მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-12
"ნაციონალები საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მერაბიშვილს წარადგენენ"

fs22 "ნოვოსტი აზერბაიჯანას" ინტერვიუ აზერბაიჯანელ პოლიტოლოგ ლგარ ველიზადესთან

- როგორია თქვენი მოლოდინები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით? რომელ პოლიტიკურ ძალებს შორის გაჩაღდება ბრძოლა?
- რამდენადაც მე ვიცი, საქართველოში 5-მა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადი უკვე შეიტანა. ეს პარტიებია: "ახალი მემარჯვენეები", "მერაბ კოსტავას საზოგადოება", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", "კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო" და "კონსერვატიული პარტია". შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ოპოზიციის ნაწილს შეუძლია მოიპოვოს საპროტესტო ელექტორატის ხმების 10-12%, რაც მათ სააკაშვილის მთავარი ოპონენტის - ამ მომენტში ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგედ აქცევს, ასეა თუ ისე, ყველანაირ ეჭვგარეშეა, რომ მთავარი ბრძოლა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პოლიტიკურ პარტიებს შორის გაჩაღდება.
- როგორ აფასებთ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების შანსებს?
- ივლისის დასაწყისში პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვანო მერაბიშვილი დანიშნა, რაც საკმაოდ ძლიერ სვლად ითვლება. მერაბიშვილი, რომელიც სააკაშვილის გუნდის შემოწმებულ და ერთ-ერთ ერთგულ წევრად მიიჩნევა, განსაკუთრებულ ორგანიზაციულ საშუალებებს ფლობს. სწორედ მას დაევალა წინასაარჩევნო კამპანიას თვალი ადევნოს და შესაძლო რისკების ნეიტრალიზაცია უზრუნველყოს. იმის მიუხედავად, რომ მან შს მინისტრის თანამდებობა დატოვა, მერაბიშვილი ამ უწყებაზე კონტროლს ინარჩუნებს, თავის ამჟამინდელი სტატუსით კი მან მიიღო შესაძლებლობა ყველა ძალოვან სტრუქტურაზე გავლენის სფერო გააფართოოს. სავარაუდოდ, მერაბიშვილს მმართველი გუნდი მომავალ წელს პრეზიდენტის თანამდებობაზე დაასახელებს და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მისთვის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებისკენ შუალედური შედეგი იქნება. მერაბიშვილი ხელისუფლების ერთადერთი ძლიერი ფიგურაა, რომელიც მათ შეუძლიათ, მილიარდერი ივანიშვილის მზარდ პოლიტიკურ რეიტინგს დაუპირისპირონ.
- ამავდროულად, მერაბიშვილი ელექტორატის ნდობის გარკვეული რესურსით სარგებლობს?
- დიახ, ასეა. იგი მკაცრ პოლიტიკოსად ითვლება, რომელიც საქართველოს მთავარი პოლიციელის რეპუტაციით სარგებლობს, ოპოზიცია შიშობს სწორედ იმასაც, რომ მერაბიშვილი ელექტორატის ნდობის რესურსით სარგებლობს. შსს მისი ხელმძღვანელობით დახურული და კორუმპირებული ორგანიზაციიდან გამჭვირვალე და გაცილებით სამართლიან სტრუქტურად გადაიქცა. ამიტომ ხალხის მოლოდინები მერაბიშვილთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ივანიშვილმა მოკლე პერიოდში შეძლო თავის რიგებში ქართული ოპოზიციის გამორჩეული წარმომადგენლების შეკრება. კერძოდ, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, "რესპუბლიკური პარტია" "ქართულ ოცნებაში" არიან, რაც ივანიშვილის მოძრაობას ორგანიზაციულად აძლიერებს, რომელსაც ასევე საკმარისი მატერიალური რესურსი და გარედან გარკვეული მხარდაჭერა აქვს.
- ასეთ ვითარებაში, როგორი შეიძლება, იყოს არჩევნების შედეგები?
- ვვარაუდობ, რომ ასეთ ვითარებაში, თუ ბოლო თვეებში არაფერი მნიშვნელოვანი მოხდება, მმართველ პარტიას ადმინისტრაციული რესურსებით შეიძლება, საპარლამენტო უმრავლესობის - 53-57%-ის იმედი ჰქონდეს (მეტი მას არც სჭირდება, საზღვარგარეთ საკუთარი დემოკრატიული იმიჯის მხარდაჭერისთვის), ივანიშვილის კოალიცია - 27-35% მიიღებს, პატარა პარტიები კი 7-დან 13%-მდე.
- როგორც ცნობილია, მერაბიშვილმა პრემიერის თანამდებობაზე პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი აზერბაიჯანში განახორციელა. შეიძლება, თუ არა ეს შეფასდეს, როგორც პრაგმატული ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკური ინეტერესების აზერბაიჯანთან დაახლოების კუთხით?
- ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი ადასტურებს განსაკუთრებულ მთავარ როლს, რომელსაც აზერბაიჯანი არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკაში, არამედ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მეზობლებთან ურთიერთობებაში თამაშობს. ეს სრულიად კანონზომიერია, ბოლო 5 წლის განმავლობაში ხომ აზერბაიჯანმა საქართველოს ეკონომიკაში 800 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. საერთოდ, საქართველო ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობისგან ბევრს ელის და ეს მოლოდინი ორმხრივია.

პირველი









fs22



კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი