებიან თუ რა?







fs22

ავტორი: fs22 ნონა ცაბაძე


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი