მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-21
ცესკოში პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია დასრულდა

19 აგვისტოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციაზე განაცხადების მიღება დასრულდა.
ცესკოს ცნობით, 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის დარეგისტრირდა ორი საარჩევნო ბლოკი; ესენი არიან: "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" (ბლოკში ერთიანდებიან პარტიები - "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" და "საქართველოს ევროპელი დემოკრატები") და "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" (ბლოკში ერთიანდებიან - პ/გ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "საქართველოს კონსერვატიული პარტია", პ/მ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საქართველოს რესპუბლიკური პარტია, პ/გ "ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები" და პ/გ "ეროვნული ფორუმი").
ცესკოში გრძელდება პარტიების რეგისტრაციის პროცესი. განაცხადები რეგისტრაციაზე სულ - 41-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ შეიტანა. დღეისათვის ცესკოში უკვე 29 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული, 8-ს კი უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.
ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისია დაინტერესებული მხარეებისთვის აღწერს საარჩევნო ბლოკებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების პროცედურას.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად "თუ არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ", ხოლო "ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით".
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, იმისათვის, რომ საარჩევნო ბლოკმა დაიტოვოს მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი, ბლოკში შემავალ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბლოკის რიგითი ნომერი უნდა განისაზღვროს წილისყრით არჩევნებამდე არაუგვიანეს 37 დღისა ანუ 25 აგვისტომდე.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ზემოთხსენებული საკანონმდებლო ნორმა 2007 წლიდან მოქმედებს. აღნიშნული საკითხი არ გამხდარა საარჩევნო დავის საგანი 2008-2010 წლების არჩევნების პერიოდში და არ ყოფილა საარჩევნო რეფორმებზე სამუშაო ჯგუფის განხილვის საგანი 2009 და 2010-2011 წლებში, როდესაც ახალი საარჩევნო კოდექსის მუშავდებოდა.

მედიანიუსი







fs22

ავტორი: fs22


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი