მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-24
კახა კუკავა: "ეს არჩევნები უკვე ყალბია"

"თავისუფალმა საქართველომ" გუშინ თბილისის მაჟორიტარების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. "პრაიმ ტაიმის" ოფისში მიწვეულმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ დიდუბეში კენჭს იყრის დიმიტრი ლორთქიფანიძე, ისანში იქნება ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი, სამგორში იქნება თავისუფალი საქართველოს" გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე, ვაკეში იქნება თავად თავმჯდომარე კახა კუკავა, ისევე, როგორც წინა არჩევნების დროს იყო, კრწანისში კენჭი უნდა იყაროს აკაკი ასათიანმა, გლდანში, ნაძალადევში, საბურთალოსა და ჩუღურეთში უახლოეს დღეებში გამოცხადდება კანდიდატების ვინაობა.

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში კი კუკავას ბლოკი მხარს უჭერს "ქართული ოცნების" კანდიდატს, მსახიობ ზაზა პაპუაშვილს. კუკავას თქმით, ეს არის ცალმხრივი ჟესტი და ეს ნაბიჯი უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ ახლავე შეიძლება უკვე ჩაითვალოს, რომ პაპუაშვილი არის მაჟორიტარი დეპუტატი. კუკავა მზად არის, კონსენსუსის მიხედვით იმოქმედოს და კანდიდატურებზე სხვა ოპოზიციურ ძალებთან მიაღწიოს შეთანხმებას, თუ ასეთი სურვილი იქნება. თუმცა, ის აღიარებს, რომ ეს პროცესი მუდმივად ცალმხრივი ვერ იქნება. მთავარია, "ქართული ოცნება" ჩამოყალიბდეს იმ აზრზე, რომ აუცილებელია ოპოზიციასთან თანამშრომლობა და არა დაპირისპირება.
სახელისუფლებო მედიამ ჯერ იყო და ივანიშვილისა და ბურჯანაძის შეხვედრას მიუძღვნა ვრცელი სიუჟეტები, ახლა კი იმაზე ღელავს, ლევან გაჩეჩილაძე კუკავას ბლოკთან ითანამშრომლებს თუ არა არჩევნებისთვის.
"ლევან გაჩეჩილაძე არის ჩემი მეგობარი. რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს შეხვედრებზე, ეს არანაირად არ არის კონსულტაციები. ლევანს ამ არჩევნებზე რაიმე პოლიტიკური მიზნები არ გააჩნია", - განმარტა კუკავამ.
კუკავა იმასაც უარყოფს, რომ ოდესმე ბურჯანაძესთან დაბლოკების თაობაზე რაიმე სახის კონსულტაციები ჰქონია. ამის მიზეზი ის იყო, რომ დემოკრატიულ მოძრაობას არ ჰქონდა განცხადებული სურვილი ამ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. კუკავა დღეს ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ რჩება ბურჯანაძესთან პარტნიორულ რეჟიმში, საუბრობს მასთან, აქვს შეხვედრები. "დემოკრატიული მოძრაობა", "თავისუფალი საქართველო" და "სახალხო კრება", კუკავას აზრით, არიან ერთი დიდი პოლიტიკური ერთობითა და ფლანგით წარმოდგენლები. საარჩევნო ერთობა პოზიციათა სხვაობის გამო ვერ შედგა. კუკავა ახლაც არ აპირებს, მიბაძოს ბურჯანაძის მაგალითს და მოხსნას თავისი ბლოკი არჩევნებიდან, თუმცა, იმედოვნებს, რომ ბურჯანაძე ძველი მეგობრობის გამო მხარს მის ბლოკს დაუჭერს, როგორც ნამდვილი ოპოზიციის წარმომადგენელს.
კუკავას აზრით, ყველა საარჩევნო ოლქზე ცალმხრივად კანდიდატების დათმობა მისი ბლოკის მიერ კაპიტულაციად იქნება აღქმული. რაც შეეხება პაპუაშვილთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებას, პირველი ოქტომბრის შემდეგ ოპოზიციას მოუწევს რუსთაველის გამზირზე მისი ხმების დაცვა.
"ვიცი ოპოზიციაში ხალხი, რომლებიც, ჯერ არ იქნება გამოცხადებული შედეგები, რომ შეცვივდებიან სპიკერის კაბინეტებში, დაიწყებენ მოლაპარაკებებს კომიტეტების თავმჯდომარეების კაბინეტებში და ვიქნებით ოპოზიციიის ის ნაწილი, რომელიც დადგება რუსთაველზე და ბოლომდე დაიცავს თავის ხმებს. არსებობს ოპოზიციის ნაწილი, რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები და არ ვიცი, ეს ხალხი გადაწყვეტილად რომელ ტაქტიკას აირჩევს. ზაზასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ არსებობს, ზაზა ის ადამიანია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მოიგებს არჩევნებს, მაგრამ ის მაინც იდგება რუსთაველზე ბარიკადებზე ხალხის არჩევანის დასაცავად", - აცხადებს კუკავა.
საინტერესოა, რას იზამს ოპოზიცია და კერძოდ კუკავას ბლოკი, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები დასკვნას დადებენ, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა. ამაზე კუკავა ამბობს, რომ ორი დღის წინ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ შეფასებული წინასაარჩევნო პროცესი მას ამის საფუძველს არ უტოვებს. დამკვირვებლებმა ამ პროცესს უკვე უწოდეს ლენინიზმის ნიშნების მატარებელი. მსგავსი შეფასებები კუკავამ ვერ გაიხსენა ბელორუსთან, ყაზახეთთან მიმართებით. თუკი მაინც საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასება იქნება, რომ ყველაფერი ძლიერ კარგად არის, კუკავას თქმით, მისთვის გადამწყვეტი იქნება მხოლოდ ქართველი ხალხის არჩევანი და შეფასება.
- თუ გადამწყვეტი ევროპელი დამკვირვებლები არიან, მაშინ რატომ ვხსნით უბნებს ხარაგაულსა და ზესტაფონში? გავხსნათ საარჩევნო უბნები ბრიუსელსა და სტრასბურგში და, რასაც იტყვიან ევროპელი დამკვირვებლები, ისე მოვიქცეთ. არც ერთ ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლები არ წარმოადგენენ ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყაროს, - მიაჩნია კუკავას.
ხელისუფლება და მასთან ერთად მისი მედიასაშუალებები ოპოზიციის მისამართით აცხადებენ, რომ ოპოზიცია ქუჩის აქციებისთვის ემზადება. ამ დროს კი ოპოზიცია ფიქრობს, რომ არაპროპორციული წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში ეს არჩევნები, ფაქტობრივად, უკვე ყალბია. კუკავას თქმით, ფინანსური სანქციები, ოპოზიციის წევრთა დაპატიმრებები, ქვების სროლა ოპოზიციის აქტივისტების მიმართ, ბილბორდები დედაქალაქსა და მის გარეთ, რომლებზეც მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატები არიან გამოსახული და არც ერთი არ არის ოპოზიციიდან - ეს ყველაფერი უკვე გაყალბებას ნიშნავს. ასეთი რამ მხოლოდ ჩრდილო კორეაშია. არც აზერბაიჯანში, არც ბელორუსში - არსად მსგავსი მაგალითები არ არის.
"ჩვენ ვატარებთ არჩევნებს, რომელიც შეშურდება მსოფლიოს ყველაზე უფრო მძვინვარე დიქტატურებს", - აცხადებს კუკავა.
"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი აღიარებს, რომ ფინანსურად ძალიან უჭირთ და არჩევნებს უფულოდ ატარებენ.








fs22

ავტორი: თამარ ნინიძე


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი