მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-20
ვახტანგ ყოლბაია: "დაკარგულ ტერიტორიებს ომით ვერ დავიბრუნებთ"

ქართული გვარდიის აფხაზეთში შესვლის ოცი წლისთავი 14 აგვისტოს შესრულდა. აფხაზეთში საომარმა მოქმედებებმა მრავალი კითხვა გააჩინა, რომლებზეც პასუხები ჯერ კიდევ არ არის გაცემული. აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობის აღდგენა პირველი ნაბიჯია კონფლიქტის მოსაგვარებლად, რასაც მილიტარისტული რიტორიკის მქონე სააკაშვილის ხელისუფლება ვერ გააკეთებს.

"ახალმა თაობამ" ინტერვიუ ჩამოართვა აფხაზეთის მკვიდრს, "დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრს ვახტანგ ყოლბაიას.
- აფხაზეთში ომის დაწყების ოცი წლისთავია. დიდი დრო გავიდა, ბევრი რამის გადაფასება მოხდა, თქვენ როგორ შეაფასებთ იმ პერიოდს მით უმეტეს აფხაზეთის მკვიდრი ბრძანდებით?
- ზუსტად ოცი წელი გავიდა, როცა ვტოვებდით აფხაზეთს, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ მთელი ოცი წელი გავიდოდა, ჩვენ კი ვერ მოვახერხებდით უკან დაბრუნებას. 29 სექტემბერს წამოვედით გალიდან, ენგურის ხიდზე გავათენეთ ღამე, მე კი ვიცოდი, რა და როგორც ხდებოდა, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ ეს დროებითი მოვლენაა.
ამდენი წლის შემდეგ ბევრი რამის გადახედვა მოხდა, გადაფასება მოვლენებისა, სულ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ ომის დაწყება ძალიან იოლია, მაგრამ მისი დასრულება დიდ ძალისხმევას მოითხოვს და შრომატევადი პროცესია. კონფლიქტის მოგვარებაში სხვადასხვა მოთამაშეები ერთვებიან და მათ სხვადასხვა მიზნები აქვთ. ჩვენს გეოპოლიტიკურ მდებარეობას იმდენი მინუსი აქვს, რამდენიც პლუსი. აქ მოქმედების თეატრი ძალიან ჭრელია, ჩვენს გარშემო ძალიან სერიოზული მოთამაშეები არიან. საუბარია არა მარტო ტერიტორიების დაბრუნებაზე, არამედ კონფლიქტის მოგვარებაზე, ეს კი უფრო პრობლემატური საკითხია და უფრო ფაქიზია თემაა. საქართველოს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ თავიდან აეცილებინა ეს ომი. რთული იყო, რადგან ომის დაწყებას სერიოზული მომხრეები ჰყავდა რუსეთში, აფხაზეთსა და თბილისშიც. მაშინაც უზარმაზარი მანქანა იყო უშიშროების, სპეცსამსახურების სახით არა მარტო რუსეთში. ჩვენი დამოუკიდებლობა ძალიან პირობითი იყო იმიტომ, რომ გავლენების ქვეშ ვიმყოფებოდით. რუსეთის იმპერია მართავდა პროცესებს ჩვენთანაც. ვერ მოვახერხეთ ომის თავიდან აცილება თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას ჩვენ შევუწყვეთ ხელი ნებით თუ უნებლიეთ, ჩვენი არაორგანიზებულობით არაშორსმჭვრეტელობით, ეროვნული მოძრაობა არ უნდა დაქვემდებარებულიყო წუთიერ ემოციებს. აფხაზეთში იყო ხედვები ჩამოყალიბებული საქართველოს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. მაშინაც აფხაზეთში ჯერ კიდევ ძლიერი იყო საბჭოთა ნომენკლატურა, აფხაზური ელიტა იყო კომპარტიის რიგებში, სწორედ აქედან იმართებოდა აფხაზეთში ყველა პროცესი. აიდგილარა შეიქმნა აფხაზეთის კომპარტიაში და იქიდან იმართებოდა პროცესები. აიდგილარა ისეთი ძლიერი ორგანიზმი გამოდგა, რომ ის აერთიანებდა აფხაზეთში ყველა სოციალურ ფენას. თბილისიდან ეს მომენტები დანახული და გათვითცნობიერებული არ იყო.
- ჩვენ ყოველთვის 90-იანი წლებიდან ვსაუბრობთ აფხაზურ და ქართულ ურთიერთობებზე. მაგრამ გაუცხოება აფხაზებსა და ქართველებს შორის სინამდვილეში ხომ იმ დროიდან არ დაწყებულა. თქვენ აფხაზეთში ცხოვრობდით და თვალყურს ადევნებდით ურთიერთობებს, საიდან იღებს სათავეს გაუცხოების პრობლემა?
- აფხაზეთის პრობლემა თბილისში საბჭოთა კავშირის შექმნამდე გაცილებით ადრე იყო გაცნობიერებული. რუსეთში მონარქიის დროს როცა აქ მეფისნაცვალი იჯდა, მაშინაც უთუოდ ფაქიზ თემას წარმოადგენდა ეს ურთიერთობები. ის კი არადა, თამარ მეფე ჩადიოდა აფხაზეთში, პრობლემები რომ ჩნდებოდა, დღემდე არის იქ წყარო "მაფას წყურვილი" ანუ მეფის წყარო, დღემდეა იქ თამარის ხიდი, ადგილზე ჩვენი მონარქები განიხილავდნენ პრობლემებს.
- თქვენ აფხაზებს გულისხმობთ თუ აფსუებს?
- მე არ მინდა სიტყვა აფსუას გამოყენება, კარგად მესმის, რომ ეს ისტორიკოსების მიერ მოძიებული ტერმინია, მაგრამ 21-ე საუკუნეში ამის ჩხრეკა ვინ იყო ადგილობრივი და ვინ ჩამოვიდა, არასწორი იქნება. სიმართლე უნდა ითქვას, ცხადია, მაგრამ სიმართლე ხომ ყველას თავისი აქვს. შემთხვევითი ხომ არ იყო, რომ მეფე ბაგრატმა დედის ნეშტი მიწას მიაბარა საბედიანოში, ბედიის ტაძარში. ტაო-კლარჯეთში გარდაცვლილმა გაერთიანებული საქართველოს მეფემ ისურვა, რომ მისი საფლავი ბედიის მონასტერში ყოფილიყო. მან უთხრა აფხაზებს და ქართველებს ერთიან ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთო.
- ხშირად სურთ ქართველურ ტომებთან გააიგივონ აფხაზები, მაგრამ არის ცნობილი ისტორიულ ნარკვევბში ფრაზა თუ არ ვცდები დავით აღმაშენებელთან არის დაკავშირებული მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, ჭანთა ადა ა.შ. აფხაზები არ იყვნენ მეგრელებივით, იმერლებივით და კახელებივით ქართველები.
- ისტორიკოსების კვლევები ამაზე მიუთითებენ, რაც აღიზიანებთ აფხაზებს. სიმართლე უნდა ითქვას, მაგრამ ისტორიკოსებს თავისი ადგილი აქვთ, პოლიტიკოსებს კი თავისი. საბჭოთა კავშირი რომ შეიქმნა და საბჭოთა წყობილება დამყარდა, 1931 წელს აფხაზებიც ამ კავშირში გააერთიანეს ძალით ბოლშევიკებმა. რესპუბლიკა აფხაზეთის ფორმალურად იყო თორემ ის თბილისთან ანუ ცენტრთან იყო დაკავშირებული. რესპუბლიკა გაუქმდა და შემოიღეს ტერმინი ავტონომია, ამით რუსეთის ხელმძღვანელობამ ისარგებლა. აფხაზების მღელვარება პირველი არ იყო, 1946 წელს, 1956, 1967, 1976-78, 1988 წლები, აფხაზები ცენტრიდან გამოყოფას ესწრაფვოდნენ. კრემლი აქეზებდა მათ. გენეტიკურად ჰქონდათ ჩადებული, თბილისი გვჩაგრავს და უნდა გამოვეყოთო.
- გამოდის, რომ ვერასდროს ვეღარ დავიბრუნებთ აფხაზეთს?
- თბილისმა აფხაზებთან მიმართებაში ისეთი პოლიტიკა უნდა ჩამოაყალიბოს, რომ არ ჰქონდეთ ჩაგვრის შიში. იმის განცდა არ უნდა ჰქონდეთ, რომ ისინი მეორეხარისხოვანი არიან ამ ქვეყანაში. აფხაზები თვითონ უნდა მოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიქმნას ერთიანი სახელმწიფო.
- ფედერაცია?
- ფედერაცია აშინებდა ყველას, კონფედერაციაც მიუღებელი იყო, კონფედერაცია არის შვეიცარია და მშვენივრად ცხოვრობს. საუბარია იმაზე, რა შინაარსით დატვირთავ ამ სახელწოდებას.
- რით უნდა დავაინტერესოთ აფხაზები, ისევ უნდა აღვადგინოთ ავტონომია, მოლაპარაკების მაგიდას თუ მივუსხდებით არ ვამბობ სააკაშვილზე და მის მილიტარისტულ რიტორიკაზე, იმიტომ, რომ ეს გამორიცხავს ყველანაირ მოლაპარაკებებს.
- დიახ, სააკაშვილი ვერ დაჯდება აფხაზებთან მოსალაპარაკებლად, მისმა პოლიტიკამ აქამდე მიგვიყვანა. სხვა ხელისუფლება უნდა მოვიდეს, პირობების გარეშე უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები. ამ დროს გამოიკვეთება ის თემები, რომელიც დააინტერესებს აფხაზებს, და თბილისს, რომ მოხდეს ინტერესების დაახლოება.
- სტატუსის გარდა ეკონომიკური პერსპექტივებით შეიძლება მათი დაინტერესება?
- მოლაპარაკების მაგიდას რომ მივუსხდებით, მაშინვე სტატუსზე არ უნდა ვისაუბროთ, მხოლოდ ის თემები უნდა წამოვწიოთ პირველ ხანს მაინც, რაც ინტერესების თანხვედრას გამოიწვევს და ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს. იმ ქვების ჩადებაა საჭირო მდინარეში, რომელ ქვებზეც თანდათან გადასვლით გავალთ ნაპირზე.
- აქ აფხაზი უხუცესების ჩარევაც გამართლებული იქნება?
- დიახ, გვქონდა გეგმა, რომ აფხაზეთში მცხოვრები უხუცესები შეგვეხვედრებინა თურქეთში მცხოვრები აფხაზი უხუცესებისთვის, ჩაიშალა ეს გეგმა, ბევრი კარგი სურვილი გვქონდა, კონფლიქტი უფრო გაღრმავდა და ახლა მის მოგვარებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. დასავლეთს, რუსეთს, ყველა დიდი გეიპოლიტიკურ მოთამაშეს ხელს უნდა აძლევდეს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს გაერთიანება. ყველამ უნდა დაინახოს თავისი სარგებელი ამ კონფლიქტის მოგვარებაში.
- ამ შემთხვევაში კი აფხაზებს მოუწევთ ანგარიშის გაწევა არა მარტო რუსეთისთვის, არამედ დასავლეთისთვისაც?
- დიახ, როცა ყველა მხარე ცალკე თამაშობს, იქ ვითარების დადებითისკენ შეცვლა არ მოხდება. ამიტომ ყველა მხარის ინტერესების თანხვედრა უნდა მოხდეს.
- დღეს გაცილებით მძიმე მდგომარეობა გვაქვს იმიტომ, რომ კოდორის ხეობასაც ვეღარ ვაკონტროლებთ. რუსებმა ფეხი ამოგვიკვეთეს აფხაზეთში. შევარდნაძის დროს მდგომარეობა ასე მძიმე არ იყო.
- ჩვენ გვეგონა რომ ვაკონტროლებდით კოდორის ხეობას. ეს კონტროლი სინამდვილეში იყო ზედაპირული. ხუთ წუთში დავკარგეთ კოდორი. როცა ჩვენ 1993 წელს ჩამოვედით კოდორიდან, ამის შემდეგ თითქოს ვაკონტროლებდით იქაურობას. რუსებს მაშინ ასე აწყობდათ, აფხაზებს არ ენდობოდნენ. ჩვენი მესაზღვრეები იდგნენ იქ, სანამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა არ გამწვავდა. როგორც კი რუსეთმა აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაშინ ქართული ჯარები იქიდან გამოიყვანეს, რუსეთმა აიღო ხელში იმ საზღვრის გაკონტროლება. ოქმში განლაგებული სასაზღვრო ჯარები აკონტროლებენ საზღვარს, იქ ცხოვრობენ სვანები, ისევე როგორც აფხაზეთში არიან დარჩენილი ქართველები. ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი. მაშინ რუსებმა დაგვითმეს, დღეს რუსები აღარ ენდობიან ქართველებს, ამიტომ თვითონ დგანან იქ. უარესი მდგომარეობა გვაქვს იმით, რომ რუსეთმა აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა.
- 2008 წლამდე ჟენევის მოლაპარაკებებზე ხომ იყო გარკვეული დათმობები ორივე მხრიდან, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებებზე მუდმივად წარუმატებელი სვლები გვაქვს. აფხაზები მოითხოვენ, რომ ქართულმა მხარემ იარაღის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს მოაწეროს ხელი. ქართული მხარე უარს აცხადებს. თქვენი აზრით, რატომ არ ვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს, ხომ არ ვაძლევთ საფუძველს მათ ეჭვი ჰქონდეთ, რომ ისევ ომით ვაპირებთ იქ კონფლიქტის მოგვარებას?
- მეორე მომენტი მინდა გამოვრიცხო კატეგორიულად იმიტომ, რომ რამდენჯერაც ვიომეთ, იმდენჯერ დავმარცხდით. ომით ვერაფერს მივაღწევთ. აფხაზებთან ბრძოლა არ ნიშნავს იმას, რომ ომი გაქვს მოგებული. ტერიტორიის დაბრუნება კი არ არის მთავარი, არამედ კონფლიქტის მოგვარებაა. ქართული მხარე ითხოვს, რომ იგივე დოკუმენტს ხელი მოაწეროს არა სოხუმმა, არამედ მოსკოვმა. რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულია ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, ამიტომ ომი რომ განვაახლოთ, ავტომატურად ისევ რუსებს უნდა ვეომოთ. ომის განუახლებლობის ხელშეკრულება რუსეთთან უნდა დაიდოს. მოლაპარაკება უნდა იძლეოდეს ლავირების საშუალებას. რამდენიმე ექსპერტი თბილისში ხვდებოდა ჟენევის პროცესში ჩართულ მედიატორებს, დაისვა საკითხი, როგორ უნდა წავწიოთ წინ ეს პროცესი და რას ვაკლებთ ამ მოლაპარაკებებს. იყო კონკრეტული რეკომენდაციები, რაზეც ახლა ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მეორეს მხრივ, ახლა საარჩევნო პროცესია, მოლაპარაკებები ფერხდება. დღეს როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიციაც ამ თემაზე საუბარს ერიდება. ხელისუფლება იმიტომ, რომ ეს თემა მისთვის ახლა წამგებიანია, ხოლო ოპოზიცია იმის გამო ვერ აყალიბებს ცალსახა პოზიციას კონფლიქტის დარეგულირებაზე, რომ როგორც ჩანს, არჩევნებში გამარჯვებას ელოდება და ხელისუფლებაში ყოფნის დროს უფრო მეტად ექნება საშუალება ამ კონფლიქტის მოგვარების.








ავტორი:  თამარ ნინიძე


კალენდარი
ოქტომბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი