მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-23
წალენჯიხაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს პეპლის შესაწამლი ხსნარი შეასხეს

კოალიცია "ქართული ოცნების" წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გია ნაჭყებიას სოფელ ჯგალის მოსახლეობასთან შეხვედრის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა.
სოფლის სტადიონზე დეპუტატობის კანდიდატთან შესახვედრად შეკრებილ ხალხს ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ხსნარის შესასხურებელი მანქანით დაერივნენ.

როგორც "ივერონს" თვითმხილველებმა შეატყობინეს, ტერიტორიაზე შემოსულმა მანქანამ მომწამვლელი შხამქიმიკატი პირდაპირ ადამიანების მიმართულებით გააფრქვია. სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილ მანქანაში მძღოლი და სოფლის რწმუნებული იმყოფებოდნენ. ამ ფაქტმა ხალხის აღშფოთება გამოიწვია.
ქიმიური ნივთიერების შესხურების შედეგად 5 ადამიანი მოიწამლა. მათ თავის მწვავე ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა და ორიენტაციის დაკარგვა აღენიშნებათ.
გია ნაჭყებიას განცხადებით, ეს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი მორიგი პროვოკაცია და მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.
- სოფელში შესვლისთანავე ეს მანქანა აგვედევნა და შეკრების ადგილთან შორიახლოს გაჩერდა. როდესაც ხალხი მოგროვდა და საუბარი დავიწყეთ, ჩვენკენ წამოვიდა. კი მივხვდით, რასაც აპირებდა, მაგრამ ისე სწრაფად მოგვიახლოვდა, ვერაფერი მოვიმოქმედეთ. ირგვლივ თეთრი ნისლი დადგა და ხილვადობა გაძნელდა. ადგილობრივებმა მანქანაში სოფლის რწმუნებული ამოიცნეს. მე ახლა წამოვედი ჯგალიდან და ვაპირებ, ეს ამბავი თბილისში კოალიციას შევატყობინო. არსებობს ადგილზე გადაღებული ვიდეომასალაც, - აცხადებს ნაჭყებია.
- ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ სტადიონის ტერიტორიაზე არც ერთი ხე არ იდგა და ირგვლივ არც თხილის ნარგავები იყო. ამ საქციელით ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობა "შეწამლა". მიზანი ჩვენი შეხვედრის ჩაშლა იყო, თუმცა არ გამოუვიდათ. სტადიონის მოპირდაპირე მხარეს გადავედით და შეხვედრა იქ გავაგრძელეთ, - აცხადებს ნაჭყებია.
იძულებული გავხდით, ტერიტორია დაგვეტოვებინა და შეხვედრა სხვაგან გაგვეგრძელებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, პეპლის საწინააღმდეგო საწამლავმა ადგილობრივების მოწამვლა მაინც მოასწრო. ათამდე მხარდამჭერს მოწამვლის ნიშნები უკვე ეტყობა - ღებინება დაეწყოთ, თვალები უცრემლიანდებათ და ხორხის არეში წვა აღენიშნებათ, - განაცხადა ნაჭყებიას პრესსამსახურის წარმომადგენელმა ბერდია კალანდიამ და დასძინა, რომ მოწამლულებს საავადმყოფოში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა სტადიონზე იმართებოდა, სადაც მცენარეთა შეწამვლის აუცილებლობა არ არსებობს. შხამქიმიკატები კი, მისი გასაფრქვევი აპარატურითურთ, მუნიციპალიტეტებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაეცათ თეთრი პეპლის წინააღმდეგ ქიმიური წამლობის განსახორციელებლად. პროცესის საკოორდინაციოდ კი სპეციალური შტაბი ფოთში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ გახსნა.
საკოორდინაციო შტაბის ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობა ის გახლდათ, რომ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელთათვის შხამქიმიკატების გამოყენების წესები კარგად აეხსნათ.
როგორც ჩანს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესაწამლი მანქანების "პოლიტიკური მიზნით" გამოყენება გადაწყვიტა.
"ქართული ოცნების" წალენჯიხის მაჟორიტარი კანდიდატის გიორგი ნაჭყებიას განცხადებით, "ვარდების რევოლუციის აკვნად მონათლული წალენჯიხელების ოცნება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაა.
როგორც "პირველს" ნაჭყებიამ განუცხადა, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, კოალიციის წინასაარჩევნო შეხვედრები ჩაშალოს და ექსცესები მოაწყოს.
მისივე ინფორმაციით, წალენჯიხის ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მოსახლეობასთან შეხვედრების ჩაშლის მიზნით, შექმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კაკაჩია ხელმძღვანელობს.
- ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელსაც წალენჯიხის სოფლებში შეხვედრებისას ვაწყდები, ინფორმირებულობის დაბალი დონე და შიშის სინდრომია, თუმცა დღითიდღე წალენჯიხელებში შიში ტყდება და ოპტიმიზმი და ცვლილებებისთვის მზადყოფნა იზრდება. რვა წლის განმავლობაში წალენჯიხისა და წალენჯიხელებისთვის არაფერი გაკეთებულა და დღეს "ვარდების რევოლუციის აკვნად" მონათლული წალენჯიხელების ოცნება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაა, - განაცხადა ნაჭყებიამ და დასძინა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია:
- წალენჯიხა ყველაზე დაჩაგრული რაიონია. აქ არც ერთი საწარმო და ქარხანა არ მუშაობს. რაიონში უმუშევრობის დონე მაღალია. ეს ყველაფერი კი იმის მანიშნებელია, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უნდა დასრულდეს.
წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. მდებარეობს მდინარე ჭანისწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 222 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. მოსახლეობა 8,9 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები.











ავტორი:  გერა მამულაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი