მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-21
"ახალი მემარჯვენეების" ახალი ინიციატივით გამოდიან

fs22 პოლიტიკური პარტია "ახალი მემარჯვენეების" განცხადებით, ყოველი არჩევნების წინ, მოსახლეობის დასაქმებასთან დაკავშირებით, ხელისუფლება უამრავ დაპირებას იძლევა, რომელიც საბოლოოდ ცარიელ დაპირებად რჩება. 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის ხელისუფლების მხრიდან ისმის ახალი დაპირებები. ქვეყანაში დასაქმების სპეციალური სამინისტროც კი შეიქმნა, რომელიც ცხადია, მხოლოდ პიარ აქციაა და არა რეალური ნაბიჯი დასაქმების პრობლემის გადასაწყვეტად.
"ახალი მემარჯვენეები" გამოდიან ინიციატივით, რომელიც, მათი თქმით, დამყარებულია საერთაშორისო გამოცდილებაზე და სწორ ეკონომიკურ გათვლებზე. ამ ინიციატივის არსი შემდეგია: საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ერთერთ სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორად საწარმოო ფართზე მაღალი საიჯარო გადასახადი გვევლინება, რომელიც საბოლოოდ, მძიმე ტვირთად აწვება თავად ამ ბიზნესს. მნიშვნელოვნად ეს ფაქტორიც განაპირობებს სამუშაო ადგილების ტოტალურ დეფიციტს და მოსახლეობის უმუშევრობას.
თბილისში და პრაქტიკულად მთელ საქართველოში, ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ასეულ ათასობით კვადრატული მეტრი გამოუყენებელი და მიტოვებული ფართია, ძველი უმოქმედო საწარმოების და მათზე დამაგრებული მიწის ფართობების სახით.
"ჩვენ, "ახალი მემარჯვენეები" გამოვდივართ ინიციატივით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ასეთი უმოქმედო საწარმოების ფართი სიმბოლურ ფასად - 1 კვ. მეტრი 1 ლარად გადაეცეს იმ კომპანიებს, რომლებიც აიღებენ ვალდებულებას ყოველ ასეთ 10 კვადრატულ მეტრზე დაასაქმონ მინიმუმ ერთი ადამიანი. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს, რომ მოკლე დროში ქვეყანაში დამატებით შეიქმნება ათეულ ათასობით ახალი სამუშაო ადგილი და რეალურად გაიზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც გაუჩნდებათ სტაბილური შემოსავალი.
მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი კონკრეტული ინიციატივებით შეიძლება ქვეყანაში შეიქმნას დამატებით სამუშაო ადგილები და შემცირდეს უმუშევრობა", - აცხადებენ "ახლები მემარჯვენეები".

მედიანიუსი



fs22



კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი