მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-21
ხიდაშელი იორმუღანლოს ინციდენტზე რეაგირებას ითხოვს

კოალიცია "ქართული ოცნების" საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თინათინ ხიდაშელი უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, გიგა ბოკერიას სოფელ იორმუღანლოში 17 აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვს. მან ბოკერიას ამისკენ დღეს გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა.
ხიდაშელის თქმით, ლაპარაკია იორმუღანლოს ბაზარში მომხდარ ინციდენტზე, სადაც იგი წინასაარჩევნო კამპანიას მართავდა.
ინციდენტის ინიციატორნი ამავე სოფლის საკრებულოს წევრის ვაჟი და გამგებლის დისშვილები არიან. ისინი ფსევდო "ინფო-9"-ის ჟურნალისტს დაესხნენ თავს, რომელიც ნამდვილი "ინფო-9"-ის ჟურნალისტი ეგონათ. თუმცა სამართალდამცავებმა თავდამსხმელების ჩვენების საფუძველზე "ქართული ოცნების" აქტივისტები, მისი საარჩევნო შტაბის წევრები: მუბარიკ მამედოვი და ნათიკ სულეიმანოვი დააკავეს. ხიდაშელის ინფორმაციით, აქტივისტთაგან ერთი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა, მეორე კი მხოლოდ მოჩხუბრებს აშველებდა. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 აგვისტოს 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ხიდაშელის განცხადებით, მან ინციდენტის გამოძიების მოთხოვნით საჩივარი იორმუღანლოს პოლიციაში 17 აგვისტოსვე შეიტანა და ჩხუბის ამსახველი ვიდეომასალა უწყებათაშორის კომისიასა და საერთაშორისო ირგანიზაციებშიც გაგზავნა. თუმცა ფაქტს რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.
ხიდაშელმა პრესკონფერენციაზე იორმუღანლოში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც წარმოადგინა. მისი განმარტებით, ვიდეომასალა კარგად ასახავს, თუ როგორ დაესხნენ თავს ჩხუბის ინიციატორები ფსევდო "ინფო 9"-ის წარმომადგენლებს, რომლებიც ნამდვილი "ინფო 9"-ის ჟურნალისტები ეგონათ.
"იქ იყო ცემა და ფიზიკური შეურაცხყოფა. ისინი ჩემზეც იწევდნენ, თუმცა სამწუხაროდ, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალა ჩვენ არ გვაქვს. ამ ხელისუფლების პირობებში კი იმის დამტკიცებაც ძნელია, რისი ამსახველი მასალაც გვაქვს. მოვუწოდებთ გიგა ბოკერიას და უწყებათაშორის კომისიას, არ გაბედონ გამგებლებმა და მათმა შვილებმა ჩვენი საარჩევნო შეხვედრების ჩაშლა, რადგან ჩვენ კამპანიას გავაგრძელებთ და სრული პასუხისმგებლობა ადგილობრივ პოლიციას და პირადად გიგა ბოკერიას დაეკისრებათ", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მისივე ინფორმაციით, იორმუღანლოში ხელისუფლებისადმი ხალხის სიბრაზის ხარისხი ძალიან მაღალია, რადგან მათ მიმდინარე წლის მარტში საძოვრები გაუყიდეს.
მისივე ინფორმაციით, კოალიციის ადგილობრივი შტაბის დაკავებული წევრებისათვის 15-დღიანი პატიმრობის განაჩენი დღეს სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

მედიანიუსი









fs22



კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი