მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-20
შარლ აზნავურს ვარსკვლავი გაუხსნეს

პოპულარული მომღერლების, მსახიობების, ქორეოგრაფებისა თუ მუსიკოსების ვარსკვლავურ ხეივანს საქართველოში შარლ აზნავურის ვარსკვლავიც შეემატა. ფრანგ შანსონიეს, შარლ აზნავურს, რომლის წინაპრებიც საქართველოში, კერძოდ კი ახალციხეში ცხოვრობდნენ, მისივე სახელობის ვარსკვლავი სიმბოლურად, მშობლიურ კუთხეში განახლებული ახალციხის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე რაბათის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუხსნეს.
ფრანგი შანსონიე საქართველოს მესამედ ესტუმრა და გაკვირვება და აღფრთოვანება ვერ დამალა თბილისისა და ახალციხის დათვალიერებისას.
ორდღიანი ვიზიტის დროს მომღერალმა თბილისის დათვალიერებაც მოასწრო. შარლ აზნავური სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა თბილისში სომხურ ეკლესიაში მიიწვიეს და გულთბილი დახვედრა მოუწყვეს. საქართველოში ჩამოსული შანსონიეს სანახავად სომხურ ეკლესიასთან მისი თაყვანისმცემლების არმია შეიკრიბა და მომღერალი ოვაციებითა და მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. შანსონიე საკუთარ რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო.
თბილისის დათვალიერების შემდეგ კი შარლ აზნავური უკვე ახალციხეს ესტუმრა და ღია ცის ქვეშ შეკრებილი მსმენელისთვის საათნახევრიანი კონცერტი გამართა. მომღერალმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მსმენელისთვის თავისი რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერები შეასრულა.
შარლ აზნავურის გასტროლები საქართველოში კომპანია "ისთერნ პრომოუშენმა" უზრუნველყო, რომლის სახელთანაც ჩვენს ქვეყანაში არაერთი ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავის ჩამოყვანაა დაკავშირებული. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, კონცერტი საქველმოქმედო იყო, ხოლო შარლ აზნავურის ახალციხეში მიწვევა - სიმბოლური, რადგან სწორედ ახალციხეში დაიბადა მისი მამა, მიქაელ აზნავურიანი.
საქართველოს ხელისუფლებამ 10-თვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შედეგად ახალციხეში არსებული ციხესიმაგრე რაბათი აღადგინა და მის გახსნაზე მსოფლიოში ცნობილი შანსონიე შარლ აზნავური მიიწვია.
- დიდი სიამოვნებით მივიღე საქართველოს ხელისუფლების მოწვევა. ჩემი წინაპრებიც, მათ შორის მამაჩემი, დაიბადნენ ახალციხეში. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. ორჯერ ვიყავი საქართველოში და ყოველთვის ჩამოვდიოდი აქ. ყოველთვის ვითხოვდი ახალციხეში ჩასვლას და საკუთარი წინაპრების საცხოვრებლის მონახულებას. ამჯერად სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, რადგან ეს ქვეყანა გალამაზებული და გაუმჯობესებულია. უმშვენიერესია რაბათის ციხე და მთლიანად ახალციხე. ვგრძნობ, რომ მეც ცოტათი ქართველი ვარ. დიდი მადლობა ყველას ასეთი გულთბილი დახვედრისათვის, - განაცხადა მომღერალმა.
ახალციხეში დაგეგმილ კონცერტზე შარლ აზნავურმა შეასრულა როგორც მსოფლიოში ცნობილი სიმღერები, ასევე ახალი მუსიკალური ნაწარმოებები. შანსონიე საქართველოში 25-კაციანი შემადგენლობით ჩამოვიდა. მას თან ჩამოჰყვა თავისი პროდიუსერი, რომელიც მომღერლის საკონცერტო ტურნეს გეგმავს. მომღერალმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და 88 წლის ასაკშიც მთელი კონცერტის განმავლობაში ცოცხლად იმღერა.
შარლ აზნავური ფრანგი შანსონიეს ფსევდონიმია. მისი ნამდვილი სახელი და გვარი ვარენაგ აზნაურიანია. ის 88 წლის წინ პარიზში დაიბადა, თუმცა მისი წინაპრები ახალციხიდან იყვნენ. ფრანგი მომღერალი და მსახიობი სომეხი ემიგრანტების ოჯახში გაჩნდა, რომლებიც საფრანგეთში 1922 წელს გადასახლდნენ. შარლის დედა სომეხ ვაჭართა ოჯახიდან იყო, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა, მამა კი საქართველოში დაიბადა. გადმოცემით აზნავურის პაპა მამის მხრიდან ნიკოლოზ მეორის მზარეული იყო ლიკანის რეზიდენციაში. მომღერალს გამოცდილება აქვს კინოკარიერაშიც. მისი რჩეული ფილმოგრაფია სათავეს 1960 წელს იღებს კინოფილმით "ორფეოსის ანდერძი", რომელსაც იმავე წელს დაემატა კინოსურათი "ესროლეთ პიანისტს", ხოლო შემდგომ წლებში შარლ აზნავური გამოჩნდა კინოფილმებში "თუნუქის დოლი", "მანჟკლუ" და "არარატი". ეს მისი ერთ-ერთი უკანასკნელი სამსახიობო ნამუშევარია, რომელიც 2002 წელს იქნა გადაღებული. შარლ აზნავური 1998 წელს ყველაზე პოპულარულ მომღერლად აღიარეს. იგი დაბადებიდან საფრანგეთში ცხოვრობს და ერთ-ერთი წარმატებული შანსონიეა. მომღერალი ედიტ პიაფმა შეამჩნია და ერთობლივი ტურნეც დაიგეგმა. სწორედ მაშინ დაიწყო შარლ აზნავურის კარიერული წარმატება. ფრანგ შანსონიეს 1000-ზე მეტი სიმღერა აქვს დაწერილი, რომლებსაც ფრენკ სინატრა, ლაიზა მინელი, ბობ დილანი და სხვა ცნობილი მომღერლები მღეროდნენ. შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში მომღერალს მილიონობით დისკი აქვს გაყიდული.
შარლ აზნავურს 2005 წელს ახალციხის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიანიჭეს. იგი თავისი საქმიანობის წყალობით საპატიო ელჩია. ახალციხეში რაბათის ციხის რეაბილიტაცია 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტერიტორია 7 ჰექტარს მოიცავს და მასზე ციტადელი, მეჩეთი და მართლმადიდებლური ტაძარია განთავსებული. მთლიანობაში ახალციხის ტერიტორიაზე ქართული, თურქული და რუსული არქიტექტურაა გაერთიანებული. რეაბილიტაციის ფარგლებში ყველა კულტურული ძეგლი აღდგენილია და ახლა განახლებული ახალციხე უკვე დამთვალიერებლის მოლოდინშია.


ავტორი:  ეკა ირემაშვილი


კალენდარი
ოქტომბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი