მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-24
კნუტ ვოლებეკი: "ქართული სოფლების დანგრევა საერთაშორისო სამართლის დანაშაულია!"

ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის კნუტ ვოლებეკის განცხადებით, ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლების განადგურება საერთაშორისო სამართლის დანაშაული იქნება. ვოლებეკი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, ქართულ სოფლებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებები გააკეთოს. შესაბამისი განცხადება ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"ასეთი გეგმები, შესრულების შემთხვევაში, იმ ეთნიკურად ქართული სოფლების მცირე ნაწილსაც გაანადგურებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემორჩა. სახლები, რომლებიც ამ სოფლებში დგას, სოფლის მცხოვრებლებს ეკუთვნით და არ უნდა დაინგრეს. საერთაშორისო სამართლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება აქვთ და მათ საკუთრებას პატივი უნდა სცენ", - აცხადებს ვოლებეკი.
უმაღლესი კომისარი დე ფაქტო მთავრობისგან ქართულ სოფლებთან დაკავშირებულ განზრახვებზე კონკრეტულ განმარტებას ითხოვს. მისივე თქმით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი კრძალავს რეპრესიებს სამოქალაქო პირებისა და მათი საკუთრების წინააღმდეგ; ქართული სოფლების დანგრევა, თუ ეს განხორციელდა, საერთაშორისო სამართლის დანაშაულია:
- მივმართავ თხოვნით რეგიონის ფაქტობრივ მმართველობასა და კომპეტენტურ ორგანოებს, პატივი სცენ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებას და შეასრულონ საერთაშორისო სამართლით დაკისრებული მოვალეობები. განცხადება ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლების სრულად დანგრევის განზრახვაზე ამ ძალიან არამდგრად რაიონში პროვოკაციულია და თუ ის შესრულდება, აღმოჩნდება, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეთნიკური ქართველები აღარ დარჩებიან. გარდა ამისა, ეს პოტენციური დანაშაული ხელს შეუშლის მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2008 წლის საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე საკუთარ სახლებში ძალიან ცოტა ეთნიკური ქართველი დაბრუნდა, რადგან უსაფრთხოების მხრივ ვითარება რთულია; უმაღლესი კომისარი დიდი ხნის განმავლობაში შეშფოთებული იყო იმ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობით, რომელიც ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა.
კნუტ ვოლებეკი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ეწვევა ცხინვალს, რათა იქ არსებულ ვითარებას გაეცნოს და შექმნილი მდგომარეობა რეგიონის დე ფაქტო ლიდერებთან განიხილოს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის განკარგულებით, "ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე ქართული სოფელი, რომლებიც აგვისტოს ომის დროს დაიცალა, აღარ იარსებებს".
როგორც თიბილოვმა აღნიშნა, ქართული სოფლების ადგილზე სამრეწველო და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი ობიექტები განთავსდება. დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, "ყოფილ სოფლებს" არც გეოგრაფიული სახელწოდებები შეუნარჩუნდებათ".
- სახელწოდებების შენარჩუნების აუცილებლობა არ არსებობს, რამდენადაც ისინი, როგორც დასახლებული პუნქტები, აღარ იარსებებს, - განაცხადა თიბილოვმა.
როგორც რუსული გამოცემა "იზვესტია" წერს, "ქართული ანკლავი ცხინვალს მჭიდროდ ესაზღვრებოდა. სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის ქუჩის ბოლო სახლის შემდეგ მალევე ქართული სოფელი თამარაშენი იწყებოდა. სულ ანკლავში 8 დასახლებული პუნქტი იყო. მათ შორის ყველაზე მასშტაბური ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის დამაკავშირებელი ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალის გასწვრივ იყო განლაგებული. ეს არის ქურთა, აჩაბეთი, კეხვი და თამარაშენი. ანკლავი სამხრეთ ოსურ დაბა ჯავასთან (ძაუ) მთავრდებოდა, სადაც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაა განლაგებული". "ანკლავი 1989-1992 წლებში ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად ჩამოყალიბდა, როდესაც ამ სოფლებიდან ოსური მოსახლეობა იქნა გაძევებული. საქართველოს ხელისუფლებასთან მშვიდობიანი შეთანხმების გაფორმების შემდეგ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიის რიგ ტერიტორიებზე კონტროლი შენარჩუნდა. რიგი ქართული ანკლავები ჩამოყალიბდა, რესპუბლიკის ლენინგორის რაიონი კი სრულად ქართული ძალების მიერ იქნა დაკავებული. თუმცა, სწორედ ცხინვალის ჩრდილოეთ ანკლავმა, რომელიც რუსეთის გზას ჭრის, ოსების ცხოვრება ძალიან გაართულა. არაღიარებული რესპუბლიკის მცხოვრებნი იძულებული გახდნენ, შემოვლითი ძარის გზით ესარგებლათ.
ანკლავში საკმაოდ მდიდრულად ცხოვრობდნენ. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ რაიონში ფული ჩადო და ოსებისთვის თბილისის იურისდიქციის ქვეშ დაბრუნების მიმზიდველობის დემონსტრირება მოახდინა. სოფლის მოსახლეობის განკარგულებაში იყო სავაჭრო ცენტრი, ბანკი, კინოთეატრი. ანკლავი საქართველოს ხელისუფლების სავიზიტო ბარათად იქცა. მის ტერიტორიაზე საქართველოს მხარეზე გადასული ოსებისთვის ცალკე კვარტალი აშენდა, ქურთაში კი სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ხელისუფლების პროქართული ხელმძღვანელის რეზიდენცია განლაგდა.
2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოსთან დამაკავშირებელი ხეობიდან ანკლავის მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია განახორციელა. ცხინვალის შტურმის ღამეს კი ანკლავიდან ქალაქის მიმართულებით ყუმბართმტყორცნებიდან ისროდნენ. მოგვიანებით 58-ე არმიამ დედაქალაქის ჩრდილოეთიდან ქართველი სამხედროები განდევნა. იქ ოსები წავიდნენ. დაიწყო სოფლების ძარცვა, სახლებს ძარცვავდნენ და წვავდნენ. ქართველებს კი, რომლებიც სოფლებში იყვნენ დარჩენილი, ტყვედ იყვანდნენ, რათა შემდეგ ქართველი სამხედროების მიერ ოსური სოფლებიდან წაყვანილ ოსებში გაეცვალათ", - წერს რუსული გამოცემა.
ამასთან, მისივე ცნობით, "ცხინვალის რიგი მცხოვრებლები და ადმინისტრაციის ჩინოვნიკებიც კი, რომლებმაც ვინაობის დასახელება არ ისურვეს, საუბრობენ იმაზე, რომ სახლებს წვავდნენ, რათა ქართველ მოსახლეობას, პოლიტიკოსებს შორის გარკვეული შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში", უკან დაბრუნების საშუალება არ ჰქონოდა.
"მე ვთქვი, რომ სახლები ჯერჯერობით აღებული არ არის, თუმცა, ჩვენ ვგეგმავთ, ტერიტორია, სადაც ეს ნანგრევებია, იურიდიულად გავაფორმოთ, რათა ხვალ-ზეგ ჩვენ მიმართ არც ერთი მხრიდან კითხვები არ გაჩნდეს", - განაცხადა თიბილოვმა.
"დასანგრევი და ასაღები ბევრი აღარაფერია. 3-4 წლის შემდეგ ამ ადგილების ცნობა გაჭირდება. მეტ-ნაკლებად მთელი სახლები მხოლოდ თამარაშენშია დარჩენილი (იქვეა აგებული ახალი მიკრორაიონი "მოსკოვსკი"). არავინ შეხებია კეხვის სამლოცველოს. თუმცა, სახლების უმრავლესობა ბოლომდე დანგრეულია. ბევრ ადგილზე, სადაც ადრე ქუჩები იყო, ახლა სუფთა ხედი მოჩანს. სახლებს, პრაქტიკულად, სახურავები არა აქვს, შენობების უმრავლესობიდან მხოლოდ კედლებია დარჩენილი. ამ სურათის ნახვა შეეძლო რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევსაც, რომელიც 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთს ესტუმრა. რუსეთის მთავრობის მეთაურის კორტეჟმა ჟურნალისტებთან ერთად ყოფილი ქართული ანკლავების ტერიტორიაზე ორჯერ გაიარა", - წერს "იზვესტია".
აქვე, ცნობისთვის, დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი ქარელის რაიონის სოფელ ზემო დვანში 1952 წლის 28 მარტს დაიბადა.
1974 წელს დაამთავრა ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
1975 წლის ნოემბრიდან 1981 წლის აგვისტომდე განათლების სისტემაში მუშაობდა.
1981 წლის სექტემბერში ჩაირიცხა სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში. კგბ-ს უმაღლესი კურსი მინსკში დაამთავრა.
1992 წლის 28 მაისს სამხრეთ ოსეთის უშიშროების მინისტრად დაინიშნა.
1992 წლის 14 ივნისიდან 1995 წლის 1 იანვრამდე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული ჯგუფების უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა. 1998 წელს გენერალ მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა.
1998 წლის აგვისტოში დაინიშნა სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. ამავე დროს, 2002 წლის თებერვლამდე იყო ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების საქმეში შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარე.
მუშაობდა სამხრეთ ოსეთის პარლამენტის აპარატში. იყო სამხრეთ ოსეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.
2004 წლის პირველი ნოემბრიდან სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის განკარგულებით ლეონიდ თიბილოვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი მიენიჭა.
იყო სამხრეთ ოსეთის მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
2006 წელს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში თიბილოვმა ხმების 0,9% მიიღო.
2007 წლის ივნისიდან 2009 წლის სექტემბრამდე იყო ცნობილი ბიზნესმენის ალბერტ ჯუსოევის კუთვნილი "პირველი რესპუბლიკური ბანკის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე.
2009 წლის სექტემბრიდან 2012 წლის თებერვლამდე იყო ქართულ-ოსური ურთიერთობების პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მრჩეველი.
დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.









fs22

ავტორი: fs22 გერა მამულაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი