მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-21
"ჯავახკის" თავმჯდომარის მაჟორიტარად დასახელება ივანიშვილის ანტიეროვნულ საქმიანობაზე მიუთითებს

fs22 ნიკა ჩიტაძის მოსაზრებით, ახალქალაქის რაიონში კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ორგანიზაცია "ჯავახკის" თავმჯდომარე ნორიკ კარაპეტიანის დასახელება იმაზე მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ანტიეროვნულ საქმიანობას ეწევა.
როგორც მან "მედიანიუსს" განუცხადა, ეს გადაწყვეტილება გაუმართლებელია, მაგრამ "ამხანაგ ივანიშვილისგან" არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მან "ჯავახკის" თავმჯდომარე წარადგინა.
"როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ საქართველომ დაიწყო საომარი მოქმედებები; რუსეთი არ უნდა განვიხილოთ კონფლიქტის მხარედ და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ვესაუბროთ; რომ ბურჯანაძე პატრიოტულად აზროვნებს; როცა ამხანაგი ივანიშვილი ხვდება ამხანაგ ბურჯანაძეს; რომ თურმე საბჭოთა კავშირში ცხოვრება საინტერესო ყოფილა; როცა "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ არიან სპეციალისტები, შეაფასონ პუტინი, როგორც პოლიტიკოსი და ის, თუ ვინაა მართალი საქართველო-რუსეთის ომში საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და ა.შ. ამ გადაწყვეტილებაში არაორდინალური არაფერია", -- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
მისი თქმით, როცა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რუსეთის 62-ე სამხედრო ბაზა ფუნქციონირებდა, განსაკუთრებით აქტიურობით ისეთი ორგანიზაციები გამოირჩეოდნენ, როგორებიც "ჯავახკი" და "ვირქი" იყვნენ. მათი ძირითადი მიზანი აგიტაცია, თითქოსდა რუსეთის სამხედრო ბაზის გასვლის შემდეგ სამხრეთ-ჯავახეთის სომხურ მოსახლეობას გარკვეული პრობლემები შეექმნებოდა, იქ თურქეთის სამხედრო ბაზა გაიხსნებოდა და სომხურ მოსახლეობაზე ზეწოლა დაიწყებოდა.
"ეს ყველაფერი კი იმის საფუძველია ვივარაუდოთ, რომ ისინი კრემლთან საქმიანობდნენ. ბუნებრივია, როცა ამხანაგი ივანიშვილი წარადგენს "ჯავახკის" თავმჯდომარეს, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილი ანტიეროვნულ საქმიანობას ეწევა. აქედან გამომდინარე, მან პასუხი უნდა აგოს ქართული საზოგადოების წინაშე და, ალბათ, საზოგადოებაც პასუხს მოსთხოვს მას არამარტო იმაზე, რომ ის "ჯავახკთან" თანამშრომლობს, არამედი იმაზეც, რომ ის თანამშრომლობს გარკვეულ ანტიეროვნულ ძალებთან საქართველოში", - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
პოლიტოლოგის მოსაზრებით, სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც "ქართულ ოცნებაშია გაწევრიანებული", ფულის გამო ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს. "ბევრი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა თუ ექსპერტების ნაწილი, რომელიც ივანიშვილის მხრიდან ფინანსდება, თვალს ხუჭავენ იმ საქმიანობაზე, რასაც ივანიშვილი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ ეწევა. ივანიშვილისა და მათი დამქაშების საქმიანობა ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს და არა "ნაციონალური მოძრაობის" ან სხვა პოლიტიკური სუბიექტის თუ მოქალაქის ინტერესებს", -- აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
"ქართული ოცნების" მიერ ჯავახკის ლიდერის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელების ფაქტის შეფასებას "მედიანიუსი" საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან: დავით დარჩიაშვილსა და ნუგზარ წიკლაურთანაც შეეცადა. თუმცა მათ კომენტარისაგან თავი შეიკავეს..
პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის მოსაზრებით, უმრავლესობის წევრების თავშეკავების ერთ-ერთი ფაქტორი, შესაძლებელია, ის იყოს, რომ ახალქალაქის რაიონის ძალიან მცირე ნაწილი "ჯავახკის" მომხრეა.
"შესაძლებელია, უმრავლესობის წევრები ამის გამო თავს იკავებენ, მაგრამ მე ხელისუფლების ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ. მათ თავიანთი მოსაზრება აქვთ, მე - ჩემი. თუმცა მავანი იტყვის, რომ ხელისუფლებისგან ვიმართები", -- აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.








fs22



კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი