მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-20
ფოთში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი გაიხსნა

ფოთში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "ხელოვნების ზღვა" გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი დამთვალიერებლისთვის ჯერ არ გახსნილა, მასში მონაწილეები აქტიურად ემზადებიან დაინტერესებული საზოგადოების მისაღებად და საკუთარი ხელოვნების ნიმუშების წარსადგენად.
ფესტივალის ფარგლებში ფოთის ზღვის სანაპიროზე მალთაყვის ტყე-პარკში ერთდროულად ხელოვნების რამდენიმე ახალი ობიექტი შეიქმნება. თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით 15-დან 31 აგვისტოს ჩათვლით, ფოთში ახალი ფესტივალი "ხელოვნების ზღვა" გაიმართება. ამ ფესტივალის ეგიდით ხელოვნების პარკის სივრცე ყოველწლიურად ახალი ნამუშევრებით შეივსება, რომელსაც შექმნიან როგორც საქართველოში მოღვაწე ხელოვანები, ასევე უცხოეთიდან მოწვეული მხატვრები და მოქანდაკეები.
"შემოქმედებითი სივრცე - ღია ცის ქვეშ" - ასეთია ფესტივალის დევიზი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ისეთი ლანდშაფტური გარემოს შექმნას, რომელიც გამორჩეული იქნება საგანგებოდ შექმნილი ახალი ნოვატორული ნამუშევრებით. მალთაყვის ტყე- პარკი გახდება საერთაშორისო მასშტაბის შემოქმედებითი პლატფორმა, რომლის განვითარება ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაგრძელდება.
- ფესტივალი "ხელოვნების ზღვა" ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონებში თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და, ამავდროულად, შექმნის დასვენებისა და შემეცნების უალტერნატივო გარემოს, - განაცხადა კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ.
თანამედროვე ხელოვნების ასოციაციამ ფესტივალის გახსნამდე მალთაყვის ტყე-პარკში საგანგებო პრესკონფერენციაც გამართა, სადაც საზოგადოებას მალთაყვის ტყე-პარკის ახალი - ღია სახელოვნებო სივრცის კონცეფცია, ფესტივალ "ხელოვნების ზღვის" მიზნები და ის კონკრეტული პროექტები გააცნო, რომელსაც დამთვალიერებელი ფესტივალის საზეიმო დახურვაზე პირველ სექტემბერს იხილავს.
თანამედროვე ხელოვნების ფესტივალში "ხელოვნების ზღვა" მონაწილე მხატვრები არიან ნიკო ცეცხლაძე (საქართველო), ილიკო ზაუტაშვილი (საქართველო), ლუკა ზეტ (საქართველო), დენის განაბოლინი (საქართველო), ანა სოფრომაძე (საქართველო), არჩილ თურმანიძე (საქართველო), გრიგოლ ღვანია (საქართველო), ბადრი ბახტაძე (საქართველო), ჯანიკო დანელია (საქართველო), თემო ჯავახიშვილი (საქართველო), გიორგი გაბუნია (საქართველო), გაბრიელ ადამს (აშშ), ჯუნიშირო იშიი (იაპონია), ალი ბრამველი (ახალი ზელნდია/დიდი ბრიტანეთი), გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი (გერმანია/საქართველო).
ფესტივალის მონაწილემ და ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკო ცეცხლაძემ განაცხადა:
- ეს ფესტივალი იმისთვის ტარდება, რომ მოხდეს ფოთის ამ ულამაზესი ტყე-პარკის პოპულარიზაცია. გვინდა, დაისვენონ ფოთელებმა, ხშირად იარონ შეყვარებულებმა ამ ულამაზეს და ფოთისთვის მართლაც გამორჩეულ ადგილას. მჯერა, რომ ამ ფესტივალის დახმარებით მალთაყვის ტყე-პარკი გამორჩეულ ადგილად იქცევა და აქაურობა წლიდან წლამდე კიდევ უფრო გალამაზდება.
ფესტივალის ფარგლებში ქართველი, ამერიკელი, ბრიტანელი, გერმანელი და იაპონელი მხატვრები ფოთის ზღვის სანაპიროზე, მალთაყვის ტყე-პარკში ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ინსტალაციებს, ობიექტებსა და ლანდშაფტური არქიტექტურის ინოვაციურ პროექტებს შექმნიან. ხელოვნების პარკი კი პირველ სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნება.













ავტორი:  ეკა ირემაშვილი


კალენდარი
ოქტომბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი