მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-24
თაქთაქიშვილი ეუთოს შეფასებას მისთვის არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებით ხსნის

fs22 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო ვითარებაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის კრიტიკული შეფასება "კონკრეტული პარტიის ლობისტების მიერ მიწოდებული არაზუსტი ინფორმაციით არის განპირობებული".
პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იგი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტ, ტონინო პიცულასა და ამავე ასამბლეის პრეზიდენტ, რიკარდო მილიორის შესაბამის განცხადებებს გამოეხმაურა.
პიცულას განცხადებით, ასამბლეას განსაკუთრებით რამდენიმე სამართალდამცავი ინსტიტუტის მოქმედება აწუხებს. "ჩვენი აზრით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ფართოდ იყენებს თვითნებურ ძალაუფლებას პარტიის თუ ინდივიდუალური ხარჯვის კანონიერების დასადგენად და იღებს საეჭვო გადაწყვეტილებებს და მკაცრ ჯარიმებს აკისრებს ნათელი ან გამჭვირვალე ინსტრუქციების გარეშე. ჯარიმები არის არაპროპორციული და აშკარად შერჩევით არის გამოყენებული", -- აღნიშნა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა.
რიკარდო მილიორის თქმით კი, იგი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში ლენინიზმის ნიშნებს ხედავს.
როგორც ჩიორა თაქთაქიშვილმა მათ პასუხად აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" მოწოდებულია, დარჩენილი დრო წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარიმართოს იმდაგვარად, რომ თავისი საქმიანობით სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში შეიტანოს წვლილი.
"მნიშვნელოვანია და განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლოა, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის კონკრეტული პარტიის ლობისტების მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იყოს ზუსტი", -- აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავისი საქმიანობა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტებით წარმართოს და თითოეულ ქმედებაზე ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობას, ამომწურავი ინფორმაცია გააცნოს.
თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ ეუთოს დელეგაციამ ხაზი იმ წარმატებებს გაუსვა, რომელსაც საქართველომ 2008 წლის არჩევნების შემდეგ მიაღწია.
"საუბარი იყო იმ აშკარა ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია სიების დაზუსტებისკენ, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და მედიის ხელმისაწვდომობის გაფართოებისკენ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება. ამ მიზნის მისაღწევად მან უმცირესობას მოუწოდა, რომ კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედოს, ასევე არჩევნების შედეგები აღიაროს", -- აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
მან ხაზი იმ გარემოებასაც გაუსვა, რომ ხელისუფლებამ არჩევნების სამართლიანად ჩატარების უზრუნველსაყოფად მზადყოფნა გამოთქვა და საერთაშორისო ორგანიზაციები საარჩევნო პროცესებზე დასაკვირვებლად საქართველოში ადრეულ ეტაპზევე მოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი გუშინ დაასრულა.

მედიანიუსი








fs22



კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი