მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-21
ბიძინა გუჯაბიძე: "მერაბიშვილს თავისივე სოფელში დავამარცხებ!"

არჩევნებამდე თვენახევარზე ნაკლები დარჩა და თანდათან პოლიტიკური ზეწოლის სულ უფრო მძიმე ფაქტები იკვეთება. ხელისუფლება ყველაფერზე მიდის და დაშინება-მუქარის ფონზე არც ადამიანების ჯანმრთელობა-სიცოცხლეს უფრთხილდება. კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი ბიძინა გუჯაბიძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს ვანო მერაბიშვილის მშობლიურ ადიგენში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და საერთაშორისო ორგანიზაციების ობიექტურობის იმედი აქვს.

გუჯაბიძე, რომელმაც უკვე მიიქცია სრულიად დიპკორპუსის ყურადღება იმით, რომ 21-ე საუკუნეში საარჩევნო შტაბი კარავში გახსნა, პირობას დებს, რომ კონკურენტს მისსავე რაიონში დაამარცხებს.
გთავაზობთ ინტერვიუს ბიძინა გუჯაბიძესთან.
- ბატონო ბიძინა, ხელისუფლება წინასწარ მოგებულად თვლის ადიგენის რაიონს, ისევე, როგორც მთელ სამცხე-ჯავახეთს ვანო მერაბიშვილის ფაქტორიდან გამომდინარე. არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, მართლაც ეს რეალობაა და ჩანს, რომ სამართლიანი არჩევნები შედგება, რისი პირობაც პრეზიდენტმა ამერიკის პრეზიდენტს მისცა?
- მიუხედავად იმისა, რომ მთელი საქართველოს მოსახლეობა თითქოს დატერორებული ჰყავს სააკაშვილს და მისი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, ადიგენში სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ადგილობრივი მოსახლეობის იმედიანი განწყობით. თუმცა შიში ჯერ დაძლეული არ იყო. რამდენიმე აქცია ჩავატარეთ უკვე და ამ შიშის დაძლევის უკვე მნიშვნელოვანი სიმპტომებია. აგიხსნით: პირველ რიგში ის, რომ თვენახევრის განმავლობაში ოფისი არ აგვაღებინა ხელისუფლებამ, აშინებდნენ, ატერორებდნენ ხალხს, იმ ადამიანებს, რომლებიც პოტენციურად იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები. ვისთანაც მივედით ფართის ქირაობისთვის ჩვენი პარტიის აქტივის ჩათვლით, ყველას უარი ათქმევინეს ზეწოლით, მუქარით, დაჭერის, ბიზნესის დაკარგვის საფრთხით. ვერავინ ვერ ახერხებდა ჩვენთვის ოფისის მოქირავებას. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, პროტესტის ნიშნად ადიგენის ცენტრში კარავი გაგვეშალა და ისე დაგვეწყო მუშაობა. ხელისუფლების ასეთი მოქმედება პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ ისინი ხელს გვიშლიან საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში. ყველა ის ადამიანი, ვისთანაც კი მივიდნენ და დაემუქრნენ, აცხადებს, რომ დათო მერაბიშვილი - ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი, ემუქრება თავისი თანამშრომლების მეშვეობით იმ ადამიანებს, რომლებიც აპირებდნენ "ქართული ოცნებისთვის" ფართის მოქირავებას. ჩვენი ყველა მცდელობა ჩაშალეს. დაახლოებით 17-მდე ვარიანტი გვქონდა. დილით რომ შევთანხმდებოდით, შუადღემდე მოვიდოდნენ აკანკალებულები, შემეშვით, პრობლემები არ მინდა, მემუქრებიან, მატერორებენ, ფართს ვერ მოგაქირავებთო. აქცია ჩავატარეთ, კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, ადგილობრივებიც შეუერთდნენ და გადავწყვიტეთ, ადიგენის ცენტრში, პოლიციასთან 25 მეტრში დავდგით კარავი და დავიწყეთ საშტაბო მუშაობა. ასე რომ, ნაცმოძრაობას, გარდა იმისა, რომ არ უნდა არჩევნების ნორმალურ ვითარებაში ჩატარება და საარჩევნო გარემოს არ ქმნის ამ ხნის მანძილზე, გადაწყვეტილი ჰქონდა ხელი შეეშალა ჩვენთვის კონკრეტულად ადიგენის რაიონში, მაგრამ ამას ვერ მიაღწიეს. ხელისუფლების ძირითადი მიზანი არის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ხელი შეუშალოს ყველა დაუშვებელი მეთოდით.
- თქვენი მხრიდან კარვის გაშლას რა რეაქცია მოჰყვა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან?
- ვერც კი გაბედეს მოახლოება, იმდენი ადამიანი იყო შეკრებილი. სამი დღის განმავლობაში ადიგენში ფაქტობრივად ხელისუფლებაზე გამარჯვების ზეიმი იყო.
- საერთაშორისო ორგანიზაციებმა რა პოზიცია დაიკავეს ამ ფაქტთან დაკავშირებით?
- ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში არიან, თუმცა, ინფორმაცია უკვე მიაწოდეს თავიანთ ცენტრებს ამ ფაქტის შესახებ.
- თქვენ ახსენეთ, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ხალხის იმედიანი განწყობითო. ადიგენი ოპოზიციურია და მმართველი პარტია ამ რაიონს მოგებულად არ უნდა თვლიდეს?
- დიახ. არ შეიძლება ისე ჩავთვალოთ, რომ ხალხი დაშინებულია და არაფერი არ გამოვა. სადაც კი გავედით, ყველგან გვესალმებიან ძალიან დიდი ენთუზიაზმით, თუმცა შიში ჯერ კიდევ დაუძლეველია. უდეში ჩავედით და დაახლოებით 150 კაცი სკანდირებდა "ქართულ ოცნებას". მერე გადავედით მეორე სოფელში. არალის მოსახლეობასაც მივესალმეთ. ორ საათში მთელი უდე გვესალმებოდა, სააგიტაციო მასალას იღებდნენ, აქეთ გვამხნევებდნენ. დამერწმუნეთ, ხელისუფლებას ძალიან ცუდად აქვს საქმე. თვითონ უდეში, რომელიც ვანო მერაბიშვილის სოფელია, არალი არის ნაცმოძრაობის ახლანდელი მაჟორიტარის ჩილინგარაშვილის სოფელი, ასე ვთქვათ, სიტუაცია შეიცვალა და გარდატეხა შევიდა მოსახლეობის განწყობაში. ჩილინგარაშვილს მის სოფელშიც დავამარცხებ, ვანო მერაბიშვილს და სააკაშვილს - მთლიანად ადიგენში, რეგიონსა და მთელ საქართველოში.
- ანუ, ბატონო ბიძინა, რაზე მიანიშნებთ, ხელისუფლების კანდიდატს მისსავე რაიონში გამარჯვება გაუჭირდება?
- ჩილინგარაშვილს თავისი ნათესავები თუ დაუჭერენ მხარს, თორემ ხალხის მხარდაჭერა რომ არ აქვს, ეს სახეზეა. თუმცა შეხვედრის ბოლოს, სანამ წამოვიდოდით, რამდენიმე პროვოკატორმა პატარა ინციდენტი მოგვიწყო. თითქოს საქართველოს მოქალაქეები, ვინც ხელისუფლებას მხარს არ უჭერს, იმ სოფელში არ უნდა შევიდნენ, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატი ცხოვრობს. ჩილინგარაშვილის საძმოს წევრები, რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გამგებელიც, გვაიძულებდნენ, სოფელი დაგვეტოვებინა. გვეუბნებოდნენ, თითქოს ჩვენ უფლება არ გვქონდა, ჩილინგარაშვილის სოფელში აგიტაცია გვეწარმოებინა. ამ გამოხტომაში სამი-ოთხი ადამიანი ძალიან აქტიურობდა. ვფიქრობ, ხელისუფლების კანდიდატი მხოლოდ თავისი ახლო ნათესავებისა და ახლობლების ხმებს მიიღებს. ხელისუფლება ცდილობს ამ არჩევნებზე დაშინებით, პროვოკაციებით გავიდეს ფონს და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე არც ფიქრობს.
- ბატონო ბიძინა, გამოიკვეთა, რომ რაიონებში მოსახლეობის უმეტესობას ადგილობრივი კადრი უნდა მაჟორიტარად. ადიგენშიც ხომ არ გამოითქვა უკმაყოფილება კოალიციის მისამართით, რატომ დააყენეს მაჟორიტარად არაადიგენელიო?
- არა. ადამიანები ამბობენ, რომ ვუნახივარ აქციების დროს ტელევიზიით და ა.შ. ანუ ადგილობრივი რომ არ ვარ, ეს პრობლემას აქ ქმნის. იციან, ვინ ვარ მე და საიდან მოვდივარ. კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლობა ძალიან ბევრ სხვა ნიუანსს ფარავს.
- არ ფიქრობთ, რომ ოპოზიციის მხრიდან მაჟორიტარებზე არშეთანხმება იგივე "ქართულ ოცნებას" ხმებს დააკარგვინებს? ხმების გაყოფის საფრთხე ხომ რეალურია.
- არა მგონია, ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე. საერთოდ, პოლიტიკაშიც ასეა და ცხოვრებაშიც ასეა: პოლიტიკა სხვა ფენომენია და აქ ანგარიშის გაწევა დანაწევრებული პოლიტიკური ძალებისთვის წამგებიანია და არც არის მიზანშეწონილი. კოალიციის ავტორიტეტი, ძალა, გავლენა იმდენად დიდია საქართველოს მოსახლეობაში, არა მგონია, ახლა სხვა პოლიტიკურმა ძალებმა რაიმე გავლენა მოახდინონ ამ ვითარებაზე. ასე რომ, ანგარიშის გაწევა ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ისეთ კანდიდატებს ვერ ვხედავთ, რომლებიც ანგარიშგასაწევები იყვნენ ადგილზე. საერთოდ, იგივე ადიგენში ჯერ არავინ დასახელებულა. ქვეყანაში ჩამოყალიბდა ორი პოლუსი - ერთი ხელისუფლება, მეორე - "ქართული ოცნება". ხალხს სწორი არჩევანის გაკეთება ნამდვილად არ გაუჭირდება. ერთ კონკრეტულ ფაქტს გეტყვით, ერთ-ერთი აქტიური ქალბატონია აქ ციცინო ნარიმანიშვილი, რომელიც აქ მუდმივად ოპოზიციის გვერდით იდგა, მოვიდა ჩვენთან და მითხრა, რომ მის შვილს - გოჩა ურიგაშვილს, რომელიც ისრაელის მოქალაქეა და ბიზნესი აქვს (მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს), იმის გამო, რომ ჯერ დედამისს დაემუქრნენ და მერე თვითონ ხელისუფლების კანდიდატმა ზურა ჩილინგარაშვილმა განახორციელა ზარი ურიგაშვილის მისამართით ისრაელში, მას დათო მერაბიშვილიც ესაუბრა, ამათი ზარების შემდეგ გოჩა ურიგაშვილს დაემართა გულის შეტევა და ის ახლა ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. დედამისსაც ემუქრებოდნენ, გაგანადგურებთ, შენს შვილს დავიჭერთ, აქ ბიზნესს დავუყადაღებთ და ა.შ. ნათესავები მიუგზავნეს. ქალბატონმა ციცინომ გადაწყვიტა, რომ ამ მუქარას არ დამორჩილებოდა და ჩვენთვის ხელი შეეწყო. როდესაც ჩვენ კარავი გავშალეთ, ყველანაირად ხელი შეგვიწყო მუშაობაში. ძალიან დიდი ტრავმა მიიღო ქალბატონმა ციცინომ შვილის ასეთი მდგომარეობიდან გამომდინარე, ის რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. ეს ყველაფერი ამ ხელისუფლების ბრალია. ჩვენ ამ საკითხს ასე არ დავტოვებთ და საქმის კურსში ჩავაყენებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და შესაბამის მასალებს გადავცემთ ყველა უწყებას, მათ შორის ისრაელის საელჩოსაც ჩავაყენებთ საქმის კურსში. ინფორმაციას მივაწვდით "ენდიაის", "აირაის", დიპლომატიურ კორპუსს. ზარი, რომელიც დაფიქსირდა გოჩა ურიგაშვილის ტელეფონზე, აუცილებლად გაიშიფრება და დადგინდება, რომ ნამდვილად ზურა ჩილინგარაშვილმა და დათო მერაბიშვილმა განახორციელეს მუქარა ამ ადამიანის მიმართ და ის ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ეს არის პოლიტიკური ტერორი და დასტური იმისა, როგორ ცდილობს ხელისუფლება გავლენა მოახდინოს "ქართული ოცნების" მომხრეებზე.






fs22

ავტორი: fs22 შორენა კოწოწაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი