ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ბარამიძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.
როგორც "მედიანიუსს" სახელმწიფო მინისტრის აპარატში განუცხადეს, მის მოვალეობას მისი მოადგილე ელენე ხოშტარია შეასრულებს. აპარატის ინფორმაციით, ხოშტარია ბარამიძის ერთადერთი მოადგილეა და ადგილზე მისი არყოფნის შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობას სწორედ ის ასრულებს.
"იმისათვის, რომ ელენე ხოშტარიამ გიორგი ბარამიძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მისი მოვალეობა შეასრულოს, ოფიციალური ბრძანების დაწერა საჭირო არ არის. ეს ისედაც ავტომატურად ხდება", -- აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, მაჟორიტარად დასახელებულ კანდიდატს საჯარო სამსახურში მუშაობის გაგრძელების უფლება არ აქვს.
მედიანიუსი















































































