მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-20
ისრაელის ქალაქ აშდოთის კამერული თეატრი თბილისში ჩამოდის

ისრაელის ქალაქ აშდოთში მოღვაწე კამერული თეატრი, რომელსაც საქართველოდან წლების წინ წასული ქალბატონი ნაზი ნანიკაშვილი ხელმძღვანელობს, საქართველოში ჩამოდის. თეატრის დასს გასტროლები საქართველოს რამდენიმე ქალაქში აქვს დაგეგმილი, მათ შორის თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და სენაკში.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნაზი ნანიკაშვილი უკვე თბილისშია. ის გასტროლებთან დაკავშირებით დეტალების გარკვევას ცდილობს და 20 აგვისტოს 70 წლის იუბილესაც მშობლიურ ქვეყანაში იზეიმებს.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია საქართველოდან წავიდა და ისრაელში მოღვაწეობს, ჩვენს ქვეყანასთან კავშირს მაინც არ წყვეტს და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის მიერ წარმოებულ ჟურნალ "რაინდის" რედკოლეგიის წევრია. ქალბატონი ნაზი ერთადერთი ადამიანია, რომელიც უცხოეთიდან ჟურნალის მუშაობას ადევნებს თვალყურს და მის საქმიანობაშია ჩართული.
ნაზი ნანიკაშვილი:
- ჩვენი თეატრი საქართველოში გასტროლებით გასულ წელსაც იმყოფებოდა. მაშინაც ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა და მჯერა, რომ ახლაც ყველაფერი კარგად ჩაივლის. დასასვენებლად საქართველოში ჩამოსვლა გადავწყვიტე და სურამში უნდა დავისვენო. ისე გამოვიდა, რომ ჩემი 70 წლის იუბილეს გადახდაც საქართველოში მომიწევს, რაც ძალიან მიხარია.
- ქალბატონო ნაზი, რამდენი ხანია, რაც აშდოთში ქართული თეატრია?
- როდესაც საქართველოდან წავედი, მაშინ ჩამოვაყალიბე აშდოთში ქართული თეატრი. 1998 წელს გავხსენი სატირისა და იუმორის თეატრი, 2008 წელს კი ამას უკვე კამერული თეატრიც დაემატა. მოგეხსენებათ, კამერული ნაწარმოებები, ოპერა, ბალეტი არ არის მასობრივად პოპულარული, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ისეთი ფორმა გამოგვენახა, რომ კამერულ თეატრში ევლო მაყურებელს და, მადლობა ღმერთს, ეს მოვახერხეთ. ჩვენ ახლა სპექტაკლს არ ვთამაშობთ, ჩვენი ახალი წარმოდგენა ლიტერატურულ-თეატრალურ-მუსიკალური კომპოზიციაა, რომელიც ქართველი და ებრაელი ხალხის შემოქმედებაზეა აგებული. მე ასე მწამს, თუ სიახლე არ იქნა და თანამედროვეობას ფეხი არ აუწყვე, მოსაწყენია ყველაფერი, მით უმეტეს, ლიტერატურული თეატრები არ უყვარს მაყურებელს, ამიტომ ჩვენი წარმოდგენა ისე გავაკეთეთ, რომ საინტერესო ყოფილიყო, ისეთი ფორმა გამოვძებნეთ, რომ ყველაფერი თანამედროვე გვაქვს.
- როდის გეგმავთ საქართველოში გასტროლებს?
- ახლა სწორედ ამისთვის ვარ ჩამოსული. ჩემი თეატრის დასი მზად არის, როგორც კი ვეტყვი, მაშინვე ჩამოვლენ, მაგრამ, ვინაიდან გვინდა, რომ ჩვენი წარმოდგენები საქართველოს რამდენიმე ქალაქში იყოს წარმოდგენილი, ამიტომ ყველა თეატრთან მოლაპარაკებაა საჭირო და ამისთვის დრო მჭირდება. ყოველი დღე, რომელიც საქართველოსთან მაკავშირებს, ჩემთვის ნამდვილი დღესასწაულია. ისეთი თბილია და ტკბილი აქაურობა, ამის გადმოცემა შეუძლებელია. შარშანაც, პირველივე დახვედრიდან დაწყებული, რომელიც აეროპორტში შედგა, ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. საერთოდ, ქართველები ასეთები ხართ და სხვანაირად არ შეგიძლიათ. ამას ჩემზეც ვამბობ, იმიტომ რომ ასე ვართ საქართველოში გაზრდილები და ეს დიდი ბედნიერებაა. მარტო სიყვარული და ერთმანეთის მოფერება თუ გადაგვარჩენს და უფალსაც უყვარს ის, ვისაც სიყვარული, დათმობა და სხვის უბედურებაზე თავისი ბედნიერების აგება არ უნდა. მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, შემოქმედი ადამიანი ბევრს იტანს. ამიტომ, თუ მადლისა და სიკეთის კურტანს მოვიკიდებთ, უფრო ძლიერები ვიქნებით. შარშან ჩვენ ჩამოვიტანეთ სპექტაკლი, რომელმაც გაიმარჯვა და ამიტომ ჩვენთვის ეს ორმაგი პასუხისმგებლობა იყო. ახლა დაგეგმილი გასტროლებიც დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის, ამიტომ მაყურებელთან შეხვედრას მოუთმენლად ველოდებით. ასაკის მიუხედავად, შემიძლია თუ არა, ყველაფერს ვივიწყებ და ამ ცხოვრებას რქებით ვაწვები. ყოველთვის ამას ვამბობ: ღმერთო, შენა ხარ პატრონი და გამიხსენი გზა-მეთქი. ვიცი, რომ დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული და ყველას იმედები უნდა გავამართლო, ამიტომ სხვანაირად არ შემიძლია.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- ჩვენი საქმეა ხალხი და მაყურებელი. პოლიტიკაში არ ვერევით, ამიტომ უნდა მივყვეთ სიკეთის გზას. ჩემი ყოველი დღე საქართველოსთან არის დაკავშირებული. შარშან თეატრალური საზოგადოების ხელმძღვანელმა გოგი ქავთარაძემ მიგვიღო და ნაზი ნანიკაშვილის კამერული თეატრის მთელი დასი ამ გაერთიანების წევრები გავხდით. მაშინ გოგი ქავთარაძეს "მწარე" სიტყვა ვუთხარი, შენ მე შვილი დამიღუპე-მეთქი. ჩემს შვილს, გოჩა ნემსიწვერიძეს, ტვინი სწორედ გოგი ქავთარაძემ "აურია". პირველი ტაში რომ იგემა, მორჩა მისი საქმე და მოიწამლა თეატრის სიყვარულით.
- თქვენი თეატრის გარდა, კიდევ როგორ ხდება ისრაელში ქართული კულტურის პოპულარიზაცია?
- ისრაელში ნამდვილად არსებობს პატარა საქართველო და მისი მონაწილეები ვართ ჩვენც. იქ არსებობს ქართულენოვანი გაზეთი, ფუნქციონირებს რუსთაველის საზოგადოება, არის ქართულენოვანი ტელევიზია და რადიოც. ასე რომ, ისრაელში ჩვენ გვაქვს პატარა საქართველო. ახლა ისეთი პერიოდი მაქვს, სიზმარი მგონია. ამიტომ, მინდა, ისეთი ძილით მეძინოს, როგორც ახლა მძინავს და ეს სიზმარი არ გამიქარწყლდეს.










ავტორი:  ეკა ირემაშვილი


კალენდარი
ოქტომბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი