მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-20
სოფიკო ჭიაურელის საიუბილეო გამოფენა ბათუმშია

ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი ვარსკვლავის სოფიკო ჭიაურელის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა თბილისიდან ბათუმშია გადატანილი. ექსპოზიციას ბათუმის იუსტიციის სახლი მასპინძლობს. გამოფენა საზეიმო ვითარებაში ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა.
მიუხედავად იმისა, რომ სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე მაისშია, გამოფენის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ეს იუბილე მთელმა საქართველომ მთელი წლის განმავლობაში უნდა იზეიმოს. სოფიკო ჭიაურელი ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში 75 წლის წინ დაიბადა. მან მშობლების პროფესია აირჩია და მსახიობი გახდა. სოფიკო ჭიაურელი რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების მსახიობი იყო. სიცოცხლის ბოლომდე მან მარჯანიშვილის თეატრში იმუშავა, პარალელურად კი ხელმძღვანელობდა მისი მეუღლის კოტე მახარაძის მიერ დაარსებულ ერთი მსახიობის თეატრ "ვერიკოს", რომელიც ფიქრის გორაზე მდებარეობს.
- სოფიკო ჭიაურელმა თავისი თეატრალური თუ კინოკარიერის განმავლობაში არაერთი პრესტიჟული ჯილდო და საერთაშორისო პრემია მოიპოვა. მსახიობმა 40-ზე მეტ სპექტაკლსა და 20-ზე მეტ ფილმში ითამაშა და შექმნა როგორც კომიკური, ასევე ტრაგიკული როლები, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი არტისტიზმით, ხასიათითა და სტილით, არაჩვეულებრივი პლასტიკით, განსაკუთრებული შტრიხებითა და დეტალებით, - აცხადებს ეროვნული არქივის ხელმძღვანელი თეონა იაშვილი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულია ფოტოები, რომლებიც მხატვრული ფილმების გადასაღებ მოედანს ასახავს. მათ შორის არის კინოსურათები სოფიკო ჭიაურელის მონაწილეობით. არქივი ასევე ინახავს მსახიობის პორტრეტებს, თეატრალური როლებისა და ბიოგრაფიული ხასიათის ფოტოებს.
- ბათუმის იუსტიციის სახლში მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები ფილმებიდან "ჩვენი ეზო", "ვერის უბნის მელოდიები", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "ხევსურული ბალადა", "ფერისცვალება", "წუთისოფელი", "დათა თუთაშხია", "აურზაური სალხინეთში", "ენგურის ნაპირებზე", "ნატვრის ხე", "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება", "გენერალი და ზიზილები" და სხვა ცნობილი კინოსურათებიდან. დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს სცენები სპექტაკლებიდან "ბერიკონი" "ტალანტები და თაყვანისმცემლები", "მილიარდერის ვიზიტი", "ეზოში ავი ძაღლია", "ნეაპოლი - მილიონერთა ქალაქი" და სპექტაკლების ამსახველი უნიკალური ფოტოსურათები, - აღნიშნავს ეროვნული არქივის წარმომადგენელი თეა ქიმერიძე.
სოფიკო ჭიაურელი არაერთი რეჟისორის მუზა იყო. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სერგო ფარაჯანოვი, რომელმაც თავისი კინოშედევრების მთავარ მოქმედ გმირად სწორედ ეს მსახიობი აირჩია. ფარაჯანოვის ფილმებმა კი მსახიობის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ სოფიკო ჭიაურელი მსახიობი იყო, მან მარჯანიშვილის თეატრში კოტე მარჯანიშვილის მიერ წლების წინ დადგმული სპექტაკლი "ურიელ აკოსტა" აღადგინა, რომელიც თავის დროზე მისმა დედამ, ასევე პროფესიით მსახიობმა ვერიკო ანჯაფარიძემ აღადგინა. მარჯანიშვილისეულ დადგმაში ვერიკო ანჯაფარიძემ მთავარ როლებში სოფიკო ჭიაურელი და კოტე მახარაძე დააკავა. სწორედ ამ სპექტაკლმა ჩაუყარა საფუძველი ამ ორი მსახიობის სიყვარულს და სოფიკო ჭიაურელი თავის პირველ მეუღლეს გიორგი შენგელაიას გაშორდა, რომელთანაც ორი შვილი - ნიკუშა და სანდრო შენგელაიები ჰყავდა. როგორც მსახიობი აღნიშნავდა, მისთვის კოტესთან ცხოვრება სასიამოვნო იყო და ამ ნაბიჯის გადადგმა არც ერთი წამით არ უნანია, თუმცა, ერთადერთი, რასაც მსახიობი ძალიან ნანობდა, ის იყო, რომ მას კოტესთან საერთო შვილი არ ჰყავდა. კოტე მახარაძის გარდაცვალების შემდეგ სოფიკო ჭიაურელი თავისივე სახლში, ფიქრის გორაზე, კოტეს მიერ დაარსებულ ერთი მსახიობის თეატრს ჩაუდგა სათავეში, რომელსაც კოტე მახარაძემ ვერიკო ანჯაფარიძის უდიდესი პატივისცემის ნიშნად "ვერიკო" უწოდა. სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალების შემდეგ კი ამ თეატრს უკვე მისი შვილები - ნიკუშა და სანდრო და შვილიშვილი ნატაშა შენგელაია ხელმძღვანელობენ.
ვინაიდან ახლა კულტურული ღონისძიებების ეპიცენტრი ბათუმია, სწორედ ამიტომ ეროვნულმა არქივმა მიიღო გადაწყვეტილება, სოფიკო ჭიაურელის ფენომენი, მისი შემოქმედების ამსახველი ფოტოები ფართო საზოგადოებას ბათუმში გააცნოს, რადგან ბათუმის იუსტიციის სახლში მოწყობილ გამოფენას არა მარტო ადგილობრივი მცხოვრებლები, არამედ საქართველოში ჩამოსული ტურისტებიც გაეცნობიან.
სოფიკო ჭიაურელის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა ბათუმის იუსტიციის სახლში 3 სექტემბრამდე გაგრძელდება.







ავტორი:  ეკა ირემაშვილი


კალენდარი
ოქტომბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი