მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-24
ვანო მერაბიშვილი: "მირჩევნია ,ვიყო 4500 სოფლის რწმუნებულის პრემიერ-მინისტრი, ვიდრე - 18 მინისტრის"

fs22 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მისი მთავრობის მთავარი პრინციპი ხელისუფლების დეცენტრალიზაცია იქნება. მან ეს განცხადება ბოლნისში ფერმერებთან შეხვედრისას გააკეთა, რომლის ძირითადი თემა მთავრობის მიერ განხორციელებული და მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი ინიციატივები იყო.
ერთ-ერთი ინიციატივა, რომლითაც პრემიერ-მინისტრი ბოლნისში ფერმერებთან შეხვედრაზე გამოვიდა, სწორედ ხელისუფლების დეცენტრალიზაციას ეხებოდა.
ვანო მერაბიშვილის თქმით, მისი მთავრობის მთავარი კურსი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებების ძირითადი ნაწილის -- 90 პროცენტის გამგებლების, საკრებულოებისა და სოფლის რწმუნებულებისათვის გადაცემა. შესაბამისად, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ნებართვების, ლიცენზიების თუ სხვა რეგულაციების საკითხები ადგილზე გადაწყდება. ლაპარაკია ხე-ტყის, ქვის დამუშავების, წყლის რესურსების გამოყენების, პროდუქციის წარმოებისა თუ სხვა საკითხებზე.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილების კონკრეტულ ადგილზე მიღება გაცილებით შედეგიანი იქნება.
"მირჩევნია, ვიყო 4500 სოფლის რწმუნებულის პრემიერ-მინისტრი, ვიდრე -- 18 მინისტრისა. გაცილებით უკეთესია, გადაწყვეტილება ადგილზე მიიღებოდეს, ვიდრე ცენტრში, რადგან გამგებლებმა და რწმუნებულებმა უკეთ იციან სოფლის პრობლემები, ვიდრე მინისტრმა, რაოდენ განათლებულიც უნდა იყოს იგი. მინისტრი ვერასდროს მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველა სოფელს აწყობს", -- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მედიანიუსი







fs22



კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი