fs22 "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" პოზიციის სისწორე დამტკიცდება, თუ აღმოჩნდება, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.
ეს შეფასება პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ "ნიუსპრესთან" საუბარში "დემოკატიული მოძრაობის" მიერ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის საკითხის კომენტირებისას გააკეთა.
"არამგონია ნინო ბურჯანაძისთვის საპარლამენტო კარიერამდე მისვლა დაუძლეველი ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს მან გაითვალისწინა ექსპერტთა შეფასებები, რომ "დემოკრატიული მოძრაობის" არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ოპოზიციის ხმები გაიყოფოდა და თავისი ხმები ფაქტიურად "ქართულ ოცნებას" დაუთმო" - განაცხადა საყვარელიძემ.
მისივე შეფასებით, მიუხედავად ბურჯანაძის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმისა, შესაძლოა, ეს მისთვის სამომავლოდ უფრო მომგებიანი იყოს.
"თუ აღმოჩნდა, რომ დღეისთვის საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, ამით ბურჯანაძის პლატფორმის სიწორე დამტკიცდება და გამორიცხული არ არის მომავალ პოლიტიკურ პროცესებში მას უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს, ვიდრე დღეს აქვს" - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიის ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი ოპოზიციას შორის ხმების გაყოფის თავიდან აცილებაა.
ნიუსპრესი
fs22















































































