მოძრაობამ ,,სამართლიანი საქართველოსთვის" კასპის, ხაშურისა და ქარელის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
როგორც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის ლიდერმა სერგო ჯავახიძემ განაცხადა, ქარელში მოძრაობიდან მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ლალი რუსაშვილი, ხაშურში რამაზ ახალკაცი, ხოლო კასპში ნოდარ გუგულაშვილი.
ჯავახიძის თქმით, ყველა ეს ადამიანი დაფუძნების დღიდან მოძრაობის წევრია და საკმარისი გამოცდილება აქვთ იმისათვის, რომ კონკურენცია გაუწიონ სხვა პარტიების წარმომადგენლებს.
,,ჩვენი მაჟორიტარები როგორც დღეს მუშაობენ, ისე იმუშავებენ შემდეგშიც, მიუხედავად იმისა, იქნებიან თუ არა პარლამენტის წევრები. ჩვენ გვეყოლება ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურად გაუსვრელი, სუფთა სახეები არიან. მათ პოლიტიკა ბიზნესად არ მიჩნიათ. ჩვენი სლოგანიც ეს არის - "მოვდივართ, რომ ვემსახუროთ", - განაცხადა ჯავახიძემ და განმარტა, რომ მოძრაობა არჩევნებში მაჟორიტარობის 60 კანდიდატით გავა.
მისივე თქმით, შესაძლოა, მათ ყველა რეგიონში არ ჰყავდეთ მაჟორიტარობის კანდიდატი, მაგრამ ისინი იმ რეგიონებში პარტიული სიით იმუშავებენ.
მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსთვის" უახლოეს მოამვალში წარადგენს მაჟორიტარობის კანდიდატებს კახეთში, იმერეთსა და თბილისში.
მედიანიუსი















































































