მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-24
საქართველო ყველა მაჩვენებლით წინ მიდის

fs22 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჭიათურის რაიონის სოფელ სვერის მოსახლეობას შეხვდა. მან იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში სექტემბრიდან ამოქმედდება. შეეხო სოციალურ დახმარებებსა და სახელმწიფო დაზღვვეის ახალ სისტემას და სამომავლოდ განსახორციელებელ ინფრსტრუქტურულ პროექტებს. იგი სოფლის მოსახლეობას ყველა პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. მისი თქმით, საქართველო სწრაფად ვითარდება. ხელისუფლების მიზანია, ამ წინსვლამ თითოეულ ოჯახში შეაღწიოს.
"როცა სოფლების ორღობეებში დავდივარ, კარგად ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანისათვის არაფერი შეცვლილა. მაგრამ მთლიანობაში ქვეყანა ყველა მაჩვენებლით წინ მიდის. ჩვენი ამოცანაა, ამ წინსვლამ თითოეული სოფლის ორღობეში, თითოეულ სკოლაში, თითოეულ ოჯახში, პატარა ქალაქსა და პატარა უბანში შეაღწიოს. ან შევინარჩუნებთ ამ წინსვლას, ან რეალურად უფსკრულში გადავიჩეხებით. ვიწრო გზაზე მივდივართ. მარჯვნივაც უფსკრულია და მარცხნივაც. ამ გზაზე უკან დაქანება ან ცოტა მარცხნივ და მარჯვნივ ფეხის გადაცდომა უფსკრულში გადაჩეხვას ნიშნავს. უფსკრულიდან კი უკან აღარ ამოდიხარ. ჩვენ გვინდა, პირიქით, კი არ გადავიჩეხოთ, არამედ, როგორი ძნელიც არ უნდა იყოს ეს გზა, როგორი მოსახვევებიც, როგორი აღმართებიც არ უნდა იყოს, ჩავიდეთ დანიშნულების ადგილზე, სადაც უფრო ნორმალური ცხოვრება იქნება და სადაც ეს წინსვლა ათმაგად გაგრძელდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან ჭიათურელებს გაახსენა, თუ რა კრიმინალი და კორუფცია იყო ქვეყანაში.
"მინდა თითოეულ ჭიათურელს ვუთხრა: დაგავიწყდათ, როგორი კრიმინალი, როგორი კორუფცია, როგორი სიტუაცია იყო? თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს მოცემულობაა და ხეზე იზრდება, როგორც ტყემალი. არაფერი არაა მოცემულობა. რეალობა არის ის, რომ ეს მოვიდა უამრავი შრომით, ბრძოლით, უამრავი მტრის გაჩენით და იმით, რომ ვიყავით ძალიან ჯიუტები იმაში, რომ უკან არ დაგვეხია", -- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მედიანიუსი






fs22



კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი